ფიდემ 31 ივლისს თავის საიტზე საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ფიდემ 31 ივლისს თავის საიტზე გამოაქვეყნა საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები.

ქალებს უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი მეწინავეობს და, თამაშს თუ თავს არ დაანებებს, ალბათ, კარგა ხანს იქნება მანდილოსანთა ასეულის სათავეში.

სასიამოვნოა, რომ 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ საუკეთესო ათეულში მე-5 ადგილი შეინარჩუნა, თანაც წინა თვის მონაგრით კოეფიციენტი 11 პუნქტით გაიმდიდრა. რჩეულთა ათეული კი ასეთია: იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2996), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2609), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2594), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2569), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2562), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2535), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2528).

სამი პუნქტით გაიუარესა კოეფიციენტი ბელა ხოტენაშვილმა და ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა - მე-14 ადგილზეა (2509).

საუკეთესო ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, ასევე, არიან: 32. ნინო ხურციძე (2461), 33. ლელა ჯავახიშვილი (2461), 50. სალომე მელია (2428), 51. სოფიკო გურამიშვილი (2425), 58. ნინო ბაციაშვილი (2412), 84. ნაზი პაიკიძე (2377), 92. სოფიკო ხუხაშვილი (2374). რაც შეეხებათ წინა თვის საუკეთესო ასეულის ბინადართ - ინგა ჭარხალაშვილს, მაია ლომინეიშვილსა და მაკა ფურცელაძეს, ამჯერად ასეულში მოსახვედრად კოეფიციენტი არ ეყოთ.

ვაჟთა ასეულის სათავეში მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862). ათეულში შემდეგ მოდიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2813), ფაბიო კარუანა (იტალია, 2796), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2785), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2784), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2775), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2772), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2769).

ქართველთაგან ვაჟთა ასეულში მხოლოდ ბაადურ ჯობავაა (2696) და ისიც 53-ე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

20-წლამდელ ვაჟთა ასეულშიც ერთი ქართველია - ზურაბ ჯავახაძე (2457), რომელიც 82-ეა. ამ ასაკის გოგონებში სამი წარმომადგენელი გვყავს - 8. ნაზი პაიკიძე (2377), 10. მერი არაბიძე (2332) და 37. მარიამ დანელია (2235), რომელიც კარგა ხანია, აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდა და აგვისტოში ოკეანის გაღმა (აშშ) გაემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად.

ეს უფლება მან 16-წლიანებში ევროპის ჩემპიონობით მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ფიდემ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ᓤᓘᓓᓔᓛ ᓛᓝᓭᕐᓓᓠᓐᓙᓔᓗᓐ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᕘ ᓒᓐᓛᓝᓐᓥᓕᓔᓧᓜᓐ
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ბაადურ ჯობავა 2700-იანთა კლუბს დაუბრუნდა
ფიდემ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ფიდეს განახლებულ რეიტინგში 10 ქართველია
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ფიდეს რეიტინგში სულ 12 ქართველი მოხვდა