"ვერდერს" ძვირფასი ფეხბურთელების თავი აღარ აქვს

ბრემენის "ვერდერის" მენეჯერის, კლაუს ალოფსის განცხადებით, დღეისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობა მის კლუბს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს. როგორც ალოფსმა თქვა, მომავალ ზაფხულს "ვერდერი" აუცილებლად გაყიდის ასეთ მოთამაშეებს იმ შემთხვევაში, თუ ხელსაყრელ შეთავაზებებს მიიღებს.

ამგვარად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის დიდხელფასიანი ფეხბურთელები, რომელთაც "ვერდერიდან" წასვლა შეგვიძლია ვუწინასწარმეტყველოთ: ტიმ ვიზე, ტორსტენ ფრინგსი, სებასტიან ბოენიში, უგო ალმეიდა და პერ მერტეზაკერი. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იქნება თავად მათი სურვილიც. სხვებზე ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით და რაც შეეხება მერტეზაკერს, მას არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბის შეცვლის სურვილი აქვს და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ოცნებობს.

წასვლის სურვილი გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველს ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ "ვერდერის" შეფობის თხოვნა გაითვალისწინა და "ვეზერშტადიონზე" დარჩა. მერტეზაკერი "ვერდერში" 2006 წელს "ჰანოვერიდან" გადავიდა. ბუნდესნაკრებში მის ანგარიშზე 73 მატჩი და ერთი გოლია. მერტეზაკერის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს