ინდონეზიური ინვესტიცია ნერაძურიში
ბოლო ორი დღეა, იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "ინტერის" გარშემო დატრიალებული ამბებია. კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ ტოჰირთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა, საქმე კი კლუბის პროცენტების გასხვისებას ეხება.

ხუთშაბათს გვიან ღამით, "გაძეტა დელო სპორტმა" გვამცნო, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტოჰირი "ინტერის" აქციების 80%-ს, ანუ საკონტროლო პაკეტს დაეუფლება.

ითქვა ისიც, რომ მორატები დარჩენილ 20%-ს მხოლოდ დროებით, 2 წლის განმავლობაში იტოვებენ და 2015 წლის ზაფხულს, დარჩენილ აქციებსაც ავტომატურად დათმობენ. "გაძეტას" მტკიცებით, კლუბის ახალი პრეზიდენტი სწორედ ტოხირი იქნება, დირექტორთა საბჭოში კი მორატების ოჯახიდან მხოლოდ ანჯელო მორატი დარჩება, მასიმოს ახლო ნათესავი. მოკლედ, "გაძეტა დელო სპორტმა" მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა, კალჩოში ხომ უცხოელ ინვესტორებს დიდად არ სწყალობენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს არც ერთ კლუბს უცხოელი ინვესტორი არ ჰყავს და რამდენჯერაც ამის მცდელობა იყო, ტიფოზთა მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. ერთი ეგაა, "რომაში" ჩაიდო ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე იტალიური წარმოშობის ამერიკელებს ეხება. მოკლედ, "გაძეტამ" "ინტერი" პირველ მერცხლად მონათლა და ბუნებრივია,

ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ვთქვათ ისიც, რომ ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ტოჰირი 280 მილიონ ევროს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვალების გასტუმრებაში დახარჯავს, კიდევ 100 მილიონს კი ახალი ფეხბურთელების შეძენაში. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გუშინ, ჟურნალისტთა წინაშე თვითონ ტოჰირი წარსდგა და გავრცელებული ინფორმაცია სანახევროდ დაადასტურა:

"მასიმო მორატისთან ნამდვილად ვაწარმოებ მოლაპარაკებას და შეთანხმებასთან ახლოს ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა იმ კლუბს დამაკავშირა, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უდიდეს პატივს ვცემ მორატების ოჯახს და ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც ამ ხალხმა "ინტერისთვის" გააკეთა.

ჩემი მიზანი არ არის "ინტერი" მორატების გარეშე დატოვება და შესაბამისად, არ ვაპირებ არც კლუბის პრეზიდენტობას, არც აქციათა 80%-ის შეძენას. ჩემი სურვილია ვიყო ამ უდიდესი კლუბის ნაწილი, მაგრამ არა პრეზიდენტი და ერთპიროვნული მმართველი. ამ ეტაპზე, უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება".

სკელოტოს სამი ვარიანტი

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ესეკილ სკელოტო "ინტერს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს. დაინიშნა თუ არა "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარი, პირველი რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ესეკილ სკელოტოს გვარიც მოხვდა. ერთი სიტყვით, 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე სამმა კლუბმა დააფიქსირა: "უდინეზემ", "ბოლონიამ" და თურქულმა "გალათასარაიმ".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ყველას თურქებმა დაასწრეს და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. სკელოტო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა თურქები მილანური გრანდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელები ესეკილის მოშორებაზე არიან, წესით მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ.

კულუარული ინფორმაციით, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლომბარდიელები სკელოტოს დაუფიქრებლად გაასხვისებენ - თუმცა, არის ერთი გარემოებაც, ესეკილის სატრანსფერო უფლებების ნახევარს დღემდე "ატალანტა" ფლობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ბერგამოულ კლუბთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ასევე იხილეთ:

მასიმო მორატი ლეონარდოს უხმობს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვალტერ მაცარის სია
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს