მსოფლიოს ორ ყოფილ ჩემპიონს - ესპანელ ფერნანდო ალონსოსა და ბრიტანელ ლუის ჰემილტონს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც ჯერ კიდევ...

მსოფლიოს ორ ყოფილ ჩემპიონს - ესპანელ ფერნანდო ალონსოსა და ბრიტანელ ლუის ჰემილტონს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლიდან იღებს სათავეს - როცა ეს პილოტები "მაკლარენში" ერთად გამოდიოდნენ. პარტნიორობა, რომლისგანაც ძალიან ბევრს ელოდნენ, დადგენილ ვადაზე გაცილებით ადრე დასრულდა. ალონსო ვერ შეეგუა ბრიტანულ გუნდში ჰემილტონის ფავორიტობას და სამწლიანი კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ ამ ორ პილოტს შორის ღია საბრძოლო მოქმედებები აღარ ყოფილა, მაგრამ ფერნანდო და ლუისი ხელიდან არ უშვებენ ერთმანეთის განერვიულების შემთხვევას.

ევროპის გრან-პრის შემდეგ ალონსომ, რომელიც იშვიათად ავლენს თავის სამხრეთულ ტემპერამენტს, დაივიწყა ჩვეული თავშეკავებულობა და ჰემილტონზე მიიტანა იერიში - მისი თქმით, "მაკლარენი" და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია რბოლის შედეგების მანიპულირებით იყვნენ დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ესპანელის აშკარა განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ვალენსიაში გამართული რბოლის სტიუარდებმა დააგვიანეს ჰემილტონისთვის საჯარიმო სანქციის გამოტანა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა პეისკარს გაუსწრო. ჰემილტონს პიტლეინზე საჯარიმო შესვლა მაშინ დაუწესეს, რომ ეს სასჯელი აღარ იმოქმედებდა რბოლაში ლუისის პოზიციაზე. მოკლედ, დასჯა წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ალონსო კი, რომელსაც წესი არ დაურღვევია და პეისკარის გამოსვლის მომენტში მხოლოდ რამდენიმე მეტრით ჩამორჩებოდა ლუისის "მაკლარენს", საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა, არადა, მინიმუმ პოდიუმზე ასვლის შანსი გააჩნდა.

ვალენსიას რბოლის შემდეგ ჰემილტონმა საკმაოდ გესლიანად ურჩია ესპანელს, რომ მან საკუთარი პილოტაჟის სტილს მიაქციოს ყურადღება. "შემთხვევით ხომ არ გახსოვთ, ბოლო წრეზე ვის გაასწრო ბუემიმ "ტორო როსოთი"? - ირონიულად იკითხა ბრიტანელმა.

მაგრამ მოსალოდნელი სკანდალი არ აგორდა. ორივე "დუელიანტმა" ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა ძალების დაზოგვა და ნერვების მოთოკვა. "ვალენსიას შემდეგ კონტაქტი გვქონდა, - განაცხადა ჰემილტონმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მე მაქვს ფერნანდოს მობილური ტელეფონის ნომერი, მას - ჩემი. ერთმანეთს რამდენიმე სმს გავუგზავნეთ და ურთიერთობა მოვაგვარეთ. ორივენი პილოტები ვართ და კარგად გვესმის, ხანდახან რა რთულია თავის შეკავება. ამასთან, მიმდინარე სეზონი ორივესთვის ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს, ნერვები უკიდურესად არის დაჭიმული, თანაც არნახულ პრესინგს ვგრძნობთ და ამიტომაც ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ გამონათქვამებს. სხვათა შორის, ამ სეზონში მეც მქონდა ჩავარდნა ავსტრალიის გრან-პრიზე".

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს