ქართველმა მოჭადრაკემ 2 აგვისტოს ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს დაუზავდა და 7,5 ქულას მოუყარა თავი
მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატები 2000 წელს იღებს სათავეს.

მაშინ ამ შეჯიბრებას ბათუმმა უმასპინძლა. ჩემპიონობა უკრაინელ ნატალია ჟუკოვას ერგო. რუს ტატიანა სტეპოვაისთან ერთად მესამე ადგილზე ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე გავიდა. მომდევნო წელს პოლონეთის დედაქალაქში მსგავს შედეგს მიაღწია ქეთევან არახამიამ, რომელიც შოტლანდიაშია გათხოვილი და რამდენიმე წელიწადია, ამ ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავს.

და აი, 12 წლის შემდეგ ქართველ დიდოსტატებს კვლავ მიეცათ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი.

უპირველესი კანდიდატია სალომე მელია, რომელიც 2 აგვისტოს ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) დაუზავდა და 7,5 ქულას მოუყარა თავი.

ამდენივე ქულა აქვთ ჩმილიტეს და მონიკა სოჩკოს (პოლონეთი), რომელიც ნატალია პოგონინას (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე.

8,5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია ჰოანგ თან თრანგი. უნგრეთში მცხოვრებმა ვიეტნამელმა მე-10 ტურში შავი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) სძლია.

შვიდქულიანებს (11 მოჭადრაკე) ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე (რუს ბაირა კოვანოვასთან გაიყო ქულა) მეწინავეობს, ცხადია, უკეთესი კოეფიციენტით.

ამ სიაში კიდევ ორი ქართველია - ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო გურამიშვილი. ბელა ოლგა გირიას (რუსეთი) დაუზავდა, სოფიომ ელენა-ლუმინიტა კოსმას (რუმინეთი) აჯობა. ჩვენებურთაგან მხოლოდ ამ ოთხეულს აქვს მეორე-მესამე ადგილებზე გასვლის შანსი.

აქვე გაუწყებთ დანარჩენ ქართველთა 2 აგვისტოს შეხვედრების შედეგებს: ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) - ნანა ძაგნიძე 1:0, ლელა ჯავახიშვილი - სოფი მილე (საფრანგეთი) 0.5:0.5, ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) - მაკა ფურცელაძე 0.5:0.5, მაია ლომინეიშვილი - ნინო ხურციძე 0.5:0.5, პეტრა პაპი (უნგრეთი) - ნინო ბაციაშვილი 0:1, მიხაელა სანდუ (რუმინეთი) - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5, სოფიო ნიკოლაძე - ლილით გალოიანი (სომხეთი) 0:1, მირანდა მიქაძე - დინა ბელენკაია (რუსეთი) 1:0, ანა გავაშელი - ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) 0:1, მადონა ბოკუჩავა - ბარბარა დიზდარევიჩი (სერბეთი) 1:0.

10 ტურის შემდეგ: მელია-7.5, არაბიძე, ხოტენაშვილი-7-7, ჯავახიშვილი-6.5, ფურცელაძე, ლომინეიშვილი, ხურციძე, ძაგნიძე, ბაციაშვილი-6-6, გვეტაძე-5.5, მიქაძე, ნიკოლაძე-5-5, ბოკუჩავა-4.5, გავაშელი-4 ქულა.

ბოლო ტურში ითამაშებენ: ჰოანგი (8,5)-ჩმილიტე (7,5), სოჩკო (7,5)-მელია (7,5), გირია (7)-ა. მუზიჩუკი (7), ხოტენაშვილი (7)-გურამიშვილი (7), მკრტიჩიანი (7)-გუნინა (7), კოვალევსკაია (7)-კოსტენიუკი (7), კოვანოვა (7)-პოგონინა (7), ტ. კოსინცევა (6.5)-არაბიძე (7). მედლების ბედი სწორედ ამ პაექრობებში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე