ქართველი ნახევარმცველის გადაბირება "ქაისერს, "ვიტესსა" და ახლა უკვე "ვოლგასაც" სურს

საზაფხულო პაუზისას ნალჩიკის "სპარტაკის" ქართულ ტრიოს ერთი, მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი გამოაკლდა და ამ გუნდში ამჟამად ორი ჩვენებურია - ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და თავდამსხმელი დავით სირაძე.. ახლანდელი ვითარების მიხედვით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნალჩიკელთა გუნდს კიდევ ერთი ქართველი, გოგიტა გოგუა დააკლდება. საქმე ის არის, რომ რუსულ პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად, კლუბთან ჩვენებურის საკონტრაქტო ვადაც იწურება. გოგუას კი მთხოვნელები არ აკლია. მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად მოასპარეზე გოგუა თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მის მსურველ კლუბს სხვა გუნდისთვის სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.

ჩვენი ინფორმაციით, გოგიტა გოგუას გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული თურქული "ქაისერისფორი", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. ნალჩიკიდან ამისულაშვილი სწორედ ამ გუნდში გადავიდა და დიდი შანსია, გოგუაც მის გზას გაჰყვეს. გოგიტას გადაბირება ასევე სურს ჰოლანდიურ "ვიტესს", რომლუს მეპატრონე მერან ჟორდანიაა. "ვიტესის" ინტერესი თავად გოგუამაც არ დამალა პრესასთან საუბარში.

გოგუათი დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბის ვინაობა გავიგეთ - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", რომელიც უკვე გადავიდა პრემიერლიგაში. "ვოლგას" გოგუას დამატება, რომ უნდა, ეს ამბავი ნიჟნინოვგოროდელთა კლუბის ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ დაგვიდასტურა.

"დიახ, მართალია, ჩვენს გუნდს, "ვოლგას" მართლაც უნდა გოგიტა გოგუას დამატება. პრემიერლიგაში სეზონი დასრულდება და გოგიტასთან მოლაპარაკებ დაიწყყება. გოგუას გადაბირება სხვა კლუბებსაც სურთ და ყველაფერი გოგიტაზე იქნება დამოკიდებული", - გვითხრა ხოჯავამ.

რუსულ პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. გოგიტა გოგუასა და დავით სირაძის ნალჩიკური "სპარტაკი" 43 ქულით მე-5 ადგილზეა. თუ ჩვენებურთა გუნდმა ეს პოზიცია შეინარჩუნა, მაშინ გაისად ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. რუსულ პრემიერლიგაში ჩემპიონატი 28 ნოემბერს მთავრდება და გოგუას ტრანსფერსაც ამის შემდეგ უნდა ველოდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე