ამ უქმეებზე ბერლინი ევროპის თასს უმასპინძლებს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვა
ამ უქმეებზე ბერლინი ევროპის თასს უმასპინძლებს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ იქ გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანა - ზოგიერთ წონაში, სადაც ჯერ კიდევ მწვავე კონკურენციაა, 3-3 პრეტენდენტსაც კი მისცა შანსი, რომლებსაც რამდენიმე სპორტსმენი საკუთარი ხარჯით დაემატა.

ბერლინში ფედერაციის დაფინანსებით ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი (სამივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხივიმიანი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი, გელა კელიხაშვილი (სამივე - 66), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, აპოლონ ზურაბიანი (73), უშანგი მარგიანი, ბექა დონღვანი (ორივე - 81), ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი, ილია მანველიშვილი (სამივე - 90), გურამ თუშიშვილი, კობა ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი (+100) იჭიდავებენ, საკუთარი ხარჯით კი მიხეილ მეზურნიშვილი (73), თეიმურაზ ხაჩიძე (81) და გუგა კიბორძალიძე (+100) მიდიან.

გერმანიის ტურნირი ბოლო შესარჩევი შეჯიბრებაა 20-22 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართი ევროპის პირველობისთვის - გუგავა მისი შედეგებით შეარჩევს იქ წასაყვან 9-კაციან შემადგენლობას.

ბუნებრივია, იქნებ ყველაფერი ბოლომდე ვერც ბერლინში გაირკვეს, მაგრამ მათ მოსაგვარებლად მწვრთნელს საშეკრებო ეტაპი რჩება.

3 აგვისტოს 55, 60, 66 და 73 კატეგორიების წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - 4 აგვისტოს.

ტურნირის დასრულების შემდეგ ბერლინში 5-დღიანი ერთობლივი საწვრთნელი კემპიც გაიმართება, მაგრამ ჩვენები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა