"მესტალიაზე" "ვალენსია" დე იონგის სუპერგოლით დაამარცხა
"მილანი" განაგრძობს ახალი სეზონისთვის სამზადისს და ამხანაგურ მატჩებსაც მართავს. ამჯერად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი "ვალენსიას" ეპაექრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 2:1.

მილანელებს იტალიის ნაკრების ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, თუმცა "ვალენსიასთან" მხოლოდ სტეფან ელ შაარავიმ ითამაშა. მარიო ბალოტელის, ინაციო აბატეს, მატია დე შილიოს და რიკარდო მონტოლივოს მცირე ტრავმები აქვთ და სრული დატვირთვით არ ვარჯიშობენ. მათ გარეშეც "მილანმა" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და მთლიანობაში, დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როდესაც ლომბარდიელები ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ ესპანელებს.

პირველი გოლი რობინიოს ანგარიშზეა, რომელიც მეკარეს პირისპირ ანდრეა პოლიმ შეჰყარა და ბრაზილიელმაც იერიში ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. სტუმართა მეორე გოლი ბრწყინვალე გამოვიდა: ლომბარდიელთა გრძელი იერიში ნაიჯელ დე იონგის დიდებული დარტყმით დაგვირგვინდა, დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთი ცხრიანში ჩაეშვა, 0:2. მეორე ნახევარში ესპანელები გამოცოცხლდნენ, უფრო აქტიურად შეუტიეს და ერთი ბურთიც გაქვითეს: ეფექტური კომბინაცია ზუსტი დარტყმით პარეხომ დაასრულა, 1:2.

გოლის გატანიდან ხუთიოდე წუთში რობინიომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ჯერჯერობით, ექიმებს ბრაზილიელისთვის დიაგნოზი არ დაუსვამთ.

მასიმილიანო ალეგრი:(მიალნი) "კარგი სპარინგი იყო, რომელმაც განსჯისთვის დიდი ინფორმაცია მოგვცა. ძლიერ მეტოქეს ვაჯობეთ და გამოჩნდა, რომ საწვრთნელმა პროცესმა შედეგი გამოიღო. ვის გამოვარჩევდი? - ფეხბურთელთა გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ ამჯერად, თავს უფლებას მივცემ ნაიჯელ დე იონგი შევაქო. მოედნის ცენტრი მთლიანად გააკონტროლა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა".

ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "გაორებული შეგრძნება მაქვს - "ვალენსიას" სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და გახარებული ვარ, მაგრამ მაშფოთებს რობინიოს ტრავმა. ბრაზილიელმა საწყისი წუთები შესანიშნავად ჩაატარა და დიდებული გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ დაშავდა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და მალე დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს".

ვალენსია-მილანი 1:2

გოლები: 0:1 რობინიო (22), 0:2 დე იონგი (38), 1:2 პარეხო (53).

ვალენსია (4-3-3): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, რამი, მატიო - პარეხო, ბანეგა, ფუეგო - ფეგული, ჟონასი, ალკასერი

მილანი (4-3-3): აბიატი (46. გაბრიელი) - ანტონინი, ბონერა (73. ძაკარდო), მექსე, კონსტანტი - პოლი (46. მუნტარი), დე იონგი (63. კრისტანტე), ნოჩერინო - ბოატენგი (69. ელ შაარავი), რობინიო (26. ემანუელსონი), პეტანია (83. ნიანგი).

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობინიო: "მილანში" თამაში კიდევ 10 წელი მინდა [VIDEO]

vcf
ავტორ, თამაშებს რომ უყურო და მერე წერო არა? რეებს იძახი, 2 ტაიმში ბურთი არ დაანახა ვალემ მილანს და მაგრა გაუმართლათ. 2-ჯერ მარტო ხარიხას ხია ვალემ
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
ტრანსფერ ONLINE: ჩერიშევი "ვალენსიაში" და სხვა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
აუდის თასი 2015. "მილანი" - სრულყოფილებამდე ძალიან შორია
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა! ბრაზილიელი ევროპის ზონაში არ შედის
რობინიო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სიმბოლურ ხელფასზე ითამაშებს
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით - რობინიო ციხეში 9 წელიწადს გაატარებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სერია A. XVI ტურის ფაქტები: დე იონგის პირველი გაძევება კარიერაში
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
ტურინის "იუვენტუსი" პოლ პოგბას შემცვლელად ნაიჯელ დე იონგს განიხილავს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
ნაიჯელ დე იონგმა ფილიპო ინძაგის შეუტია
"ლესტერის" "მილანის" ნახევარმცველის გადაბირება სურს
ჩქარა, ციხეში - ბრაზილიელი მინისტრი რობინიოს დასჯას ითხოვს
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
დღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა