ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მინისტრი მოჭიდავეებს ეცნობა, გორს დარბაზს ჰპირდება

მინისტრი მოჭიდავეებს ეცნობა, გორს დარბაზს ჰპირდება

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალდანიშნული მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეთა ნაკრებებს შეხვდა...
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალდანიშნული მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეთა ნაკრებებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ამ პირველობას ბულგარულმა სამოკოვომ უმასპინძლა, სადაც ბერძენ-რომაელებმა ერთო ოქროთი და ორი ვერცხლით გუნდური პირველობაც მოიპოვეს. ამ გუნდიდან ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი გახდა, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მასაც ამ წონის ლიდერ რამაზ ნოზაძის მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი ავარჯიშებს. ვერცხლის მედლები თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავითაიამ (66) მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოს მედალია, თუმცა გუნდურ პირველობას მაინც ვერ შეწვდნენ და მესამეს დასჯერდნენ. აქ საჩემპიონო ტიტული დავით ხუციშვილმა (74) და გიორგი საკანდელიძემ (120) ირგუნეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) და თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) ფინალური შეხვედრები დათმეს, ლაშა ტალახაძე (50) კი მესამეზე გავიდა.

გუშინდელი პრესკონფერენციით მინისტრმა გუნდებს წარმატებაც მიულოცა და თან ჭიდაობის ფედერაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამოუვიდა. პრესკონფერენციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცებთან - ვლადიმერ ადეიშვილსა და ნუგზარ სხირელთან ერთად.

კახა გეწაძე: `ჩვენი გუნდების ასეთმა წარმატებულმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ საქართველოში ჭიდაობას დიდი მომავალი აქვს. წინ კიდევ არაერთი ჩემპიონატი გველოდება და მჯერა, ეს ახალგაზრდები ღირსეულად ჩაანაცვლებენ ახლანდელ ლიდერებს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივულოცო ეს გამარჯვება და გულშემატკივართა სახელით დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის. აღსანიშნავია ბერძენ-რომაელთა გუნდური გამარჯვებაც ევროპის ჩემპიონატზე. სამომავლოდ ორივე ნაკრებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ახლა აღებული მაღალი თამასა არც სამომავლოდ უნდა დავწიოთ დაბლა. მინდა, ჩვენს ახალ მინისტრს ვუსურვო, სპორტის სხვა სახეობებშიც ჰქონოდეს ასეთივე წარმატებები.~

ლადო ვარძელაშვილი: `გუნდს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მეც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი შედეგისთვის. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ გვაიმედებს, რომ სპორტის ამ სახეობაში - ჭიდაობაში მომავალშიც გვექნება კარგი მაჩვენებლები. ასევე წარმატებებს ვუსურვებ იმ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში, რომლებიც ამ ახალგაზრდებს ნამდვილად ექნებათ.~

ნუგზარ სხირელი: `ევროპის ჩემპიონატზე 32 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენ კი პირად პირველობაში ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ძალზე გულდასაწყვეტია დავით მარსაგიშვილის მარცხი, რომელიც ევროპის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და ჩვენი გუდის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატიც იყო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ასე არ მოხდა და წააგო. ამ შეცდომებს მსოფლიოს პირველობისთვის გავითვალისწინებთ, რომელიც სულ მალე გაიმართება ბუდაპეშტში. ვეცდებით, იქაც ისევე გავამართლოთ ქომაგთა იმედები, როგორც - ბულგარეთში~.

მინისტრი ვარძელაშვილი გორის საჭიდაო სკოლის პრობლემასაც შეეხო და სხირელს თითქოს მოუბოდიშა, შიდა ქართლში რწმუნებულად მუშაობისას ეს რომ ვერ მოაგვარა. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ის პერიოდი ქვეყნისთვის უძნელეს დროს - რუსეთ-საქართველოს ომს დაემთხვა და საამისოდ ვერ მოიცალა, თუმცა იქვე პირობა დადო, რომ გაისად ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს. იმედია, სიტყვასაც შეასრულებს და გორსაც ეღირსება ერთი ხეირიანი დარბაზი, რასაც ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს - ის ხომ თავისუფალ ჭიდაობაში ერთ-ერთი მთავარი ცენტრია საქართველოში და იქაურები ლამის მუდმივად ნაკრების ნახევარს შეადგენენ. არადა, პატარა, მოუხერხებელი დარბაზი მსურველებს ვერ იტევს და იქაურები აშკარად შეუფერებელ პირობებში ვარჯიშობენ.

სხირელმა ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე საუბრისას ერთი ამბავიც გაგვიმხილა - ბუდაპეშტში თითქმის უცვლელად იჭიდავებს ევროპაზე ნამყოფი შემადგენლობა, მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება - 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ხიდეშელს ომარ გუსოშვილი შეცვლის, სხვა წონებში კი კვლავაც ტალახაძე (50), ხინჩეგაშვილი (55), ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), ხუციშვილი (74), მარსაგიშვილი (84) და საკანდელიძე (120) იჭიდავებენ.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა