რატომ ვერ მოხვდნენ "გურიის" ვეტერანთა რიგებში დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ოთარ კორღალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, გიგლა იმნაძე, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია და სხვები, კითხვებს ტოვებს
27 ივლისს, ლანჩხუთში უკრაინიდან სტუმრებს ელიან. ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც ჩანოდიან.

მათგან განსაკუთრებით ოთხია ცნობილი - მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და ერთ მატჩში 5 გოლის გამტანი ოლეგ სალენკო, სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" სახელოვანი ფეხბურთელი ვლადიმერ ბესონოვი, "გურიისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი და ასევე კიევის "დინამოელი" ივან იარემჩუკი.

მათთან ერთად "გურიას" ვეტერანებს დაუპირისპირდებიან: იური მაროზი, ვიქტორ ლეონენკო, სერგეი ფეოდოროვი, სერგეი კუზნეცოვი, სვიატესლავ სიროტა, ალექსანდრ რადჩენკო, ალექსანდრ პრიზეტკო, ანდრეი ოქსიმეცი, იური კრისტუნა, ედვარდ ტუქსმეტრიუკი და ოლეგ ხლუსი.

რაც შეეხება "გურიას", მის ღირსებას დაიცავენ: გია გოგუა, გიორგი ჩიგოგიძე, რეზო კუკულაძე გია ჩხაიძე, მალხაზ მახარაძე, გოჩა გუჯაბიძე, ნუგზარ მიქაბერიძე, მერაბ კუკულაძე, კობა მირზაშვილი, დავით მახარაძე, რომან ქურიძე, თემურ ჩხაიძ, ავთო ნარიაშვილი, თემურ ალექსაია, გოჩა ნადირაძე, ჯონი კალანდაძე, ალექსანდრე განევი, სულხან წილოსანი, ნუგზარ თვარაძე და გენო ნუცუბიძე. მწვრთნელები: ბეგი სიხარული, დანტეს ჯეჯელავა, შოთა პატარაია, შალვა კაკაბაძე.

როგორც ხედავთ, 80-იანი წლების ტრიუმფატორი "გურიიდან" დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ თემურ ჩხაიძე, მალხაზ მახარაძე და ნუგზარ მიქაბერიძე იქნებიან.

რატომ ვერ მოხვდნენ "გურიის" ვეტერანთა რიგებში დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ოთარ კორღალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, გიგლა იმნაძე, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია და სხვები, კითხვებს ტოვებს.

ეს ადამიანები ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რაც "გურიასთან" არის დაკავშირებული. მათი დაუპატიჟებლობა შესაძლოა დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს, რომლის საწყისი ნიშნები ლანჩხუთურ ფეხბურთში აქამდეც იყო და ყველაფერმა ამან შესაძლოა გადაფაროს "გურიისა" და კიევის "დინამოს" ასე გაპიარებული შეხვედრის სარეკლამო მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის ჩატარება ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძის დიდი მონდომების შედეგია.

ზაზა ურუშაძე და ვიქტორ ხლუსი

იგი ივნისის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე დაანონსა, რომ 80-იანი წლების "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩი ჩატარდებოდა.

თუმცა დღეს გამოდის, რომ იმ დიდი გუნდებიდან მხოლოდ რამდენიმე მიიღებს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ მატჩამდე სარაიონო კულტურის სახლში უკრაინელი სტუმრებისთვის საზეიმო სანახაობა გაიმართება, ხოლო 15.30 საათზე სტუმრები ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ვახტანგ კოპალეიშვილმა რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა...
ხარა
მოკლედ ყველაფერი ხო უაზროდ უნდა გააკეტონ,,,,,,
გულშემატკივარი
თუ იმ გუნდიდან ის ვეტერანები არ იქნებიან, მაგ თამაშს ფასიც არააქვს....მაგ ხალხთანაა დაკავშირებული ის წარსული
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად