საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისში ფიზმომზადების ვარჯიშები დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისში ფიზმომზადების ვარჯიშები დაასრულა.

25 ივლისს, გამთენიისას, ეროვნული ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება და დაბა პოდჩეტრტეკში სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც აქცენტი ტაქტიკასა და ბურთით ვარჯიშზე გაკეთდება.

სლოვენიაში ნაკრებს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები - რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი შეუერთდებიან.

პოდჩეტრტეკში ჩავლენ სამწვრთნელო შტაბის წევრები - ჯეისონ სტოდტი, მეთ ბრეისი და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი.

სლოვენიაში არ ჩადის თორნიკე შენგელია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

"ბრუკლინ ნეთსის" ქართველ ფორვარდს მუხლი ასტკივდა და გამოკვლევა საკუთარ კლუბში გაიარა.

ექიმების გადაწყვეტილებით, შენგელიამ 3-4 დღე უნდა ივარჯიშოს და თუკი მუხლი კვლავ შეაწუხებს, მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. თუ ამ ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ტკივილმა არ შეაწუხა, ის ნაკრებს სლოვენიაში, სავარაუდოდ, პირველი აგვისტოსთვის შეუერთდება (იხილეთ ვრცლად).

ნაკრებმა 8-24 ივლისს ფიზმომზადების შეკრება თბილისში ახალი სერბი სპეციალისტის - ალექსანდრ ჩვოროვიჩის ხელმძღვანელობით გაიარა, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ეხმარებოდა. იმ მცირე საკალათბურთო ვარჯიშებს, რომლებსაც მოთამაშეები ასრულებდნენ, კოკოშკოვის ასისტენტი, კოტე ტუღუში უძღვებოდა.

სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ნაკრები 6 აგვისტომდე მოემზადება და გეზს იტალიისკენ აიღებს, სადაც ქალაქ ტრენტოში იტალიასთან, პოლონეთთან და ისრაელთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ნაკრების მოსამზადებელი გეგმის დარჩენილ განრიგს ქვემოთ გაეცნობით.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 2 სექტემბერს გაემგზავრება.

ქართველები ჯგუფში სლოვენიასთან, ესპანეთთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. პირველ მატჩს კოკოშკოვის გუნდი 4 სექტემბერს, პოლონეთთან გამართავს.

24 ივლისს სპორტკომპლექს "არენაში" ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიქტორ სანიკიძე: "ის, რომ შეკრება ადრიანად და ფიზმომზადებით დავიწყეთ, ძალიან კარგი და სასარგებლოა. ნაკრების წევრებმა, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ ამ მხრივ, კარგი ფიზმომზადება გაიარეს და სლოვენიის შეკრებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით.

ნაკრებში მთავარი მწვრთნელი და ამერიკელი კალათბურთელები შემოგვიერთდებიან და კომბინაციების დამუშავებაზე გადავალთ. ჯერ არ ვიცით, ფაჩულიას არყოფნის გამო რა შეიცვლება ნაკრების სათამაშო ტაქტიკაში. ყველაფერს სლოვენიაში შევიტყობთ, როცა იგორ კოკოშკოვი ვარჯიშებს დაიწყებს".

საქართველოს ნაკრები სლოვენიისკენ გეზს 25 ივლისს, გამთენიისას, 4 საათზე აიღებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა კი ასე გამოიყურება:

8-24 ივლისი

ვარჯიშები ფიზიკურ მომზადებაში. თბილისი

25 ივლისი-6 აგვისტო

მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია

7-9 აგვისტო

ტურნირი ქ. ტრენტოში, იტალია. მონაწილეობენ: საქართველო, იტალია, პოლონეთი, ისრაელი

10-13 აგვისტო

მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში (სლოვენია)

13 აგვისტო

ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. ცელიეში, სლოვენია

14 აგვისტო

ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. იესენიცეში, სლოვენია

16-17 აგვისტო

საერთაშორისო ტურნირი ქ. ანტიბში, საფრანგეთი.

მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი

18-24 აგვისტო

მოსამზადებელი შეკრება თბილისში

25-28 აგვისტო

საერთაშორისო ტურნირი ქ. თელ-ავივში, ისრაელი.

მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია, მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია

1 სექტემბერი

ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო ქ. კაუნასში, ლიტვა

2 სექტემბერი

გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ჩატარების საათები ცნობილია
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
თორნიკე შენგელია: ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
"ახლა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის"
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ევროპას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუტსაიდერი ჰგონია
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში: ჰო თუ არა?
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში