"ბლუ ბულზის" დამრიგებელმა ფრანს ლუდეკმა საბრძოლო რაზმი უკვე დაასახელა
ზე რაგბის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მომავალ უქმეებზე სამხრეთ აფრიკის საუკეთესო გუნდი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" ნახევარფინალურ მატჩში შინ დაუპირისპირდება ავსტრალიურ კანბერას "ბრამბიზს", რომელსაც ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ჯეკ ვაითი თავკაცობს.

"ბლუ ბულზის" დამრიგებელმა ფრანს ლუდეკმა საბრძოლო რაზმი უკვე დაასახელა.

"ლურჯი ხარების" ქომაგების სასიხარულოდ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ ტრავმირებული "ბოკეს" მოთამაშეები: ცხრა ნომერი ფრანსუა ჰუგარი და შუამარბი იან სერფონტეინი.

"ჩვენ დაუღალავად ვიშრომეთ საიმისოდ, რათა სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში პირველი ადგილი დაგვეკავებინა და ნახევარფინალში შინ თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს გარემოება შაბათს "ბრამბიზთან" არ გავანიავოთ.

ცხადია, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი თამაში იქნება. გარწმუნებთ, ჩვენ შეგვიძლია, მეტოქეს პირობები ვუკარნახოთ. საამისოდ ზედმიწევნით ზუსტად უნდა შევასრულოთ მატჩისთვის დაგეგმილი ტაქტიკური მონახაზი.

მოვუწოდებ "ბლუ ბულზის" ქომაგებს, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი, რადგან რეალურად შეგვწევს ძალა, ისინი კიდევ ერთხელ გავახაროთ. ჩვენს გუნდს პლეი ოფში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. გვყავს უმაღლესი რანგის მორაგბეები, ამიტომ მოსაგებად მზად ვართ" - თქვა პრეტორიელთა კაპიტანმა დიუვალ პოთხითერმა.

ბლუ ბულზი

15. ზან კირხნერი, 14. აკონა ნდუნგანე, 13. ჯეი ჯეი ენგელბერხტი, 12. იან სერფონტეინი, 11. ბიორნ ბესონი, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჩილიბოი რელეპელე, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფლიპ ფან დერ მერვე, 5. გრანტ ჰეტინგი, 6. დეონ სტიგმანი, 7. იაკუს პოთხითერი, 8. დიუვალ პოთხითერი.

16. კალი ვისაჯი, 17. ფრიკ კირსტენი, 18. მორნი მელეტი, 19. პაულ ვილიმასი, 20. იონო როსი, 21. იან ვერმაკი, 22. იურგენ ვიზერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"