სლოვენია - ექსპერიმენტი დადებითი შედეგისთვის
სლოვენიასთან 17 ნოემბრის გასვლითი ამხანაგური მატჩისთვის ჩვენმა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება გუშინ დაიწყო. გუნდის შეკრებამდე კი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მასმედიის წინაშე წარდგა. პრესკონფერენცია, რომელსაც აქვე გთავაზობთ, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შედგა და საინტერესო თემებს მოიცავდა.

- სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?

- ამხანაგური მატჩები ახალ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად არის და გვინდა ის მოთამაშეები ვნახოთ საქმეში, რომლებიც ჩვენს გაფართოებულ სიაში არიან. ქართული კლუბებიდან ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებს ჩვენი ყურადღება არ აკლიათ. მართალია, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე კლუბებს უჭირთ და სახარბიელო მდგომარეობა არ არის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ფეხბურთელები ყურადღების გარეშე უნდა დავტოვოთ. ამხანაგურ მატჩებს ექსპერიმენტებისთვის იყენებენ და სლოვენიის ნაკრებთან თამაშსაც ამ ჭრილში განვიხილავთ. მოხარული ვიქნები თუ ეს ახალი ფეხბურთელები კარგად წარმოჩნდებიან.

მართალია, სლოვენიაში ამხანაგური მატჩი გვაქვს და ახალი ფეხბურთელები გვინდა გამოვცადოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშის შედეგი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. გვინდა ამჯერადაც დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და სლოვენიაში სწორედ ამისთვის ვიბრძოლებთ.

- შეცვლით თუ არა ტაქტიკურ სქემას?

- არა, ტაქტიკურ სქემა არ შეცვლით. ჩვენი არჩეული გვაქვს გეზი და ცვლილებებს არ ვაპირებთ.

- ნაკრებში 30 ფეხბურთელი გყავთ გამოძახებული. სლოვენიაში რამდენ მოთამაშეს წაიყვანთ და ეს როდის გაირკვევა?

- რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ვივარჯიშებთ, ფეხბურთელებს დავაკვირდებით და სლოვენიაში წამსვლელთა სიასაც გამოვაცხადებთ.

- ამხანაგურ მატჩებში მეტოქე გუნდებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და 6-6 ფეხბურთელი შეცვალონ. სლოვენიელებთან ამ საკითხზე თუ გაქვთ უკვე შეთანხმება?

- 17 ნოემბრის ამ მატჩIს განაცხადში ჩვეულებისამებრ 18-18 ფეხბურთელი გვეყოლება. ამხანაგურ შეხვედრაში 3 ლიმიტირებულ შეცვლაზე მეტი შეიძლება და ამ საკითხზე სკლოვენიელებთან შევთანხმდებით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მოუწიოს თამაში.

- დანიურ "ორჰუსში" მოასპარეზე შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი აქამდე ორჯერ გამოიძახეთ ნაკრებში. თუმცა ისე მოხდა, რომ დათო ორივეჯერ ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს. ახლა ის ჯანმრთელად არის და ამჯერად აღარ მიგიწვევიათ...

- ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს გაურკვევლობა. ჩვენ ფეხბურთელს ნაკრებში რომ ვიძახებთ, არის თუ არა მზად სათამაშოდ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. ეროვნულში გამოძახებულ მოთამაშეს ნაკრებში თამაშის სურვილი უნდა ჰქონდეს და ემჩნეოდეს. არა მარტო დევდარიანზე, სხვა ფეხბურთელებზეც იყო ასეთი შემთხვევები - გამოვიძახეთ ფეხბურთელი ნაკრებში, რომლებზეც გვატყობინებენ, პრობლემები აქვს და ვერ ჩამოვაო. რამდენიმე დღის შემდეგ კი გვატყობინებენ, ამ ფეხბურთელს პრობლემები აღარ აქვს, ჩამოვაო. ასეთ დროს რა ვქნა, ფეხბურთელი, რომელიც მის ნაცვლად გამოვიძახე ეროვნულში უკან გავაბრუნო? ეს გაურკვევლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ნაკრებში მოთამაშე სიხარულით უნდა მოდიოდეს.

- ნუთუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშზე თავს იკავებენ?

- არ მითქვამს, რომ ვინმე თავს იკავებს. ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელზე გვატყობინებენ, ფორმაში არ არის, ან მზად არ არის სათამაშოდ და პრობლემები აქვსო. მერე ეს გაურკვევლობას იწვევს. თუ ფეხბურთელს უნდა თამაში, ეს უნდა ეტყობოდეს კიდეც. გამივიძახებთ? უნდა ჩამოვიდეს და არის თუ არა მზად ნაკრებში სათამაშოდ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. თუ ჩვენს მოთამაშეზე მისი კლუბი გვთხოვს ანგარიში გავუწიოთ და კონკრეტულ მომენტში დავთმოთ, ეს უკვე სხვა საკითხია. კლუბს არ აქვს უფლება, ფიფას მიერ გამოყოფილი სპეციალური თარიღისას ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი შეაფერხოს. თუმცა არ გვინდა ჩვენს ფეხბურთელებს კლუბში საქმეები აერიოთ და მათი გუნდის თხოვნას ვითვალისწინებთ ხოლმე. ჩვენი ფეხბურთელები კლუბში კარგად გრძნობენ თავს და სტაბილურად თამაშობენ, ეს ეროვნული გუნდისთვისაც სასიკეთოა.

- მეტოქე სლოვენიაზე რას გვეტყვით?

- ამ ნაკრებმა ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სლოვენიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და რამდენადაც ვიცი, ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებიან ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. მართალია, ეს ამხანაგური მატჩია და ექსპერიმენტებისთვის გვინდა გამოვიყენოთ, მაგრამ შედეგსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

- გოჩა ხოჯავა ნაკრებში პირველად არის გამოძახებული. ის რუსეთის მოქალაქე იყო და მისი საპასპორტო საკითხი თუ მოგვარდა?

- ეს მოგვარებადი საკითხია. ხოჯავა თბილისშია, მაგრამ როგორც მითხრეს შეუძლოდ გრძნობს თავს და შესაძლოა, ამ ეტაპზე ეროვნულში თამაში ვერ შეძლოს.

- 26 მარტს ხორვატიას ვეთამაშებით. მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრას სავარაუდოდ ლუქსემბურგთან გავმართავთ. ხორვატებთან მატჩამდე ლუქსემბურგის ნაკრებთან სპარინგი ჩვენთვის რამდენად მომგებიანია?

- სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არგენტინის ნაკრები ან იმ დონის გუნდი, რომ ჩვენ ვარჩევდეთ სპარინგ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, მეც მინდოდა ლუქსემბურგზე უკეთესი დონის გუნდს გავჯიბრებოდით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეთავაზებაა და ვნახოთ, რას გადავწყვეტთ. არც იმას დაგიმალავთ, რომ არგენტინის ნაკრებიდანაც გვაქვს შეთავაზება და ვნახოთ. ერთსაც გეტყვით, ხორვატებთან მატჩამდე თვენახევრით ადრე ვითამაშებთ თებერვალში და არა მგონია რომ ამდენი ხნით ადრე, ეს სპარინგ მატჩი გენერალურ რეპეტიციად გამოდგეს.

- დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა ისევ ნაკრებშია. მასზე დიდ იმედს ამყარებთ. თავად ჯაბასთან თუ გქონდათ საუბარი?

- ჯაბამ სამჯერ გაიკეთა ოპერაცია და კარგია რომ გამოჯანმრთელდა. ჯერჯერობით "დნიპროს" მთავარ გუნდში არ უწევს თამაში, მაგრამ დუბლებში ასპარეზობს. მასთან მქონდა საუბარი და მითხრა, მცირე ტკივილს ვგრძნობო. იმედია, საგანაშო არაფერია.

- როგორ ფიქრობთ, ჯანო ანანიძე ნახევარდაცვის ფლანგზე უფრო პროდუქტიულია თუ ცენტრში?

- ვფიქრობ, სადაც მას ნაკრებში ვათამაშებთ, ამ პოზიციაზე უფრო სასარგებლოა. ის უნივერსალია და სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადგილზეც გამოვიყენებთ.

დავით ცაბაძე

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ