31 ივლისს სერბეთის დედაქალაქში ერთდღიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონატი განახლდა
ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ბელგრადში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-8 ტურში მაია ლომინეიშვილმა და უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა სადებიუტო რვა სვლაში პოზიცია სამჯერ გაიმეორეს და დაზავდნენ (წესებით 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება იკრძალება, თუ პოზიცია სამჯერ არ გამეორდა).

სერბეთის დედაქალაქში ერთდღიანი შესვენების შემდეგ 31 ივლისს განახლდა ჩემპიონატი.

მე-8 ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ლიდერების - ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას (რუსეთი) და ჰოანგ თან თრანგის (უნგრეთი) პაექრობა.

მე-10 სვლიდან ნელ-ნელა უპირატესობას მადიარების სახელით მოასპარეზე ვიეტნამელი დაეუფლა და 62-ე სვლაზე თეთრებს საათი გააჩერებინა.

ამ წარმატებით ჰოანგმა 7 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ შვიდი ტურის შემდეგ 5.5-5.5 ქულით შვიდი მოჭადრაკე მესამე-მეცხრე ადგილებს ინაწილებდა.

მათ შორის ოთხი ქართველი იყო. ამიტომაც მეწინავეთა ჯგუფში ორი ქართული დუელიც ვიხილეთ: სალომე მელიას და ნანა ძაგნიძის პარტიაში 38-ე სვლამდე თანაბარი პოზიცია იყო. სწორედ აქ დაუშვა ძაგნიძემ შეცდომა და ერთი სვლის შემდეგ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

მელია, ისევე, როგორც შავი ფიგურებით ნინო ხურციძის მძლეველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), 6,5 ქულით ლიდერს კვალში ჩაუდგა.

კიდევ ერთ ქართულ პაექრობაში ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე 42-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

დანარჩენ ჩვენებურთა პარტიები ასე დასრულდა: ოლგა გირია (რუსეთი) - მაკა ფურცელაძე 1:0, სოფიკო გურამიშვილი - ბეთულ ილდიზი (თურქეთი) 1:0, მირანდა მიქაძე - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, ლელა ჯავახიშვილი - ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0, კარმენ ვოიცუ-იაგოდინსკი (რუმინეთი) - ნინო ბაციაშვილი 1:0, სოფიო გვეტაძე - ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი) 1:0, ირინა ზაკურდიაევა (რუსეთი) - მადონა ბოკუჩავა 1:0, ანა გავაშელი - ანასტასია პანიჩი (სერბეთი) 1:0, იანა ეგოროვა (რუსეთი) - სოფიო ნიკოლაძე 0:1.

რვა ტურის შემდეგ, როგორც ზემოთ ვთქვით, 7 ქულით ჰოანგი პირველობს. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ მელიას და კოსტენიუკს.

არაბიძე, ნატალია პოგონინა (რუსეთი), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჩემპიონატის რეიტინგფავორიტი ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი) და მონიკა სოჩკო (პოლონეთი) 6-6 ქულით მეოთხე-მეათე ადგილებს იყოფენ.

12-მა მოჭადრაკემ 5.5-5.5 ქულას მოუყარა თავი, მათ შორის ხუთი ქართველია: ხურციძე, ლომინეიშვილი, ხოტენაშვილი, ძაგნიძე და გურამიშვილი.

დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: ჯავახიშვილი, გვეტაძე-5-5, ფურცელაძე-4.5, ბაციაშვილი, მიქაძე, გავაშელი, ნიკოლაძე-4-4, ბოკუჩავა-3 ქულა.

მეწინავენი 1 აგვისტოს მე-9 ტურში ასე დაწყვილდნენ: ჰოანგი-მელია, კოსტენიუკი-მუზიჩუკი, სოჩკო-გუნინა, ჩმილიტე-კოვალევსკაია, პოგონინა-არაბიძე... ძაგნიძე თეთრი ფიგურებით 14 წლის ალექსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი) დაუპირისპირდება. პია კრამლინგი (შვედეთი)-გურამიშვილი, ინა გაპონენკო (უკრაინა)-ხოტენაშვილი, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-ხურციძე, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ლომინეიშვილი, გვეტაძე-ჯავახიშვილი, ფურცელაძე-ელიზავეტა ბრონიკოვა (რუსეთი), ბაციაშვილი-ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი), ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი)-მიქაძე, ნიკოლაძე-ბორკა ფრანცისკოვიჩი (ხორვატია), ანა სტიაჟკინა (რუსეთი)-გავაშელი, ბოკუჩავა-სარა იაკიმოვიჩი (ბოსნია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე