ქართველი ბერძენ-რომაელები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას ახლა ბორჯომში გადიან, რომელსაც 1 აგვისტოს დაასრულებს, 2-ში კი პოლონეთში გაფრინდებიან
აგვისტოს პირველივე კვირა ფრიად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ფალავნებისთვის - 3-4 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხურ ვანაძორში სარგის სარგსიანის მემორიალში გამოვლენ, ბერძენ-რომაელები კი ვარშავაში ვლადისლავ პეტლიასინსკის ხსოვნის ტურნირში იასპარეზებენ.

ორივე გუნდისთვის ეს ბოლო სასტარტო შეჯიბრებაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

"თავისუფალთა" ნაკრებზე უკვე ვწერდით და ამჯერად მხოლოდ ბერძენ-რომაელებზე შევჩერდებით.

ეს გუნდი სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას ახლა ბორჯომში გადის, რომელსაც 1 აგვისტოს დაასრულებს, 2-ში კი პოლონეთში გაფრინდება.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ ტატიშვილს იქ მხოლოდ თვის დასაწყისში გამართული ქვეყნის თასის გამარჯვებულები მიჰყავს, რადგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის, ცოტა არ იყოს და, საეჭვო ბრძანების თანახმად, მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ იმ ტურნირის გამარჯვებულები წავლენ.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჩვენები მსოფლიოს პირველობამდე სხვა შეჯიბრებაში არ გამოვლენ ანუ მწვრთნელმა ის ხალხი პოლონეთში აუცილებლად უნდა გამოსცადოს.

მით უფრო, რომ მათ ტურნირები ფორმის პიკში შესვლის გარდა, ახალ წესებთან შესაგუებლად, ადაპტაციისთვისაც სჭირდებათ.

ამდენად, ტატიშვილს იქ ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120) მიჰყავს.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ᓚᓣᓙᓐ ᓙᓣᓠᓢᓐᓜᓘᓫᓔᓛ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ ᓓᓐᓐᓡᓐᓮᓔᓚᓐ, ᓓᓐᓘᓡᓐᓓᓒᓣᓠᓔᓑᓡ ᓡᓘᓛᓨᓕᓘᓓᓔ?
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ფინალშია - ქაჯაიას ვერცხლი და ქავჟარაძის ბრინჯაო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს
"მინდა, სოროებში მოგიკითხოთ "კვარას" კრიტიკოსები - ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც..." - ოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: 14 აპრილს ლაშა გობაძე ოქროსთვის და საჩინო დავითაია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
რუსმა მოჭიდავემ ქართველი სპორტსმენი თაღლითობაში დაადანაშაულა
"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, დავითაია მედლის გარეშე დარჩა
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]