ემილ გრიფიტი 75 წლის იყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნახევრადსაშუალო და საშუალო წონაში, კრივის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი ემილ გრიფიტი. ის 1958-77 წლებში გამოდიოდა პროფესიულ კრივში და ჯამში 112 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში გრიფიტმა 22 სატიტულო ბრძოლა ჩაატარა. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მძიმე მომენტი იყო სამმატჩიანი დაპირისპირება კუბელ ბენი კიდ პარეტთან. პირველ ბრძოლაში გრიფიტმა ნოკაუტით გაიმარჯვა, მეორეში პარეტმა მსაჯების გადაწყვეტილებით რევანში აიღო.

1962 წლის მარტში, მესამე ბრძოლის მე-12 რაუნდში გრიფიტმა მძიმე დარტყმების სერია განახორციელა და კუბელი ნოკაუტში ჩავარდა ისე, რომ რინგზე არ დაცემულა. რეფერიმ დროულად ვერ აღიქვა მომხდარი და ძალიან გვიან ჩაერია საქმეში. პარეტი კომაში ჩავარდა და 10 დღის შემდეგ, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. "ხალხი ქუჩაში მაფურთხებდა, - ყვებოდა გრიფიტი. -

სასტუმროში ვიყავი და ყოველ ჯერზე, როცა კარზე ვიღაც აკაკუნებდა, სხვა ოთახში გავრბოდი. შეშინებული ვიყავი. ამის შემდეგ, უკვე სულ სხვა მებრძოლი გავხდი. რინგზე უბრალოდ იმდენს ვაკეთებდი, რამდენიც მოგებისთვის იყო საჭირო. მუდმივად მხოლოდ ჯებით ვმუშაობდი. არავისთვის მინდოდა ზიანის მიყენება. კრივს საერთოდ მივატოვებდი, მაგრამ არ ვიცოდი სხვა საქმის კეთება ჩხუბის გარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა