კარლო ანჩელოტი კმაყოფილია
გაუგონარი უხეშობა

ამერიკაში გამართულ "გინესის ჩემპიონების თასზე" "ჩელსიმ" იოლად დაამარცხა "ინტერი" და მომდევნო ეტაპზე უკვე "მილანს" დაუპირისპირდება. "ნერაძური" დრო და დრო კი აქტიურობდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი საერთო ჯამში ბრწყინვალედ მოთამაშე ლონდონელების გასანეიტრალებლად.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა პორტუგალიელის ყოფილ გუნდთან კომფორტულ უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწიეს და მეორე ნახევარში მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე, მით უმეტეს, რომ შეხვედრის არბიტრმა 58-ე წუთზე უგო კამპანიაროს წითელი ბარათი აუფრიალა ჯონ ტერის წინააღმდეგ განზრახ უხეში თამაშისთვის. ვერ დავიჩემებთ, რომ არგენტინელ ცენტრალურ მცველს ფოლკლენდის კუნძულებისთვის 31 წლის წინ ინგლისთან წაგებული ომის ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ტერის ზუსტად ისე გაუსწორდა, მარტო მტრის ჯარისკაცს რომ გაიმეტებ.

მატჩის შემდეგ

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ასეთ შეხვედრებში ქულებს არავინ არიგებს. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ორიოდე კვირაში "ჰალ სიტი" დავამარცხოთ (17.08.2013, პრემიერლიგის I ტური), თუმცა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამხანაგურებშიც კი წაგებას მოგება ჯობია. სიმართლე რომ გითხრათ, გუნდები, რომელთაც აზიური ტურნეს დროს შევხვდით, კლასით ვერ გამოირჩეოდნენ და როგორც იქნა, ანგარიშგასაწევი მეტოქე შეგვხვდა. პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის კარგად წარიმართა. შესაძლოა, მეტოქე რაღაც მომენტებში გვჯობდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა. კამპანიაროს წითელმა ბარათმა თამაშის ხასიათზე გავლენა იქონია. ამ ფაქტმა არც ჩვენ გვარგო, რადგან 10-კაციან მეტოქესთან ძალების მოსინჯვას აზრი ნაკლებად აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკონტროლო თამაშებში გუნდის განვითარების პროცესზე დაკვირვებაა. სასიამოვნო იყო ვან გინკელის ასპარეზობისთვის თვალყურის დევნება. გული დამწყდა, რომ დე ბრუინმა და შიურლემ ვერ ითამაშეს, რადგან სერიოზულ გამოცდილებას მიიღებდნენ. ახლა ინდიანაპოლისიდან ნიუ იორკში მოგვიწევს გადაფრენა, სადაც "მილანთან" გველის თამაში. ამ ქალაქში უზარმაზარი იტალიური დიასპორა ცხოვრობს. ველოდები, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივართა სიმრავლე იქნება".

ვალტერ მაცარი (ინტერი): "კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა ჩემმა გუნდმა. კარგად დავიწყეთ, შეგვეძლო ანგარიშიც გაგვეხსნა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ვცდილობ, რომ ფეხბურთელებს კონკრეტული სტილით თამაში ვასწავლო. მეტოქის დონის გათვალისწინებით, დღეს ეს არ გამოგვივიდა".

ჩელსი-ინტერი 0:2

გოლები: 1:0 ოსკარი (13), 2:0 (29-პენ)

ჩელსი: ჩეხი (46. შვარცერი), ივანოვიჩი (67. ასპილიკუეტა), კეჰილი (60. ლუისი), ტერი, კოული (73. ბერტრანი), რამირესი, ვან გინკელი (67. მიკელი), მოზესი (46. მატა), ოსკარი (46. ესიენი), აზარი (73. ტორესი), ლუკაკუ (60. ბა)

ინტერი: ჰანდანოვიჩი (46. კარისო), კამპანიარო, რანოკია, ნაგამოტო, პერეირა (67. ჟონატანი), კამბიასო (67. კუჟმანონიჩი), გუარინი (76. ოლსენი), ალვარესი (68. ბელფოდილი), პალასიო (76. კაპელო), იკარდი (61. კივუ)

იხილეთ ვიდეო

კმაყოფილი კარლეტო

"რეალმა" ევროპაში ჩატარებული რამდენიმე ამხანაგური მატჩის შემდეგ აშშ-ს მიაშურა, სადაც "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ცალი ფეხით მოიგო და მომდევნო ეტაპზე "იუვენტუსის" მძლეველ "ევერტონს" დაუპირისპირდება. კარლო ანჩელოტიმ "გალაქტიკოსების" წინააღმდეგ ექსპერიმენტებს მიმართა. ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო ეს დაცვის ხაზში. აი, შეტევას კი ნამდვილად არა უშავდა. მასპინძელი გულშემატკივარი განსაკუთრებით აღაფრთოვანა კრიშტიანო რონალდოს მოედანზე ხილვამ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად პორტუგალიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მოედანზე ადგილი ქარიმ ბენზემას დაუთმო. ფრანგს 3 წუთი ეყო ანგარიშის გასაზრდელად, მერე კი ისევ მან აღადგინა ორბურთიანი ფორა.

მატჩის შემდეგ

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიჭების თავდადება. შეტევითი ხაზის ფეხბურთელთა ამ შემადგენლობამ გაამართლა. განსაკუთრებით კაკამ, ვისი პროგრესიც აშკარაა, და რონალდომ. მათმა დუეტმა უამრავი საფიქრალი გაუჩინა მეტოქეს. ვფიქრობ, კრიშტიანომ დაცვას ამიერიდან ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს. ის უბრალოდ მზად უნდა იყოს იმ მომეტისთვის, როცა "რეალი" ბურთს დაეუფლება. მან მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი მოედანზე, ასე რომ, შეუძლია ძველებურად პოზიცია თავად აარჩიოს. ამ მხრივ რამის შეცვლას არ ვგეგმავ. აუცილებლად უნდა შევაქო კიდევ ორი ფეხბურთელი - დი მარია ბენზემაც".

რეალი-გალაქსი 3:1

გოლები: 1:0 დი მარია (15), 2:0 ბენზემა (51), 2:1 ვილიარეალი (63), 3:1 ბენზემა (74)

რეალი: ლოპესი (78. კოლადო), კარვახალი, პეპე (46. ნაჩო), მატეოსი, ჩერიშევი, მოდრიჩი (72. ხედირა), დი მარია, იოზილი, ისკო, კაკა, რონალდო (48. ბენზემა)

გალაქსი: როუ, ფრანკლინი (72. კოხრეინი), დელაგარსა, ლეონარდო (46. როჯერსი), დუნივანტი (72. სორტო), ხიმენესი (46. რ. გარსია), ჟუნინიო (46. ოპარე), სარვასი (46. მასტროენი), ცარდესი (61. სტივენსი), ვილიარეალი (72. რაგი), მაკბინი (61. მეიერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდომ მოედანზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს