"ნაპოლის" ლონდონური ბატალიები
იტალიური გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის სამზადისს და ამხანაგურ მატჩებსაც ხშირად მართავენ. ქვემოთ, სერია A-ს ბინადართა სპარინებს გაგაცნობთ და საინტერესო ფაქტებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას...

ყურადღების ცენტრში რჩება "ფიორენტინა", რომელიც ამჯერად თურქულ "გაზიანტესპორს" ეპაექრა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო, 4:1. ვინჩენცო მონტელამ შეტევაში ჯუზეპე როსის და მარიო გომესის ტანდემი გაამწესა, მაგრამ გოლი არც ერთს არ გაუტანია. სამაგიეროდ, ადემ ლიაიჩმა გამოიჩინა თავი, რომელიც "ფიორენტინასთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და როგორც ამბობენ, "მილანში" ეშურება. გაიტანა მასიმო ამბროზინიმ, რომლისთვისაც ეს პირველი ფლორენციული გოლია. მთლიანობაში, "ვიოლამ" გაილაღა სუსტ მეტოქესთან დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"იუვენტუსი" განაგრძობს ამერიკულ ტურნეს (საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით), სადაც მორიგი მარცხი იწვნია... თუ "ევერტონთან" თერთმეტმეტრიანებში წააგო, "გალაქსისთან" თამაშში დაიჩაგრა, 1:3. იანკებმა უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და გოლები იქით იყოს, მომენტებიც გაცილებით მეტი შექმნეს. ამჯერად, არ უთამაშია კარლოს ტევესს, ფერნანდო ლორენტე კი ისევ ჩრდილში იყო. მოკლედ, "ვეკიას სენიორას" ახალწვეულები ჯერ ვერ გაიხსსნენ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. აქვე, ანტონიო კონტეს მოკლე კომენტარი:

"ამხანაგურ მატჩებში შედეგს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მთავარი კი ხარვეზების დანახვა და შემდეგ, მათი აღმოფხვრაა. დეტალურ ინფორმაციას ვიღებ თითოეულ ფეხბურთელზე და ესეც უმნიშვნელოვანესი საქმეა. ვფიქრობ, გუნდი პროგრესირებს და ამის შედეგს მალე იხილავთ".

ლონდონში, "ემირატის თასზე" "ნაპოლი" ჯერ "არსენალს" ეპაექრა, შემდეგ კი "პორტუს". ლონდონელებთან ნეაპოლელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია, მეორე ნახევარში სრულ უპირატესობას "მეთოფეები" ფლობდნენ, ფრე ალალად დაიმსახურეს, 2:2. შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ლორენცო ინსინიემ, შეცვლაზე შესული გონსალო იგუაინი კი შებოჭილი ჩანდა. "არსენალთან" კარში პეპე რეინა იდგა, რომელმაც ნამატჩევს ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა - ესპანელის თქმით, "ნაპოლი" საკუთარ თავზე მუშაობს და ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს.

რეინას სიტყვები არ დადასტურდა "ნაპოლი"-"პორტუს" პაექრობაში... პორტუგალიელებმა აჯობეს რაფაელ ბენიტესის გუნდს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს, 3:1. ამ შეხვედრაში არ უთამაშია იგუაინს, რეინა კი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე რაფაელის ნაცვლად. ამ ორ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი ყველა ახალწვეულს მიეცა: დრის მერტენსს, რაულ ალბიოლს, ხისე კალეხონს და როგორც რაფამ განაცხადა, ჯერჯერობით მხოლოდ მათი მონდომებით არის კმაყოფილი. ვთქვათ ისიც, რომ ბენიტესმა მიჯრით სამ შეხვედრაში გამოიყენა 4-2-3-1 ტაქტიკა და როგორც ჩანს, ეს მისი საბაზო სქემა იქნება მომდევნო სეზონში.

კარდიფი-კიევო 1:0

გოლი: 1:0 ბო კიუნი (57).

კიევო (4-4-2): სილვესტრი (46. სკუიცი) - სარდო, დაინელი (49. პაპი), ცეზარი, დრამე (61. პამიჩი) - აკოსტი (46. სესტუ), რიგონი, რადოვანოვიჩი (58. კაპელო), ჰეტემაი (46. იმპორტა) - ტერო (70. სტოიანი), პელისიერი (46. პალოსკი).

ბოლონია-კაპრი 1:0

გოლი: 1:0 კონე (42).

ბოლონია (4-3-2-1): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, ნატალი (46. კაზარინი), მორლეო - ტაიდერი, კრჰინი, კონე - დიამანტი (73. რივეროლა), ხრისტოდულოპულოსი - ბიანკი.

ფიორენტინა-გაზიანტესფორი 4:1

გოლები: 1:0 აკვილანი (52), 2:0 ამბროზინი (56), 2:1 (70), 3:1 ლიაიჩი (80), 4:1 ვესინო (85).

ფიორენტინა (3-5-2): ნეტო (46. მუნუა) - სავიჩი (60. რონკალია), კომპერი (46. ჰეგაზი), ტომოვიჩი (60. კასანი) - ხოაკინი (46. კუადრადო), ბორხა ვალერო (46. აკვილანი), პისარო (60. ბაკიჩი), ამბროზინი (60. იაკოვენკო), პასკუალი (46. ალონსო) - როსი (46. ლიაიჩი), გომესი (46. ვესინო).

იუვენტუსი-გალაქსი 1:3

გოლები: 0:1 გონსალესი (36), 1:1 მატრი (38), 1:2 დონოვანი (60), 1:3 კინი (88).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი (46. სტორარი) - კასერესი (46. ბარცალი), ბონუჩი (46. კიელინი), ოგბონა - ისლა (46. ლიხტშტაინერი), პადოინი (46. მარკიზიო), მარონე (46. პირლო), ასამოა, დე ჩელიე (46. ვიდალი) - მატრი (46. ლორენტე), კვალიარელა (46. ჯოვინკო).

სამპდორია-მარსელი 4:3

გოლები: 0:1 ჯინიაკი (7), 1:1 გაბიადინი (21), 2:1 ედერი (24), 3:1 გაბიადინი (26), 3:2 ვალბუენა (52), 3:3 ფანი (55), 4:3 რენანი (85).

სამპდორია (4-4-2): და კოსტა (68. ტოცო) - მუსტაფი (60. ბერარდი), პალომბო (62. სალამონი), კასტელინი (46. ფორნაზერი), დე სილვესტრი (80. გავაცი) - ერამო (62. როდრიგესი), კრსტიჩიჩი (60. გენცოღლუ), ობიანგი (68. რენანი), რეჯინი - გაბიადინი (46. სანსონე), ედერი (55. პოცი).

მარსელი (3-4-2-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდესი (62. დიავარა) - მენდი (87. მორელი), რომაო, იმბულა, მპაიე - ვალბუენა (87. სუჟუ), ა. აიუ - ჟინიაკი (70. დ. აიუ).

არსენალი-ნაპოლი 2:2

გოლები: 0:1 ინსინიე (7), 0:2 პანდევი (29), 1:2 ჟირუ (71), 2:2 კოშენლი (85).

არსენალი (3-4-2-1): ფაბიანსკი - ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი - გიბსი, რამზი, უიილშირი, ჯინაბრი - პოდოლსკი, როსიცკი - ჟირუ.

შეცვლაზე შევიდნენ: სანია, არტეტა, უოლკოტი, ოქსლეი-ჩემბერლენი, აკპორმი, მარტინესი, მიგელი, ზელალემი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, კანავარო, ბრიტოსი, არმერო - ბერამი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - პანდევი.

შეცვლაზე შევიდნენ: რაფაელი, დოსენა, იგუაინი, მაჯო, მერტენსი, ცუნიგა, ჯემაილი, ფერნანდესი, რადოშევიჩი.

ნაპოლი-პორტუ 1:3

გოლები: 1:0 პანდევი (3), 1:1 ნაბი გილასი (50), 1:2 ფერნანდესი (68-საკ. კარში), 1:3 ლუის კარლოსი (78).

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - ცუნიგა, გამბერინი, ფერნანდესი, დოსენა - ჯემაილი, რადოშევიჩი - მერტენსი, პანდევი, კალეხონი - კალაიო.

შეცვლაზე შევიდნენ: რეინა, ბრიტოსი, ალბიოლი, მაჯო, არმერო, ინლერი, ბერამი, ჰამშიკი, ინსინიე, ნოვოტნი.

პორტუ (4-3-3): ელტონი - ფუსილე, მანგალა, ოტამენდი, სანდრო - ჟოზუე, ფერნანდო, ერერა - ვარელა, გილასი, კინტერო.

შეცვლაზე შევიდნენ: ფაბიანო, რიკარდო, დანილო, მაიკონი, კასტრო, იტურბე, ჯექსონ მარტინესი, რეიესი, ლიკა, ედუარდო, როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი თბილისში გავიტანე" - ამბობს გორან პანდევი
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
პეპე რეინამ კარანტინის საწინააღმდეგო აქციას დაუჭირა მხარი
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
პანდევი თბილისში ითამაშებს, ელმასი და ადემი საეჭვოა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
38 წლის პანდევი "ჯენოადან" "პარმაში" გადავიდა
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
პეპე რეინა: მგონი, კორონავირუსი მაქვს
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
პანდევმა თამაშზე თავის დანებება გადაიფიქრა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
17 წლის შემდეგ პეპე რეინა ყოფილ გუნდში ჩაირიცხა
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
საქართველოსთან მატჩამდე 1 დღით ადრე ჩრდილოეთ მაკედონიის ლეგენდა გორან პანდევმა კარიერის დასრულება გვაუწყა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
სწავლა სიკვდილამდე - რეინა დონარუმასთან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს
დუდეკი: ეშმაკი მეუბნებოდა, ბენიტესისთვის სახეში ჩამერტყა
"ასტონ ვილამ" "მილანის" მეკარე პეპე რეინა ინათხოვრა