მესისა და კომპანიის სტუმრობა ფედერაციაში რეალურად განიხილება
დიახ, მართლაც რეალურად განიხილება ეს საკითხი და თუ მხარეები შეთანხმდნენ, 9 თებერვალს საქართველოსა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

უკვე ვწერდით, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა შემოგვთავაზა თებერვალში გაჯიბრება. თუმცა ჯუჯა ქვეყნის ნაკრების ეს ვარიანტი, საფეხბუთო გრანდმა არგენტინამ დაჩრდილა. ჩვენს ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, არგენტინელებმა ამხანაგური მატჩი შემოგვთავაზეს, მაგრამ ძალზე მაღალი ჰონორარის საფასურად. ჩვენი ინფორმაციით, არგენტინულმა მხარემ 1.2 მილიონი ევრო მოითხოვა და თანხმობის შემთხვევაში თბილისში, მაღალი დონის სასტუმროში 45 ლუქს ნომერს დაჯავშნის.

თანხა საკმაოდ მაღალია, სანაცვლოდ კი არგენტინის ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით გვეწვევა - ლეო მესის, ხავიერ ძანეტის, დიეგო მილიტოს, კარლოს ტევესის, ხავიერ აგუეროსა და სხვა რჩეულების თანხლებით.

ბუნებრივია, არგენტინასა და ლუქსემბურგს შორის არჩევანზე დასაფიქრებელი არაფერია, მაგრამ თანხა ძალზე სოლიდურია, მით უმეტეს ჩვენი დონის ქვეყნისთვის.

"დიდი თანხა რომ არ ჯდებოდეს არც დავფიქრდებოდით. არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვაზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ, ამ ეტაპისთვის ლუქსემბურგის ნაკრების გარდა, სხვა სპარინგ პარტნიორი არ გვყავს", - გვითხრა ფეხბურთის ფდერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, არგენტინის ნაკრების დიეგო მარადონას მერე სერხიო ბატისტა წვრთნის. არგენტინა ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში მე-5 ადგილზეა. ბატისტას გუნდი ბოლოს 8 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა. 17 ნოემბერს არგენტინელები ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

დავით ცაბაძე

barnaba
ამ ლოხებს მაინც არაფერი უშველით და ამ ფულსაც ტყუილად გადაყრიან:(
gioo_gioo
ღადაობთ ხალხნოო????ხომ იცით რომ ამ თანხას მაინც არ გამოიყენებენ ისეე როგორც საჭიროაა დაა ხელიდან არ უნდა გავუშვათ ამ არაჩვეულებრივიი ფეხბურთელების თამაშის სიამოვნება....თქვენი გამკვირვებიააა
jondo
მაგ ფულით მინდორი გააკეთონ "დინამოზე" ჯობია
aleko
მაგ თანხად ბევრ კარგ რარაცას გააკეთებენ ქართულ ფეხბურთში. თან ეგენი თუ 1,2 მილიონად ჩამოდიან, ხო უნდა ამოიღოს ეს ფული ქართული ფეხბურთის ფედერაციამ? ესეიგი ბილეთები 20 ლარიდან ზევით იქნება და მემგონი ზალიან ცოტა მაყურებელიღა წავა მაგ მატჩზე (თუ ჩატარდა საერთოდ)
Samtredia
მე მგონი რომ სჯობს მოელაპარაკონ ბელორუსიას ან უკრაინას, გნსაკუთრებიტ უკრაინას სჭირდება ისეთი მოუხელტებელი, ამოუცნობი და თანაც ახლობელი სპარინგ პარტნიორი, როგორიც საქართველოა,მითუმეტეს როცა ქეცბაია ამყარებს ნაკრებში წესრიგს და ამას უკრაინაშიც აღნიშნავენ
mimino
ძალიან მიკვირს,ისევ პატარქალიშვილის დამსახურებაა ალბათ არგენტინაზე საუბრის აგორება.მე მგონი არ ჭირდება საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან ამ ფასად შეხვედრა.სხვა საქმეა ბატონი ნიკო
ZURA
მაგათვის ფულის გადახდას საფარი ჯობია შეიცვალოს.
zaza
სტადიონი გააკეტონ ეგ ჯობია მაგას
dinamoeli
1,2 მილიონის მაგათთვის მიცემას, 2 სტადიონის საფარი გამოვცვალოთ მაგ ფულად და აღარ ვითამაშებთ ,,ყანაში"...
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე