"მე და მარცვალაძე "ვოლგაში" იოლად ვუგებთ ერთმანეთს და იმედი მაქვს, ნაკრებსაც სარგებლობას მოვუტანთ"
ხოჯავა თავს შეუძლოდ გრძნობსო, პრესკონფერენციაზე აღნიშნა თემურ ქეცბაიამ. ბუნებრივია, მისი მდგომარეობით დავინტერესდით და სასტუმრო "გარდენ პალასში" რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

მოგეხსენებათ, გოჩა რუსეთის მოქალაქის დამდასტურებელი პასპორტი ჰქონდა და ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ.

- გოჩა, საქართველოს ნაკრებში პირველად გამოგიძახეს. შესაბამისად, მშობლიური ქვეყნის მოქალაქის პასპორტის დაბრუნება აუცილებელი ფორმალობაა. ეს საკითხი უკვე მოგვარდა?

- ეს, ასე ვთქვათ კურიოზული შემთხვევაა. თავიდანვე გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის... ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა ამეღო. ამას ალბათ ერთი დღე არ ეყოფოდა, მაგრამ ეს უკვე საჭირო აღარ არის. საქმე ისაა, რომ თავის დროზე ქართული პასპორტი არ ჩამიბარებია, სახლში მქონდა. ვეძებე და ვიპოვე. მეგონა გაუქმებული იქნებოდა და შევამოწმებინე. საბედნიეროდ, ისევ მოქმედებს. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, წვალება აღარ მომიწევს.

- ეროვნულში თქვენი გამოძახება ნიჟნი ნოვგოროდში ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას სტუმრობას მოჰყვა...

- დიახ, ეროვნულის თავკაცი დერბიში, "ნიჟნი ნოვგოროდთან" ჩვენი გუნდის თამაშს დაესწრო. მისი ჩამოსვლის ამბავი მატჩამდე გავიგე და ისეთი სტიმული მივიღე, გაათმეგებული მონდომებით ვითამაშე. მატჩის შემდეგ ქეცბაიასთან ჩემი გუნდის მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან ერთად ვისაუბრე. იქვე ვთქვი, რომ ეროვნულში თამაში ჩემთვის უმთავრესი იყო.

- ნაკრებში პირველად ხართ გამოძახებული, მაგრამ დებიუტი საეჭვო გამხდარა...

- რატომ?

- თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობთ თავს, რა გაწუხებთ?

- სერიოზული არაფერია, უბრალოდ, სეზონისწინა შეკრება არ გამივლია და ჩემპიონატის შემდეგ, ფიზიკურად სუსტად ვგრძნობ თავს.

- ნაკრებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარებით?

- არა, ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, სარეაბილიტაციოდ დრო მჭირდება. რადენი, არ ვიცი. ნაკრების თავკაცს დაველაპარაკები და ყველაფერი გაირკვევა.

- "ვოლგაში" უმეტესად რა პოზციაზე გიწევთ თამაში?

- გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობს. ორიდან ერთი თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძეა და მის უკან ვარ გამწესებული.

- შესაბამისად, მარცვალაძესთან კარგად უნდა იყოთ შეთამაშებული და ტანდემი ეროვნულ ნაკრებსაც უნდა წაადგეს...

- მე და ოთარი მართლაც ილად ვუგებთ ერთმანეთს. იმედი მაქვს ნაკრებსაც სარგებლობას მოვუტანთ.

- სეზონი დასრულდა, თქვენი "ვოლგა" პრემიერლიგაში გადავიდა. რჩებით გუნდში თუ მისამართს შეიცვლით?

- "ვოლგასთან" ორი წლით ვარ დაკავშირებული. ასე რომ, გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ. პრემიერლიგაში ვართ და უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გველის ასპარეზობა. კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი პრემიერლიგაში ხელწამოსაკრავი არ იქნება.

გოჩა ხოჯავასთან საუბარს ამით მოვრჩით. ამ წერილის მომზადების შემდეგ კი ისევ შევეხმიანე.

"თემურ ქეცბაიას უკვე ვესაუბრე. ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. უკვე შევუერთდი ეროვნულ ნაკრებს და სლოვენიასთან მატჩისთვის გუნდთან ერთად მოვემზადები", - გვითხრა გოჩამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა