ყველაზე მეტს ფერნანდო ალონსოზე ჭორაობენ
როცა მსოფლიოს ჩემპიონატში აგვისტოს არდადეგები იწყება, ფორმულა 1-ის სამყაროდან სიახლეები, ძირითადად, სატრანსფერო ჭორებთან და სპეკულაციებთან არის დაკავშირებული, რომლებსაც, ხანდახან, მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ რეალობასთან.

თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ბევრი რამ თავის ადგილას დგება. მაგალითად, თუ გავაანალიზებთ ჭორებს ფერნანდო ალონსოზე, რომელიც, თითქოს, "რედ ბულში" გამოჩენილი ვაკანსიის პრეტენდენტთა სიაში მოხვდა, თავიდან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანელი მრავალწლიანი კონტრაქტით არის დაკავშირებულიი "ფერარისთან", რომელიც 2015 წლის ბოლოს იწურება. მართალია გერმანელი ჟურნალისტი მიხაელ შმიდტი, როცა Auto Motor und Sport ფურცლებზე დაწერა: "ფერარი" მას არასოდეს გაუშვებს იქამდე, სანამ შესაფერის შემცვლელს არ იპოვნის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტას, ალონსო მაინც ვერ შეძლებს მის გამოყენებას. ის ტიტულისთვის ებრძვის ფეტელს, რაიკონენსა და ჰემილტონს. სხვა რა უნდა?!"

სხვათა შორის, ჟურნალი იხსენებს ხუთი წლის წინანდელ საგულისხმო ეპიზოდს: ფერნანდომ 2009 წლის სეზონში "რედ ბულისგან" მიიღო წინადადება, მაგრამ ესპანელმა ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. საერთო ჯამში, მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს და მაშინ, მარკ უებერის თანაგუნდელი გახდა სებასტიან ფეტელი. უფრო მეტიც, 2009 წლის შუაში, როცა ალონსოს გუნდის - "რენოს" საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა, მან ისევ სცადა "რედ ბულის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება. როგორც ჩანს, არგუმენტები ასეთი იყო: თუ ის სწრაფი მანქანის საჭესთან დაჯდებოდა, დიტრიხ მატეშიცის გუნდს ექნებოდა ჯენსონ ბატონის და "ბრაუნ გრანპრის" გასწრების შანსი ტიტულისთვის ბრძოლაში.

"რედ ბულში" ალონსოს წინადადება ისევ უარყვეს. დანარჩენი უკვე ისტორიაა, მაგრამ იმ მოვლენების მონაწილეებს ყველაფერი კარგად ახსოვთ და აღარ აღმოჩნდებიან მსგავს სიტუაციაში.

გადავიდეთ ამასწინდელ ჭორზე, რომლის მიხედვითაც კიმი რაიკონენით "ფერარი" ინტერესდება. სავარაუდოდ, ფინელი არ არის მზად იტალიურ გუნდში დასაბრუნებლად. კარგად არის ცნობილი, რომ კიმის თავისი პრინციპები აქვს და სავარაუდოდ, არ მოინდომებს იგივე მდინარეში მეორედ შესვლას, რადგან "სკუდერიასთან" განშორება არც ისე მშვიდობიანი იყო. მაშინ, ალონსოს მცირე დროში ხელში ჩასაგდებად, მარანელოში გადაწყვიტეს უბრალოდ უარი ეთქვათ კიმის სამსახურზე და მას უხვი კომპენსაცია გადაუხადეს.

ბრიტანული F1 Racing-ის ახალ ნომერში გამოქვეყნდა რაიკონენის პასუხები მკითხველთა შეკითხვებზე და მათ შორის, ერთი ასეთი იყო: "ყველაზე დიდი სიამოვნებით ვის მოადებდით ყბაში - სერხიო პერესსა თუ ლუკა დი მონტეძემოლოს?" მანამდე რაიკონენი ძალიან გულადხილად ლაპარაკობდა, მაგრამ ამ კითხვაზე ჩაიკეტა და თავის ჩვეულ სტილში მკვახედ გამოაცხადა: "მე ამაზე არ გიპასუხებთ". მსურველებს შეუძლიათ ჩაწვდნენ, რამ გაიფიქრა სინამდვილეში ფინელმა.

ვაგრძელებთ დაუჯერებელი ჭორების თემას: იტალიურმა "გაძეტა დელო სპორტმა", მაგალითად, ივარაუდა, რომ ფელიპე მასას "ფერარიში" შეცვლის... ჯენსონ ბატონი, არადა, ბრიტანელი ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს "მაკლარენისადმი" ლოიალობას და მოუთმენლად ელის"ჰონდასთან" თანამშრომლობას, რომელიც 2015 წელს დაიწყება.

ვინ არიან "ფერარიში" მოხვედრის სავარაუდო კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუ მარანელოში უარს იტყვიან ფელიპე მასასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე? ამ სიაში კვლავაც მოიხსენიებენ ნიკო ჰიულკენბერგსა და პოლ დი რესტას, სავსებით შესაძლებელია, რომ აქვე მოხვდეს ჟუილ ბიანკი - "ფერარის" სარბოლო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელსაც კარგი დებიუტი ჰქონდა "მარუსიას" შემადგენლობაში. მით უმეტეს, რომ მისი მენეჯერია ნიკოლა ტოდტი - ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ჟან ტოდტის ვაჟი. უფროსი ტოდტი "სკუდერიას" ხელმძღვანელობდა იმ დიად წლებში, როცა ზედიზედ იგებდა ტიტულებს მიხაელ შუმახერი.

სხვათა შორის, შუმახერის შესახებ. ჭორების სეზონის შესახებ თავის მოსაზრებებს მიხაელ შმიდტი შეგნებულად ასრულებს პროვოკაციული პასაჟით: "რედ ბულში" ფეტელის თანაგუნდელად მოულოდნელად რომ მიეწვიათ შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი, გამოვიდოდა ნამდვილი "ოცნების გუნდი" - "დრიმ თიმი". "და ამ შემთხვევაში, ბერნი ექლსტოუნი მაშინვე ათი წლით გაახალგაზრდავდება", - წერს გერმანელი ჟურნალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1-ში ჭორაობამ კულმინაციას მიაღწია

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა