რაგბი მსოფლიოს ოლიმპიურ ოჯახს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა
რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ზუსტად სამი წელიწადი დარჩა.

საგულისხმოა, რომ რაგბი მსოფლიოს ოლიმპიურ ოჯახს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

2009 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ კონგრესზე შვიდკაცა რაგბი სპორტის ოლიმპიურ სახეობათა რიგებში მიიღეს.

მსოფლიოს საუკეთესო 12-12 ვაჟთა და ქალთა შვიდკაცა რაგბის გუნდები სამი წლის თავზე 10 500 სპორტსმენთან ერთად, რომლებიც 200-ზე მეტ ქვეყანას წარმოადგენენ, რიო დე ჟანეიროში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ თამაშებში ჩაერთვებიან.

ცხადია, რაგბის სამყაროსთვის ეს ამაღელვებელი მომენტია. ოვალური ბურთით თამაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს და ვითარდება. განსაკუთრებული ინტერესი კი, მრავალ ქვეყანაში რაგბისადმი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ოლიმპიურ ძმურ ოჯახში მიიღეს.

"მოხარული ვართ, რომ მალე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მოგვიწევს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, მსოფლიოს სპორტის უდიდეს ფორუმზე საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინო, თავი მოაწონო და რაგბი შეაყვარო სულ უფრო მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში.

სამი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიპიური თამაშებისთვის ღირსეულად მოვემზადოთ. ახლა შეჯიბრების დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლოთ. საბოლოო მიზანი კი, წარმატებული ტურნირის გამართვაა. დარწმუნებული ვარ, რიო იამაყებს იქ მოასპარეზე მორაგბეებით" - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ.

მომავალი ოლიმპიადის გრანდიოზულობაში დარწმუნებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე:

"დარჩენილი სამი წელიწადი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რათა ყველა პირობა შევუქმნათ სპორტსმენებს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის, დასვენებისა და ძლევამოსილი ასპარეზობისთვის. დარწმუნებული ვარ, რიო დე ჟანეიროს გარდაქმნა სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და ყველა, სპორტსმენები, ტურისტები და ბრაზილიელი ხალხიც უდიდეს ოლიმპიურ თამაშებს იზეიმებენ". - დასძინა მან.

"მოუთმენლად ველით ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის დებიუტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრწყინვალე, უშეღავათო მატჩების მომსწრენი შევიქნებით.

"დეოდორო პარკის" რეკონსტრუქცია, სადაც რაგბის მატჩები გაიმართება, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება" - დაგვაიმედა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტო გიმარაეშმა.

"დარწმუნებული ვარ, სამი წლის თავზე ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ეს რიოსთვის, ბრაზილიისა და პროექტის ყველა მონაწილისთვის უდიდესი სიამაყის საგანი გახდება.

მოუთმენლად ველით შესაძლებლობას მთელ მსოფლიოს მხურვალე სალმით შევეგებოთ" - განაცხადა რიო დე ჟანეიეროს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა კარლოს ნუსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა და ქალთა შვიდკაცა რაგბის გუნდების შეჯიბრება "დეოდორო პარკის" ოლიმპიური კომპლექსის ერთ-ერთ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კალათბურთელთა, ბალახის ჰოკეისტთა, ცხენოსანთა, ხუთჭიდელთა და მსროლელთა შეჯიბრებები გაიმართება.

მსოფლიოს სარაგბო ოჯახი სოციალური ქსელების მეშვეობით უერთდებიან მომავალი ოლიმპიადისთვის მზადების ვნებათაღელვას. 2013 წლის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონი, ახალზელანდიელი პორტია ვუდმენი ამბობს:

"ოლიმპიადა მასობრივი სპორტის ზეიმია. მოხარული ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად მასში მონაწილეობას თუ მივიღებ".

საფრანგეთის ნაკრების მგეზავი ტიერი ბურაუა:

"ოლიმპიადა - ეს წარმოუდგენელია. იქ თამაში ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს, ის რეალობად იქცევა".

ჰოლანდიელი ვარსკვლავი კელი ვან ჰარსკამპი:

"შვიდკაცა რაგბი რომ ოლიმპიური სახეობაა, ეს უკვე ახდენილი ოცნებაა. თუ იქ თამაშის საშუალება მომეცემა, ეს უკვე ფანტატსტიკა იქნება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
ზამთრის ოლიმპიური თამაშები: შამონიდან სოჭამდე
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
კურიოზი ოლიმპიადაზე: ნორვეგიელებს შეცდომით ნახევარი ტრაილერი კვერცხი მიუტანეს
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]