ლიტვაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა პირველობაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო ბატალიები დასრულდა
ლიტვაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა პირველობაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო ბატალიები დასრულდა - სამწუხაროდ, გია ცეცაძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 1 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა და სამშობლოში დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს უთუოდ წარმატებაა, რადგან საქართველოს ნაკრები 19-წლამდელთა ასპარეზზე ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.

პირველი ფინალისტი სწორედ "ჩვენი ჯგუფის" წარმომადგენელი გახდა - სერბეთის ნაკრებმა პორტუგალიისას დრამატიზმით აღსავსე პენალტების სერიაში აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ სერიაში სერბთა გოლკიპერმა პრედრაგ რაიკოვიჩმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ხოლო გამარჯვების დარტყმის ავტორი ალექსანდარ მიტროვიჩია. ამ ასაკობრივ ჯგუფში სერბეთი ისტორიაში პირველად გავიდა ფინალში.

ალიტუსში ანგარიში უროშ ჯურჯევიჩმა ბრწყინვალე თავურით გახსნა. პორტუგალიელთა უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა, რასაც ბერნარდო სილვას და ალეშანდრე გუედეშის გოლები მოყვა.

ის იყო პორტუგალიამ თავი ფინალში დაიბევა, რომ მიატ გაჩინოვიჩმა გაათანაბრა - 2:2. მატჩის დასრულებამდე 5 წუთიღა რჩებოდა... დამატებით ტაიმებში ისეთი არაფერი მომხდარა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა...

მეორე ფინალისტიც "ჩვენი ჯგუფიდანაა", არც ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა 90 წუთში. გამარჯვების გოლი ესპანელთა კარში გვინეური წარმოშობის ანტუან კონტემ 105-ე წუთზე გაიტანა.

სერბეთი-პორტუგალია 2:2 (3:2 პენ. სერია)

გოლები: 1:0 ჯურჯევიჩი (6), 1:1 ბერნარდო სილვა (55), 1:2 გუედეში (79), 2:2 გაჩინოვიჩი (85)

ესპანეთი-საფრანგეთი 1:2 (1:1 ძირითადი დრო)

გოლები: 1:0 ხოსე როდრიგესი (27-პენ), 1:1 ბენზია (29), 1:2 კონტე (105)

1 აგვისტო

სერბეთი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
დანარჩენი ევროპა: საოცნებო დებიუტი, სიტყვის ფასი და კაპიტნის სიტყვა
ჯაბა კანკავას თანაგუნდელმა ბიტით სცემა 19 წლის ბიჭს, რომელიც მის ცოლს გამოესარჩლა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. U-19. გამოხმაურება და სტატისტიკა: ორი დებიუტანტის ამბავი
მესიმ მეტოქის ბავშვი ხელში აიყვანა და მოედანზე სურათი გადაიღო
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ჩაძირულები - "ნიუკასლი" საშველის ძიებაში
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ვლაჰოვიჩმა თანანაკრებლის მეუღლესთან რომანი უარყო
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა