საქართველო-სლოვენიის ამხანაგურ მატჩს უელსელები განსჯიან
სლოვენიის ნაკრებთან 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის ჩვენი ეროოვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სანაკრებო შემადგენლობა კვირის დასაწყისში დაასახელა. სლოვენიის ნაკრების თავკაცმა მატიას კეკმა უკვე შეაჯერა გუნდში გამოძახებულთა სია. კეკმა ჩვენს ნაკრებთან უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია, რომელშიც 21 ფეხბურთელია. სლოვენიელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, იტალია), იასიმნ ჰანდანოვიჩი (ემპოლი, იტალია);

მცველები: მიშო ბრეჩკო (კიოლნი, გერმანია), ბოშტიან ცესარი, ბოიან იოკიჩი (ორივე კიევი, იტალია), ბრანკო ილიჩი (ლოკომოტივი მ. რუსეთი), მავრიჩ როჟიჩი (კაპფენბერგი, ავსტრია), მარკო შულერი (გენტი, ბელგია);

ნახევარმცველები: არმინ ბაჩინოვიჩი, იოსიპ ილიჩიჩი (ორივე პალერმო, იტალია), ვალტერ ბირსა (ოსერი, საფრანგეთი), ანდრიან კირმი (ვისლა კ. პოლონეთი), დალიბორ სტევანოვიჩი (ვიტესი, ჰოლანდია), ჰარის ვიჩკიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), რობერტ კორენი (ჰალი, ინგლისი), ალექსანდრ რადოსავლევიჩი (დენ ჰააგი, ჰოლანდია);

თავდამსხმელები: ზლატკო დედიჩი (ბოხუმი, გერმანია), ზლატან ლიუბიანკიჩი (გენტი, ბელგია), მილოვიე ნოვაკოვიჩი (კიოლნი, გერმანია), ტიმ მატავჟი (გრონინგენი, ჰოლანდია), ნეიც პეჩნიკი (ნასიონალი, პორტუგალია).

როგორც ხედავთ სლოვენიელთა შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ლეგიონერია. მათ შორის არის ნაკრების ბომბარდირი, "კიოლნის" თავდამსხმელი მილოვიე ნოვაკოვიჩი. მას ნაკრების მაისურით, 46 მატჩში, ყველაზე მეტი, 18 გოლი აქვს გატანილი. მატიას კეკს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ თითქმის იგივე შემადგენლობა ეყოლება, რომელიც ოქტომბრის მატჩებში, ფარერებთან (5:1) და ესტონეთთან (1:0) მოგებულ მატჩებში ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვეში გამოქვეყნებულ ფიფას რეიტინგში სლოვენია 4 საფეხურით იყო დაწინაურებული და მე-15 ადგილზეა.

სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატიას კეკი ქართველებთან მატჩამდე ნაკრებში პირველ ვარჯიშს კვირას, 14 ნოემბერს გამართავს. თუმცა გუნდს სრული შემადგენლობით მხოლოდ ორშაბათს შეკრებს.

სლოვენია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 17 ნოემბერს ქალაქ კოპერში, "ბონიფიკას" სტადიონზე გაიმართება, რომელიც მხოლოდ 4 ათას გულშემატკივარს იტევს. ეს შეხვედრა თბილისის დრით 23:45 სთ-ზე დაიწყება. უკვე ცნობილია ამ მატჩის მსაჯთა ვინაობაც. შეხვედრას უელსელი რეფერები გაუძვებიან. მატჩის არბიტრი მარკ უიტბია, ასიტენტები კიმ ფიშერი და ჯონ სვინდლი იქნებიან. მეოთხე მსაჯი კი სლოვენიელი რობერტ პინისი გახლავთ.

დავით ცაბაძე

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა