საქართველოს 15 წარმომადგენელი მონაწილეობს ბელგრადში ევროპის მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატში
საქართველოს 15 წარმომადგენელი მონაწილეობს ბელგრადში ევროპის მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატში.

როგორც გაუწყეთ, სამი ტურის შემდეგ 4 დიდოსტატი მეწინავეობდა უდანაკარგოდ, მათ შორის - ორი ჩვენებური. სალომე მელია შავი ფიგურებით ინა გაპონენკოს (უკრაინა) დაუზავდა.

სამწუხაროდ, ბელა ხოტენაშვილმა ალექსანდრა გორიაჩკინასთან (რუსეთი) წააგო.

ორგზის ევროპის ჩემპიონმა კატერინა ლაგნომ ნინო ბაციაშვილი დაამარცხა, ეკატერინა კოვალევსკაიამ (რუსეთი) ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) აჯობა.

ნინო ხურციძემ შავი ფიგურებით ზოია შლეინინგს (გერმანია) გააჩერებინა საათი.

დანარჩენ ჩვენებურთა შეხვედრები ასე დამთავრდა: სოფიკო გურამიშვილი - ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) 0.5:0.5, მაია ლომინეიშვილი - ანა მათნაძე (ესპანეთი) 1:0, ვიქტორია ტარასოვა (რუსეთი) - ნანა ძაგნიძე 0:1, ლელა ჯავახიშვილი - ლიზა შუტი (ჰოლანდია) 1:0, მიხაელა სანდუ (რუმინეთი) - მაკა ფურცელაძე 0:1, სოფიო გვეტაძე - ანა ჰაირაპეტიანი (სომხეთი) 1:0, მერი არაბიძე - დაივა ბატიტე (ლიტვა) 1:0, მადონა ბოკუჩავა - მირანდა მიქაძე 0,5:0,5, ანა გავაშელი - ადელა ველიკიჩი (სერბეთი) 1:0, ოლენა მარტინკოვა (უკრაინა) - სოფიო ნიკოლაძე 0:1.

ჩვენებურთა მონაგარი 4 ტურის შემდეგ: მელია, ხურციძე, ლომინეიშვილი - 3.5-3.5, ფურცელაძე, ხოტენაშვილი, გურამიშვილი, ჯავახიშვილი, ძაგნიძე - 3-3, გვეტაძე, არაბიძე, ბაციაშვილი - 2.5-2.5, ნიკოლაძე, ბოკუჩავა, გავაშელი, მიქაძე - 2-2 ქულა.

ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ და ერთპიროვნულად გორიაჩკინა ჩაუდგა სათავეში. 10-მა მოჭადრაკემ 3.5-3.5 ქულას მოუყარა თავი.

27 ივლისს მე-5 ტურში ისინი ასე დაწყვილდნენ: ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-ალექსანდრა გორიაჩკინა, სალომე მელია-კატერინა ლაგნო, დეიმანტე დაულიტე (ლიტვა)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ნინო ხურციძე-ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი), ისაბელა-კორინა პეპტანი (რუმინეთი)-ინა გაპონენკო (უკრაინა).

გაუწყებთ მე-5 ტურში სხვა ჩვენებურთა მეტოქეების ვინაობას: ბელა ხოტენაშვილი-მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე-სოფიკო გურამიშვილი, მაკა ფურცელაძე-პია კრამლინგი (შვედეთი), დარია ჩაროჩკინა (რუსეთი)-ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე-ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ნინო ბაციაშვილი-ბორკა ფრანცისკოვიჩი (ხორვატია), ტერეზა ოსლაროვა (ჩეხეთი)-სოფიო გვეტაძე, ლილით გალოიანი (სომხეთი)-ანა გავაშელი, მირანდა მიქაძე-ბელინდა ვეგა (ესპანეთი), კარმენ ვოიცუ (რუმინეთი)-მადონა ბოკუჩავა, სოფიო ნიკოლაძე-მარია რაკიჩი (სერბეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
პარტიები გენახა და ისე დაგეწერა წერილი ბატონო ვაჟა
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე