ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სალომე მელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია - პირველი მედალი 2001 წლის შემდეგ

სალომე მელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია - პირველი მედალი 2001 წლის შემდეგ

სალომემ სერბეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალი დაიმსახურა და საამისოდ 11 ტურში 539 სვლა გააკეთა
ხუთი მოგება და ექვსი ყაიმი - ასეთი შედეგით დაასრულა ბელგრადში მოჭადრაკე ქალთა მე-14 ევროპის ჩემპიონატი ქართველმა დიდოსტატმა სალომე მელიამ და სამამულო ჭადრაკის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა: განვლილ 13 ჩემპიონატში ჩვენებურებს მხოლოდ ორი ბრინჯაო (მაია ჩიბურდანიძე - 2000, ქეთევან არახამია - 2001) თუ ჰქონდათ მოპოვებული, სალომემ სერბეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალი დაიმსახურა და საამისოდ 11 ტურში 539 სვლა გააკეთა.

ჩემპიონატის ყველაზე ხანგრძლივი მარინა სოჩკოს და მელიას პარტია აღმოჩნდა ბოლო ტურში.

მართალია, ამ დროისთვის ჩემპიონის ვინაობა ცნობილი იყო, მაგრამ პოლონელისა და ქართველის პაექრობას უნდა გადაეწყვიტა ვერცხლისა და ბრინჯაოს ბედი.

მხედრების ენდშპილში სოჩკოს ზედმეტი პაიკი ჰყავდა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ჩვენებური 150 სვლის განმავლობაში ზუსტად იცავდა თავს.

საბოლოოდ სალომემ 11 შესაძლებლიდან 8 ქულას მოუყარა თავი, ანუ იმდენივეს, რამდენსაც ლილით მკრტიჩიანმა (სომხეთი), 2011 წლის ევროპის ჩემპიონმა ვიქტორია ჩმილიტემ (ლიტვა) მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა, ბელა ხოტენაშვილმა და მონიკა სოჩკომ, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით საქართველოს 2010 წლის ჩემპიონმა და წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მეორე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა ისიც, რომ მე-9 ტურში ჰოანგ თან ჩანგთან ყაიმით დასრულებული პარტიის შემდეგ ქართველმა მოჭადრაკემ ვაჟთა დიდოსტატის მე-2 ბალი (პირველი ბალი ორ-ნახევარი წლის წინათ გიბრალტარის ტურნირზე მოიპოვა) შეასრულა, თან ამ ჩემპიონატზე რეიტინგი (2428) 25 პუნქტით გაიმდიდრა. ბოლოს დავძენთ იმასაც, რომ სალო მელია ბათუმელია, გათხოვილია და ჯერჯერობით ერთი შვილი ჰყავს.

ბელგრადში მე-3 ადგილი სომეხმა ლილით მკრტიჩიანმა დაიკავა, ხოლო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 9 ქულით ჰოანგ თან ჩანგი (უნგრეთი) ავიდა. იგი წარმოშობით ვიეტნამელია.

1980 წელს ჰანოიში დაიბადა. 1998 წელს 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი წლის შემდეგ აზიის ქალთა ჩემპიონატი მოიგო.

2005 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იტალიის გუნდის შემადგენლობაში პირველ დაფაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. და აი, სერბეთის დედაქალაქში მე-2 კონტინენტის ჩემპიონობას (2006 წლიდანაა უნგრეთის მოქალაქე, თორემ 23 წელიწადია, მშობლებთან ერთად ბუდაპეშტში ცხოვრობს) გამოჰკრა ხელი - შეუფერხებლად განვლო თერთმეტი ტური.

როგორც პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ახლა მისი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბელა ხოტენაშვილმაც 8 ქულა მოაგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.

შესანიშნავად ითამაშა 19 წლის მერი არაბიძემ. მის აქტივშია 11 შესაძლებლიდან 7,5 ქულა და ჩემპიონატის მონაწილეთაგან მეორე (პირველი იყო უკრაინელი ოლენა მარტინკოვა - 64,2) სარეიტინგო მონაგარი - 46,7 პუნქტი.

ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, ბოლო ტურში ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევასთან მიღებული პოზიციური უპირატესობის რეალიზებას შეძლებდა და ბრინჯაოს მედალსაც მოიპოვებდა. მერიმ კი 7,5 ქულით საპატიო მე-9 ადგილი დაიკავა.

სანამ ჩვენებურთა საბოლოო შედეგებს გაგაცნობდეთ, ერთ გაუხმაურებულ რეკორდზეც მინდა გითხრათ: ხუთი შვილის დედა, საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე აქტიურ ჭადრაკს დიდი ხანია ჩამოშორდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი ხანდახან აქა-იქ თუ გაიელვებს ხოლმე.

ბელგრადშიც საკუთარი ჭიის გასახარებლად გაემგზავრა, თორემ 2163 რეიტინგის მქონეს მაღალი მიზნები, ცხადია, არც ჰქონია. მან კი შავი ფიგურებით ხუთიდან ხუთივე პარტია მოიგო და ევროპის ჩემპიონატის რეკორდი (და არა მარტო მეთოთხმეტისა) დაამყარა, თუმცა ანტირეკორდიც ზედ მიაყოლა - თეთრებით 6 პაექრობიდან 5 წააგო და მხოლოდ ერთხელ მიაღწია წარმატებას.

ახლა კი ჩვენებურთა საბოლოო მონაგარზე: 2. სალომე მელია - 8 ქულა (სარეიტინგო 25,5 პუნქტი), 6. ბელა ხოტენაშვილი - 8 (5,2), 9. მერი არაბიძე - 7,5 (46,7), 17. ლელა ჯავახიშვილი - 7,5 (-2,1), 26. ნანა ძაგნიძე - 7 (-13,2), 35. ნინო ხურციძე - 6,5 (-1,3), 50. ნინო ბაციაშვილი - 6,5 (-7,2), 54. მაკა ფურცელაძე - 6 (19,2), 55. მაია ლომინეიშვილი - 6 (10,5), 68. მირანდა მიქაძე - 6 (-14,9), 70. სოფიო ნიკოლაძე - 6 (10,6), 79. სოფიო გვეტაძე - 5,5 (-9,9), 122. ანა გავაშელი - 4,5 (-15,9), 129. მადონა ბოკუჩავა - 4,5 (-14,7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო

"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა

ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ

ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე