ნიკო ზაუტაშვილი 2011 წლის 26 მაისის ღამით პარლამენტის შენობის წინ განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ დააპატიმრეს
ძიუდოში ქართველი მსაჯებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ევროპის ფედერაციის B კატეგორიის ლიცენზია აქვს მინიჭებული.

იგი ჭიდაობის ცნობილი გორელი სპეციალისტის გივი ზაუტაშვილის ვაჟია. ნიკო 2004 წლიდან დგას ტატამზე რეფერის ამპლუაში (იქამდე თავადაც ჭიდაობდა), ერთხანს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

2011 წლის 26 მაისის ღამით პარლამენტის შენობის წინ განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ კი ნიკო ზაუტაშვილი დააპატიმრეს.

ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კვლავ შეუდგა თავის საქმიანობას და რამდენიმე დღეა, რაც ზემოხსენებული ლიცენზიაც დაიბრუნა.

- ევროპის მსაჯთა კოლეგიის წევრი 2009 წლიდან ვარ და B ლიცენზიასაც იქიდან მოყოლებული ვფლობდი.

მაღალი რანგის შეჯიბრებებიდან ორჯერ მსოფლიოს, სამჯერ ევროპის თასზე და ხუთჯერ ჭაბუკთა და უმცროსი ასაკის საერთაშორისო ტურნირზე ვიმსაჯე.

ცხადია, საქართველოს ჩემპიონატებსა და სხვადასხვა საშინაო შეჯიბრებებზეც ხშირად მიწევდა არბიტრობა.

კატეგორიის შენარჩუნების, ან პირიქით, C-მდე დაქვეითების გადაწყვეტილებას ევროპის მსაჯთა კოლეგია ყოველი შესაბამისი დონის შეჯიბრების განსჯის შემდეგ იღებს.

ვიდრე ვმსაჯობდი, რანგით არასოდეს დავქვეითებულვარ და რადგან ჩემი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ, ვემზადებოდი უმაღლესი კატეგორიის ლიცენზიის გამოცდების ჩასაბარებლად.

- თუმცა შემდეგ ძიუდოსთვის აღარ გეცალათ...

- 2011 წლის 26 მაისიდან რამდენიმე დღეში დამაპატიმრეს და ძიუდო კი არა, ვიდრე ციხეში ვიყავი, გაზეთიც არ მინახავს თვალით.

ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთ შეჯიბრებაზე ვერ ვმონაწილეობდი B ლიცენზია მომეხსნა და ჩემი კლასიფიკაციის გრაფაში მითითებული იყო: NO COMPETATION (არ მონაწილებს).

კიდევ ერთი წელიწადიც რომ გაგრძელებულიყო ასე, საერთოდ ამომიღებდნენ რეიტინგ-ლისტიდან და ხელახლა მომიწევდა დაახლოებით ხუთწლიანი პროცესის გავლა ადრინდელ ნიშნულამდე მისასვლელად.

ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კვლავ მივუბრუნდი საყვარელ საქმეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელშეწყობით ვიმსაჯე სარაევოს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და სინდენფილგენის (გერმანია) ევროპის თასებზე.

პირველ მათგანში კვალიფიკაციის გამოვლენა არ ხდებოდა და უფრო დაკვირვებითი ხასიათისა იყო, გერმანიის ევროპის თასზე შეხვედრების განსჯიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მსაჯთა კლასიფიკაციაში B კატეგორია აღმიდგინეს.

- ვიცი, რომ საქართველოში მსაჯები ნაკლებად ხართ დატვირთული და ანაზღაურებაც მცირეა.

- ჩვენი ანაზღაურება შეჯიბრებების დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება (ქვეყნის ჩემპიონატი, პირველობები, სარეიტინგო ტურნირები) საერთაშორისო კატეგორიის არბიტრებს გვიწვევენ, ეროვნული კატეგორიის რამდენიმე კოლეგასთან ერთად.

რეგიონებში კი მცირე მასშტაბის ტურნირები უჩვენოდ იმართება, ფინანსურად უჭირთ და კვალიფიციური მსაჯების მომსახურებისგან თავს იკავებენ.

ტატამზე როცა მსაჯად რომელიმე მწვრთნელი შედის, რასაკვირველია, თავს იჩენს სუბიექტურობის პრობლემა. ის ხომ ვერ იქნება ბოლომდე ობიექტური.

- საერთოდ, საქართველოში მსაჯების დონეს როგორ შეაფასებდით?

- მსაჯთა კორპუსი უპირობოდ გადასახალისებელია. ვფიქრობ, საჭიროა ახალგაზრდების მომზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებლად არბიტრების უცხოეთში, მსაჯთა სემინარებზე გაგზავნა, ან იქიდან კომისრების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად.

მსაჯობის დონის ამაღლება სხვაგვარად შეუძლებელია. მართალია, ჩვენი ქვეყნის პირველობების წინ ჩამოჰყვათ უცხოელი კომისარი, რომელიც შეჯიბრების წინა დღეს სემინარს ატარებს, მაგრამ ერთი, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, თანაც სულ ორიოდ საათს მიმდინარეობს, რაც არასაკმარისია.

- ფედერაციის ხელმძღვანელობის ნებას თუ ხედავთ ამ საქმის წინ წასაწევად?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სერიოზულად აპირებს მსაჯთა დონის ასამაღლებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებას. ის სულ ცოტა ხნის წინათ თავად იყო აქტიური სპორტსმენი და იცის ობიექტური, კვალიფიციური მსაჯობის ფასი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენისთვის, არამედ საზოგადოდ შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
რუსეთში ფეხბურთელმა არბიტრი ნოკაუტში ჩააგდო [VIDEO]
ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აირჩიო არბიტრის პროფესია [VIDEO]
გვატემალაში ფეხბურთელმა არბიტრს წითელი ბარათის გამო სცემა [VIDEO]
დანიელ ალვეში: როცა "ბარსელონა" იგებს, ხალხი მსაჯზე საუბრობს
რუსი მწვრთნელი თბილისში ჭიდაობის ტურნირის დროს მსაჯს სახეზე ხელით შეეხო [VIDEO]
სკანდალი და ჩხუბი: არგენტინაში არბიტრმა მასპინძლებს მოაგებინა [VIDEO]