კრისტიან ბენიტესის სიკვდილის მიზეზი დგინდება
29 ივლისს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა კრისტიან ბენიტესი. ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ გუნდში 24 გოლი გაიტანა (58 თამაშში), ცოტა ხნის წინ ყატარის "ალ ჯაიშში" 11,5 მილიონი ევროდ გადავიდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ახალ კლუბში ერთი მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრო.

ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ყატარულმა კლუბმა გაავრცელა, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა, სიკვდილის მიზეზი უცნობი იყო. ზოგი წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია, ზოგიერთი წყარო კი ავტოსაგზაო შემთხვევაზე საუბრობს.

კრისტიან როხელიო ბენიტეს ბეტანკური, იგივე "ჩუჩო", 1986 წლის 1 მაისს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში დაიბადა. ფეხბურთის თამაში "ელ ნასიონალის" აკადემიაში დაიწყო, სადაც პროფესიული კარიერის პირველი წლები (2004-07) გაატარა. ამის შემდეგ, "ჩუჩო" "სანტოს ლაგუნაში" გადავიდა, სადაც 2011-წლამდე ირიცხებოდა, ერთი სეზონი კი "ბირმინგემში" იყო განათხოვრებული. 2011-13 წლებში ბენიტესი მექსიკური "ამერიკას" ღირსებას იცავდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი ის "ალ ჯაიშში" გადავიდა, არადა მისი შეძენა ლონდონის "ტოტენჰესაც" სურდა.

ბენიტესმა ეკვადორის ნაკრების შემადგენლობაში ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006, 2010) ითამაშა. 24 გოლით ის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე იყო და რომ არა ტრაგედია, რამდენიმე წელიდაწადში საუკეთესო ბომბარდირიც გახდებოდა, რადგან მის წინ მყოფ ორივე ფეხბურთელს (ედუარდო ურტადო - 26 გოლი და აგუსტინ დელგადო - 31 გოლი), საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული აქვს.

ბენიტესი მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა, რაც ამ ტურნირის ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს გაუკეთებია: 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში ბრაზილიელი კაბინიო მექსიკის ჩემპიონატის ბომბარდირი 8-ჯერ გახდა, 4-ჯერ კი საუკეთესო სნაიპერის ტიტული ადალბერტო ლოპესმა, ხოსე სატურნინო კარდოსომ და სებასტიან აბრეუმ მოიპოვეს. სულ, ბენიტესმა მექსიკის ჩემპიონატში 171 თამაში ჩაატარა და 103 გოლი გაიტანა.

"ჩუჩო" ბენიტესის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, სოციალური ქსელების მეშვეობით, გამოხატეს თავიანთი გულისტკივილი:

ანტონიო ვალენსია: "შენ ყოველთვის ჩემი ძმა იქნები. ჩვენ შენ გვიყვარხარ," - დაწერა "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბმა "ტვიტერზე".

"ვერ ვიჯერებ, რომ "ჩუჩო" ბენიტესი გარდაიცვალა. მე მქონდა სიამოვნება მასთან ერთად მეთამაშა და შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ბიჭი იყო. ვიზიარებ მისი ახლობლების და ოჯახის წევრების მწუხარებას," - ეს უკვე "სანდერლენდის" ნახევარმცველის, კრეიგ გარდნერის სიტყვებია, რომელიც ბენიტესთან ერთად "ბირმინგემში" თამაშობდა.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა "ბირმინგემმაც", სადაც წერია, რომ კლუბი ყოფილ ფეხბურთელს პატივს ჩემპიონშიპის პირველ შეხვედრაში მიაგებს, როდესაც "ბირმინგემი" "უოტფორდს" შეხვდება.

დოსიე

კრისტიან ბენიტესი

დაიბადა: 1986 წლის 1 მაისი, კიტო

გარდაიცვალა: 2013 წლის 29 ივლისი, დოჰა

საკლუბო კარიერა:

წელი კლუბი თამაში გოლი

2004-07 ელ ნასიონალი 84 29

2007-11 სანტოს ლაგუნა 95 51

2009-10 ბირმინგემი (იჯარა) 30 3

2011-13 ამერიკა 79 52

2013- ელ ჯაიში 0 0

ეკვადორის ნაკრებში (2005-13): 58 თამაში, 24 გოლი

ტიტულები:

ეკვადორის ჩემპიონი (2): "ელ ნასიონალი" (2005 კლაუსურა, 2006)

მექსიკის ჩემპიონი (2): "სანტოს ლაგუნა" (2008 კლაუსურა), "ამერიკა" (2013 კლაუსურა)

ეკვადორის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2006

მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2008 კლაუსურა, 2012 აპერტურა

მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (4): 2010 აპერტურა, 2012 კლაუსურა, 2012 აპერტურა, 2013 კლაუსურა

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ოჩოას ეფექტური "სეივი" და 93-ე "მაკრატელათი" გატანილი ულამაზესი გოლი [VIDEO]
ჯუდ ბელინგემი "რეალში" 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ბრძოლა სარეკორდო ტიტულისთვის
ანტონიო ვალენსია პოსტის მოწონების გამო შარში გაეხვა
პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" მძიმე მატჩი მოიგო [VIDEO]
სანტი კასორლას ტრავმა და მესუთ იოზილის დებიუტი [VIDEO]
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: რონალდოს 500, "რეალის" 21? [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
დევიდ მოიესი: ადნან იანუზაი ნამდვილი ტალანტია, უეინ რუნის კატეგორიის
პრემიერლიგაზე სექტემბრის ლაურეატები დაასახელეს
ბრიტანელი მოდელი: ვალენსიამ მომატყუა და გამანადგურა