6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დაშნით და რაპირით მოასპარეზენი ჩაებნენ
6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დაშნით და რაპირით მოასპარეზენი ჩაებნენ.

საქართველოს სპორტულ ღირსებას ახალგაზრდა მუშკეტერები - ლუკა ღაღანიძე და მიქაელ მიქაელიანი იცავდნენ.

მიქაელიანმა ჯგუფში სძლია უილიამ დოლეის (ავსტრალია, 5:3), ხუან ესტებან გუარდერასს (ეკვადორი, 5:3) და ახმეტ აგაევს (თურქმენეთი, 5:1), სამი შეხვედრა დათმო - როდოსლავ ზავროტნიაკთან (პოლონეთი, 1:5), ნიკოლაი ჩალდინთან (ლიტვა, 1:5) და ფრედერიკ ვონ დერ ოსტენთან (დანია, 1:5). მართალია, პლეი ოფში გავიდა, მაგრამ პირველი შეხვედრა სლოვენიელ იან გოლობიჩთან დაძაბულ პაექრობაში ერთი ქულით - 14:15 წააგო.

რაპირაში თავიდან ლუკა ღაღანიძესაც 6 მეტოქე ჰყავდა. ქართველმა მოფარიკავემ ოთხ მათგანს - ბოიან იოვანოვიჩს (ხორვატია, 5:4), რადოსლავ გლონეკს (პოლონეთი, 5:2), პანაგიოტის ტელიფორანიდისს (საბერძნეთი, 5:4) და გულიერმო საუკედოს (არგენტინა, 5:3) დააყრევინა ფარ-ხმალი, ხოლო უნგრელ კრისტოფ ზაბოდიშთან (3:5) და რუს არტიომ სედოვთან (1:5) დამარცხდა.

64 საუკეთესოში მოსახვედრად ღაღანიძე სინგაპურელ ზი იუან თანს თავიდან 5:2-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 9:15 წააგო და მიქაელიანის მსგავსად შეჯიბრებას გამოეთიშა.

7 აგვისტოს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი - სანდრო ბაზაძე და საბა სულამანიძე გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...