ბერნის მხარდაჭერა ახალგაზრდა ბრაზილიელს
"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე პილოტთა საშუალო დონე დაეცა. ავსტრალიელის აზრით, ამის მიზეზი ის არის, ნიჭიერ ავტომრბოლებს ფული არ გააჩნიათ. უებერი ამბობს, რომ ამან, შესაძლოა, "დიდი ცირკი" ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს.

"თავის დროზე, პოდიუმზე ადიოდნენ ისეთი ბიჭები, როგორებიც იყვნენ ედი ირვაინი და მიკა სალო, - ამბობს ავსტრალიელი პილოტი. - ფორმულა 1-ში გამოდიოდნენ პილოტები, რომლებიც ფორმულა 3000-ში იმარჯვებდნენ. დღესაც ბევრი ნიჭიერი ავტომრბოლი არსებობს, რომელთა უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს ფორმულა 1-ში მოხვედრას. ეს ძალიან ნაღვლიანი სიტუაციაა. მაგალითად, ფრეინსს შეგვიძლია უდიადესი ახალგაზრდა პილოტი ვუწოდოთ, მაგრამ მას ფული არ აქვს".

ამასობაში, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მზად არის მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდა ბრაზილიელ პილოტს ფელიპე ნასრს. გაზეთ O Estado de San Paulo-ს მონაცემებით, GP2-ის სერიაში მოასპარეზე 20 წლის პილოტს, შესაძლოა, უკვე მომავალ სეზონში ჰქონდეს დებიუტი ფორმულა 1-ში.

"მზად ვარ მას ნებისმიერი რჩევა მივცე, - ამბობს ექლსტოუნი ტელარხ Globo-თან კომენტარში. - მე მჭირდება ბრაზილიელი პილოტი. ნასრზე გუნდების ხელმძღვანელებს ველაპარაკე და ყველა აღნიშნავს მის დიდ პროგრესს. თუმცა ფელიპეს უნდა ესმოდეს, რომ ავტოსპორტის მწვერვალი ახლოა, მაგრამ იქამდე მისვლა არც ისე იოლია. ამის გასაკეთებლად არა მხოლოდ კარგი შედეგები, არამედ ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო".

დღეისთვის, ფორმულა 1-ში მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ბრაზილიიდან - ფელიპე მასა "ფერარის" რიგებში ირიცხება. თუმცა იტალურ გუნდს ჯერ არ გაუხანგრძლივებია ამ პილოტთან კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის. ამასთან დაკავშირებით, გუშინ მასამ განაცხადა, რომ მისი კარიერა "სკუდერიაში" დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რომელსაც ის სეზონის მეორე ნახევარში აჩვენებს.

"უახლოესი რბოლის შედეგებმა უნდა გვიჩვენოს - დავრჩები თუ არა გუნდში, - ამბობს ფელიპე მასა. - კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ, ახლა, უფრო მნიშვნელოვანია შედეგები. კმაყოფილი ვარ იმ სიჩქარით, რომელსაც ამჟამად ვაჩვენებ. ეს ეხება კვალიფიკაციასაც და რბოლებსაც. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე არ მყოფნის, სტაბილურობაა. როცა ეს ნაკლი გასწორდება, შედეგებიც მოვა”.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
კიმი რაიკონენსს მილიონებს არ აძლევენ
ფორმულა 1: საინტერესო პროგნოზები ბერნისგან
სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში
ფორმულა 1: ტესტები შეჯამებულია
მარკ უებერი პოდიუმით წავიდა
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓒრᓐᓜᓞᓠᓘ: ᓡᓐᓘᓜᓢᓔრᓔᓡᓝ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: "ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓣᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓝᓐ
"ფერარი" ალონსოზე არ ნერვიულობს
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს