ლევან ცქიტიშვილი ფუტსალის ასოციაციას ფინანსურ ანგარიშს უმალავს?
24 ივლისს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის კონფერენციის დელეგატებმა ორგანიზაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი პოსტიდან გადააყენეს.

"ლელოს" დაუკავშირდა ასოციაციის ხელმძღვანელების, ცქიტიშვილის (პრეზიდენტი), ბექა კვიციანის (გენერალური მდივანი) და კახა დევდარიანის (საპატიო პრეზიდენტი) წარმომადგენელი ნინო ნიშნიანიძე.

"ეს კონფერენცია კანონდარღვევით არის ჩატარებული და მიღებული გადაწყვეტილებებიც იურიდიული ნონსენსი და კურიოზია.

აგიხსნით, რატომ: საქართველოს ფუტსალის ასოციაციის წესდების მიხედვით, სფა-ს უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, მაგრამ არსებობს კონფერენციის მოწვევის ვადა და უფლებამოსილების ფარგლები. ეს წესი დარღვეულია.

ამას გარდა, წევრებისა და საპატიო წევრებისთვის გონივრულ ვადაში არ უცნობებიათ კონფერენციის გამართვის დრო და ადგილი.

არ აცნობეს ასოციაციის ხელმძღვანელებსაც - პრეზიდენტს, საპატიო პრეზიდენტს, გენერალურ მდივანსა და სამიდან არც ერთ ვიცე-პრეზიდენტს.

ასევე დარღვეულია დელეგატთა რაოდენობის და კვოტის განსაზღვრის და გამოქვეყნების სამთვიანი ვადა, რომელიც დებულებით მკაცრად არის რეგლამენტირებული.

ამდენად, კანონდარღვევით მოწვეულ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.

ამავდროულად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ალეკო ლეჟავამ განაცხადა, თითქოს ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა და გენერალური მდივანმა ბექა კვიციანმა ყრილობას გადადგომის თაობაზე თხოვნით მიმართეს - არავითარი გადადგომის წერილობითი თხოვნა ბუნებაში არ არსებობს, ისე როგორც მათი ფინანსური ვალდებულებები სფა-ს წინაშე.

ამით ბატონმა ლეჟავამ უხეშად დაარღვია კანონმდებლობა და თავისი განცხადებით შელახა ლევან ცქიტიშვილის, კახა დევდარიანის, ბექა კვიციანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

სხვათა შორის, ბატონი ლეჟავა ტიტრებში მოხსენიებული იქნა სფა-ს დამფუძნებლად, მაგრამ დამფუძნებელთა შორის მისი სახელი და გვარი ვერ აღმოვაჩინე.

კონფერენციის თვითმარქვია მდივანს ნინო ნებიერიძეს - დიახ, ის თვითმარქვიაა, რადგან ფუტსალის ასოციაციის დებულებით, ასეთი თანამდებობა გათვალისწინებული არ არის - კრების ოქმის გადაწყვეტილება მოვთხოვე, სადაც ამ სამეულის გათავისუფლებაზე იყო ლაპარაკი და უარი მივიღე.

მას ავუხსენი, რომ კანონმდებლობის ფარგლებში არ მოქმედებდა.

და რაც მთავარია: კრებაზე მიღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა, რადგან კანონდარღვევით მიღებული აქტების რეგისტრაციის არავითარი საფუძველი არ გააჩნდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოში სარჩელის აღძრას ვაპირებთ," - აცხადებს ნიშნიანიძე.

ამ თემაზე კომენტარი კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან გრიგოლიამ გააკეთა.

"წლეულს, 16 ივნისს, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა უეფას თავზე "გადაახია" დებულება. მან სავალდებულო კონფერენციას, სადაც უნდა წარმოედგინა განვლილი სეზონის დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა და მომდევნო სეზონის ბიუჯეტი, თავი აარიდა.

სფფ-ს ცნობილი წერილების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ლევან ცქიტიშვილს ფინანსური ანგარიშები წესრიგში არ აქვს, ხოლო ეს ეჭვი იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ მან უარი თქვა გამგეობის სხდომების და კონფერენციის სავალდებულო მოწვევაზე.

ამ ბატონებთან (ცქიტიშვილი, კვიციანი) ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პრეტენზია: 7 თვის განმავლობაში ვერ ახერხებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული ნაკრებისთვის გამოყოფილი თანხების კანონიერად განკარგვის დოკუმენტების წარმოდგენას.

კერძოდ: პორტუგალიაში, ორჯერ მალტაში, აზერბაიჯანსა და ჰოლანდიაში თამაშების ხარჯთაღრიცხვას.

ასევე უარს ამბობენ ეროვნული ჩემპიონატის ხარჯთაღრიცხვის და სპონსორების მიერ ჩარიცხული თანხების წარმოდგენაზე და ეროვნული თასის გათამაშების ჩაშლის მიზეზის დასახელებაზე.

მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი უარს აცხადებენ, ასოციაციის წევრებს წარუდგინონ ფინანსური ანგარიში," - ამბობს გრიგოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფუტსალში განხეთქილებაა - ლევან ცქიტიშვილი ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადააყენეს

dato
ლევან ცქიტიშვილი მართლაც და გირსეული პიროვნბაა,მისი გასვრაც მონდომეს, მაგრამ არ გამოუვათ.და ლევან გრიგოლია ზონდერების წევრი და ნაციონალების პადოში იყო,საერთოდ რა ალაპარაკებს მაგ მეტრაკეს,ეს ლეჟავა ვინაა სართოდ,და დარჯანია არაკაცი სხვის ფულებზე,რომ ლაპარაკბს,და ფუძალის ასოციაციაში ფული როარ აქვს ჩარიცხული მაგაზე რა გვეტყვის,დაჩირდა და სახლში წაიგო? სხვებს რომ სბრალებ.დარჯანია,გრიგოლია,ლეჟავა არაკაცები არიან,მაგათ ვიღაცა მართავთ,თორმ ვინ მისცა მაგათ მაგდენი გამბედაობა .
Rachveli
ლევან ცქიტიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრ ქართველს სიხარული მიანიჭა თავის თამაშით და წარმატებით, ეს დასაფასებელია, მაგრამ ძირის გამოთხრა ლევანზე იმ ადამიანებისგან რომლებსაც ვითომდა გული შესტკივა ქარტულ ფუტზალზე ძალიან უხერხულია. თქვენ საქციელს რაც ქვია საქართველოში კარგათ ვიცით, გცხვენოდეთ.
mate
ვეთანხმები "გელა"-ს, ლევამ ცქიტიშვილი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. რაც თავი მახსოვს, აკა ქავთარაძე დარბაზის ფეხბურთით არის დაკავებული (მაშინ "ფუტსალი" არც გამეგო). ვიღაც "ჟულიკებს", რომელთაც არაფერი უკეთებიათ, უნდათ ამ ხალხის და დევდარიანის გადაყენება?!
77
ლევან ცქიტიშვილს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მხარს უჭერს.
გელა
ვინ არიან ეს ლეჟავა და გრიგოლია, საზოგადოებას კი არა, ფეხბურთელებსაც არ გაუგიათ, რას "ჩორტაობენ", როგორც ჩანს თაღლითები არიან. ლევან ცქიტიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მარტო ის რად ღირს, 55 თამაში ჩაატარა ნაკრებში, კაპიტანიც იყო. საერთოდ, ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანია. ასეთ ხალხს უნდა დაფასება და არა ვიღაც მედროვეებს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა