ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპი ნორვეგიელი ტორ ჰოშოვდის გამარჯვებით დასრულდა, შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ კი ისევ დაიბრუნა ლიდერის ყვითელი მაისურა...

ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპი ნორვეგიელი ტორ ჰოშოვდის გამარჯვებით დასრულდა, შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ კი ისევ დაიბრუნა ლიდერის ყვითელი მაისურა.

არც ამ რბოლამ ჩაიარა წაქცევებისა და ტრავმების გარეშე. რაც მთავარია, ფრანგულ ველომარათონს ორი მრბოლელი გამოეთიშა, რომლებსაც შეეძლოთ გენერალურ კლაფისიკაციაში მაღალ ადგილებზე პრეტენზიის გამოცხადება. "გარმინის" ამერიკელმა წევრმა კრისტიან ვანდეველდემ ადრე ვერ შეძლო ჯიროს დასრულება, ახლა კი ტურიდანაც გავარდა. თავისი ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა "რაბობანკმა", ეს გახლავთ რობერტ ჰესინკი, რომლის გარეშეც რუსი დენის მენშოვი მთებში, ალბათ, ბევრს ვერაფერს გახდება.

მეოთხე ეტაპი ექვსი მრბოლელის გაქცევით დაიწყო. ინიციატორად ფრანგი პიერ როლანი მოგვევლინა, რომელიც წინა დღეს თანამემამულე სილვენ შავანელის მაგალითით იყო აღფრთოვანებული. თუმცა გაქცეულებმა შორს წასვლა ვერ შეძლეს - როგორც კი ძირითად ჯგუფთან უპირატესობამ ოთხი წუთი შეადგინა, პელოტონი გააქტიურდა. წინ "ქუიქსტეპის" მრბოლელები იყვნენ, რომლებიც შავანელის ყვითელ მაისურას იცავდნენ.

ტურის მონაწილეებს მეოთხე ეტაპზე "პარიზი-რუბეს" კლასიკური ერთდღიანი რბოლის მსგავსად ქვაფენილიანი მონაკვეთის გავლა უწავდათ. თუმცა სანამ ამ ადგილს მიაღწევდნენ, ტრასაზე პირველი მასიური წაქცევა მოხდა, რომლის გამოც დაახლოებით 30 მრბოლელი დაზარალდა, მათ შორის ცნობილი დამიანო კუნეგო.

ლიდერთა ჯგუფმა კარგა ხანი ერთად იარა, მაგრამ თანდათან დაიშალა და წინ მარტო სვლა კანადელმა რაიდერ ჰეშედალმა განაგრძო. პელოტონში კი კანჩელარა აქტიურობდა - თავისი მოქმედებებით ის ძირითად ჯგუფს შლიდა და თან წინ მიათრევდა თავისი გუნდის კაპიტან ანდი შლეკს. "საქსობანკის" ტაქტიკამ ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ ერთი სამწუხარო ამბავი მაინც ვერ აიცილა თავიდან - ანდი შლეკი დაეცა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. შესაძლოა, მან შეძლოს რბოლის გაგრძელება, მაგრამ მაღალ მიზნებზე პრეტენზია აღარ ექნება.

კანჩელარამ ბოლომდე არ გაზარდა ტემპი და ამით თავის ლიდერზე იზრუნა, თუმცა ის მაინც მოახერხა, რომ ჰეშედალის მდევართა რიცხვი ხუთამდე შეამცირა. ამ ჯგუფში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ჰუშოვდი და "ბიემსის" ლიდერი კეიდელ ევანსი მიიჩნეოდნენ. უკან არანაკლებ დრამატული ბრძოლა იყო გუნდების ლიდერებსა და მათ საუკეთესო გრეგარებს შორის.

თავიდან ლენს არმსტრონგმა შეძლო ძირითადი ჯგუფის გახლეჩა და უკან ჩამოიტოვა კონტადორი და სხვა ფავორიტები. ამის შემდეგ ტურის მოქმედმა ჩემპიონმა ტემპს მოუმატა და ლენსის დაწევას შეეცადა. როცა ესპანელი ამერიკელს წამოეწია, სწორედ ამ დროს ტურის შვიდგზის ჩემპიონს საბურავი გაუსკდა. ლენსისთვის საუბედუროდ, ახლოს ტექნიკური ჯგუფი არ აღმოჩნდა და ამერიკელმა ამის გამო წუთი დაკარგა. არმსტრონგმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო გრეგარის - იაროსლავ პოპოვიჩის დახმარებით სცადა მთავარ კონკურენტთან მიახლოება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. კონტადორმა არ დაუცადა არმსტრონგს და ალექსანდრ ვინოკუროვის დახმარებით კანჩელარას ჯგუფს გამოედევნა.

"ასტანას" ლიდერებმა შეძლეს ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ბოლო სიტყვა რბოლაში მაინც "საქსობანკმა" თქვა.

მათ მეტოქეებს თითქმის წუთი მოუგეს, რისი წყალობითაც კანჩელარამ დაიბრუნა ლიდერის ყვითელი მაისურა, ანდი შლეკმა კი - რბოლის ფავორიტის სტატუსი. კონტადორს კი საბურავი გაუსკდა და ამის გამო რამდენიმე წამი დაკარგა. რაც შეეხება ეტაპის გამარჯვებულს, ჰუშოვდს ფინიშზე კონკურენტი არ ჰყოლია.

III ეტაპი

1. ტორ ჰუშოვდი (ნორ) - 4.49,38; 2. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ) - იგივე დრო; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა) - იგივე დრო; 4. რაიდერ ჰეშედალი (კან) - იგივე დრო; 5. ანდი შლეკი (შვეიც) - იგივე დრო; 6. ფაბიან კანჩელარა (შვეიც) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიც) - 14.54,00; 2. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ) - +0,23; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა) - +0,39; 4. რაიდერ ჰეშედალი (კან) - +0,46; 5. სილვენ შავანელი (საფ) - +1,01; 6. ანდი შლეკი (შვეიც) - +1,09; 7. ტორ ჰუშოვდი (ნორ) - +1,19; 8. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ) - +1,31; 9. ალბერტო კონტადორი (ესპ) - +1,40... 18. ლენს არმსტრონგი (აშშ) - +2,30... 48. კარლოს სასტრე (ესპ) - +3:19... 49. ივან ბასო (იტა) - +3:20...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა