"არ გამიკვირდება, კაპელომ ნაკრებში რომ გამოიძახოს"
"ნიუკასლის" ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი დარწმუნებულია, რომ "კაჭკაჭების" ფორვარდი ენდი კეროლი უმაღლეს დონეზე თავის გამოჩენას შეძლებს. შირერის აზრით, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 63 მატჩში 30 გოლი გაიტანა, კეროლს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც ეროვნულ გუნდში წარმატებული თამაშისთვისაა საჭირო. ვარაუდობენ, რომ ფაბიო კაპელო ფორვარდს მომავალ კვირაში, საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახებს.

"სულ რაღაც ერთი თვის წინ ვიტყოდი, რომ ენდის გამოძახება ნაკრებში ჯერაც ნაადრევი იყო, მაგრამ ის ყოველ თამაშში ჩვენს თვალწინ განიცდის პროგრესს და ადრე თუ გვიან, კაპელო მას თავის გუნდში მიიწვევს. არ გამიკვირდება, ეს ახლაც რომ მოხდეს. სეზონის სტარტი კეროლს ჩინებული გამოუვიდა. ის შეტევაშიც შედეგიანია და დაცვაშიც კარგად ეხმარება თანაგუნდელებს", - ამბობს შირერი.

კეროლს "ნიუკასლის" 9 ნომრიანი მაისური აცვია, რომლითაც გუნდის ლეგენდა ალან შირერი თამაშობდა. ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია chroniclelive.co.uk-ის მიხედვით

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა