25 წლის თავდამსხმელი, საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით, მარტ-აპრილში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა
მცირე ხნის წინათ გადაწყდა, რომ გიორგი ალავერდაშვილი რუმინეთის ლიგა 2-ის "ტირგუ მურეშში" ითამაშებს.

მოკლე დროში 25 წლის თავდამსხმელმა სამი ლიტვური კლუბის ფორმა მოირგო - "ბანგაში", "კრუოიასა" და "შიაულიაიში" და ეს ბალტიისპირული ქვეყანა საუკეთესო შედეგით დატოვა. 25 წლის თავდამსხმელმა სამი გუნდის ფორმით ჩატარებულ 28 მატჩში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემა, თასზე კი 4 გოლიც მიითვალა.

საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით, მარტ-აპრილში ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა - საშუალოდ მატჩში 1.29 გოლი.

ალავერდაშვილს რუმინეთში შარშანაც უხმობდნენ, მაგრამ "პანდურიისთან" შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაეშალა.

"ახალ კლუბთან კონტრაქტი ოფციონის (1+2) სისტემით გავაფორმე. შემდეგი სეზონის დაწყებამდე კი ხელახლა დავილაპარაკებთ, რადგან პირობების გაუმჯობესების შესახებ წინასწარ შევთანხმდით.

მიუხედავად იმისა, რომ რანგით მეორე ლიგის კლუბში ჩავირიცხე, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ - "ტირგუ მურეში" უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ახლა დიდი ფინანსები ჩაიდო, გუნდი ლიგას რომ დაუბრუნდეს. ამის გამო ისეთი ფეხბურთელები მიიწვიეს, უმაღლესი ლიგის ლიდერებში რომ თამაშობდნენ.

მცირე ხნის წინათ მთავარ მწვრთნელად რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტის, ანგელ იორდანესკუს შვილი, ედი იორდანესკუ დაინიშნა - ისიც პროფესიონალად ითვლება.

მოკლედ, სერიოზული გუნდი კეთდება, დაახლოებით ისეთი, შარშან გორის "დილა" რომ შეკრიბეს და ყველამ რომ იცოდა - მიზანს უეჭველად მიაღწევდა. მეც რას ვკარგავდი, სადღაც ბოდიალს ეს ნამდვილად მერჩივნა.

"ტირგუ მურეშში" მოსამზადებლად მშვენიერი პირობებია, უმაღლესში გადასვლის უპირველესი პრეტენდენტია და დროის დაკარგვა აღარ მსურდა", - ამბობს ალავერდაშვილი.

თავდამსხმელი არ მალავს, რომ სხვა საინტერესო წინადადებები ჰქონდა:

"გასინჯვას მთავაზობდნენ, რაზეც ყველას უარი ვუთხარი, მაგრამ იყო კონკრეტული შემოთავაზებებიც. მაგალითად, ლიტვაში კაუნასის "ჟალგირისში" მიწვევდნენ, რომელსაც მართლაც ძალიან კარგი პირობები აქვს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პოლონეთის ნაკრების ყოფილი თავკაცის ასისტენტი მარეკ ზუბია.

იმითაც მაინტერესებდნენ, რომ 2015 წლიდან ლატვიისა და ლიტვის ერთობლივი ჩემპიონატის, ამბერლიგის გათამაშება დაიწყება და ამ პროექტის განხორციელებისთვის სერიოზული თანხების დაბანდებას აპირებენო. ეს მართლაც კარგი ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ლიტვაში დარჩენა აღარ მსურდა.

ამას გარდა, წინადადება ჩეხეთის უმაღლესი ლიგისგანაც მქონდა, კონტრაქტის გაფორმებას იჰლავას "ვისოჩინა" მთავაზობდა. ძლიერი საფეხბურთო ქვეყანაა და ლიგაც საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ ჩეხები ფინანსურად ძალიან სუსტად არიან.

არ ვაჭარბებ - შესაძლოა, გორის "დილას", "დინამოს" და "მეტალურგს" უკეთესი პირობები ჰქონდეთ, მაგრამ ეს თუ საქართველოში საკმაოდ კარგ პირობად ითვლება, ევროპაში ლეგიონერს ცხოვრება გაუძნელდება.

რუმინული კლუბები ბევრად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში არიან - რაც უნდა იყოს, ნავთობი აქვთ და არ უჭირთ".

ალავერდაშვილს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" მომავალ დაპირისპირებაზეც ველაპარაკეთ:

"თბილისელებს ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდათ. კარგად იცით, რომ "სტიაუამ" ევროპის ლიგის წინა გათამაშებიდან ამსტერდამის "აიაქსი" გამოაგდო და მერვედფინალში "ჩელსი" შინ დაამარცხა, მაგრამ განმეორებითში წააგო.

ბუქარესტელების შეხვედრა მაკედონიის "ვარდართანაც" ვნახე და ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება დამრჩა. დაახლოებით ისეთი უპირატესობა ჰქონდათ, "ბარსელონა" მეტოქეებთან რომ ახერხებდა.

ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და გუნდურადაც კარგად თამაშობენ. პრაქტიკულად, "ვარდარმა" კარშიც ვერ დაარტყა.

ისიც სათქმელია, რომ "სტიაუა" რუმინეთში ძალიან უყვართ და მის თამაშებზე სტადიონი სულ ივსება. "დინამო" "ვარდარზე" ძლიერია და მთელი სულითა და გულით ვუგულშემატკივრებ, მაგრამ თბილისელებს მძიმე მატჩები ელით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში