ამ სეზონმა შეიძლება, საფუძვლიანად შეარყიოს ძალთა თანაფარდობა
სულ ცოტაც და მოწინავე ხუთი საფეხბურთო ქვეყანა ახალ, 2013/14 წლების სეზონს დაიწყებს. უკვე მოუთმენლად ველით ახალ საკლუბო ბატალიებს და ამის მიზეზიც გვაქვს - ახალი სეზონიდან ძალიან ბევრ სიახლეს ველით.

რაც უნდა იყოს ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი მხოლოდ მოიგებს იმით, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა, "მანჩესტერ სიტი" საინტერესო სპეციალისტს, მანუელ პელეგრინის ჩაბარდა, დევიდ მოიესს კი - უმძიმესი მემკვიდრეობა: სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედი".

ბუნდესლიგა საუკეთესო წლებს ითვლის, ლა ლიგაში საინტერესო ახალწვეულები არიან, საფრანგეთში გამოჩნდა ფულიანი "მონაკო"...

ყველაფერი ეს კი ტაქტიკურ ექსპერიმენტებს გვიქადის, რომელთაც შეიძლება, საკლუბო ფეხბურთის იდეოლოგია შეცვალონ. ჩვენ ევროპულ ფეხბურთში სეისმური ძვრების წინ სასიამოვნო გავიტრუნეთ და ველით, როგორ მოერგება "ბარსას" ნეიმარი, როგორ გადააკეთებს "ქალაქელებს" პელეგრინი, გახდის თუ არა მოურინიო "ჩელსის" ქვეყნის დომინანტ კლუბად.

ბუნდესლიგა: გვარდიოლა და კლოპ მანია

მას მერე, რაც ზამთარში ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებდა, დამატებით მილიონობით თვალი დაინტერესდა გერმანელთა მთავარი შეჯიბრებით. და მათ აღმოაჩინეს, ბრწყინვალე ლიგა, რომელიც წლების განმავლობაში აკლდათ. გვარდიოლას დანიშვნამ ნეიტრალური ფანები ბუნდესლიგისკენ გაახედა.

თუკი წინასასეზონო მატჩები რამეს ნიშნავს, გვარდიოლა ჩვენ მართლაც დიდებულ სიურპრიზს გვიმზადებს. ის ამხანაგურ მატჩებში აშალაშინებს 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემას, ხშირად უცვლის ფეხბურთელებს პოზიციებს, ის ხდება წინასწარ ამოუცნობი მეტოქეთათვის. გვარდიოლას ეს ყველაფერი ჰაერივით სჭირდება, მას ენით აუწერელი დავალება აქვს, წინ უნდა წაიყვანოს გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში მოიგო ყველაფერი - ჰეთთრიკი შეასრულა!

ტიაგო ალკანტარას შეძენა და მისი თამაში დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის ერთობ საინტერესო და სარისკო ექსპერიმენტია. ცვლილებები შეეხოთ ტონი კროოსს, არიენ რობენს, თვით ფილიპ ლამსაც კი. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჯერ ავანსცენაზე არ გამოჩენილა 37 მილიონ ევროდ შეძენილი მარიო გიოტცე. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტრიგაა ახალი "ბაიერნი"!

თუმცა ბუნდესლიგა იმით არის კარგი, რომ ინტრიგა მხოლოდ გვარდიოლას "ბაიერნში" არ არის - ძალზე საინტერესო იქნება იურგენ კლოპის "დორტმუნდიც". კლოპმა გიოტცე დაკარგა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის გადაწყობა შეძლო (რასაც გერმანიის სუპერთასიც ადასტურებს). გერმანელებმა "ლივერპულს" ცხვირწინ ააცალეს ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც ალბათ აკლიმატიზაციის შემდეგ 10-იანის როლს შეითავსებს (რომელსაც ახლა ილქაი გიუნდოგანი საკმაოდ კარგად უძღვება). კლოპმა "სენტ ეტიენისგან" ძალზე საინტერესო ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამეიანი დაიმატა და როგორც ჩანს, ისევ გაშინაურდა ნური შაჰინი, რომელიც 4-2-3-1 სისტემაში, უკანდახეული პლეიმეიქერის როლს უნდა გაუძღვეს.

რა თქმა უნდა, კლოპს სამუშაო ბევრი აქვს, მაგრამ მისი გუნდი უკვე საკმაოდ დინამიკური ორგანიზმის ნიშნებს ავლენს. კლოპმა ბევრი უნდა იშრომოს, თავზემოთ ახტეს, მაგრამ ასეთია მისი ბედიღბალი.

ყურადღებას იმსახურებს სამი ჰიიპიას "ლევერკუზენი", რომელმაც უნდა დაიწყოს ცხოვრება ანდრე შიურლეს გარეშე და სხვა ბევრიც ბუნდესლიგაში.

ლა ლიგა: ბეილი (?), ნეიმარი, მარტინო...

ლა ლიგაც სპეციალური იქნება. არა, რა თქმა უნდა, "ბარსელონასა" და "რეალის" ორთაბრძოლაში სხვა ვერავინ ჩაებმება, თუმცა თავად ამ კლუბებში სიახლეს ბევრს უნდა ველოდოთ.

"ბარსელონამ" იძულებით (ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის გამო) ძალიან საინტრიგო სვლა გააკეთა - მთავარი მწვრთნელი არა კლუბის წიაღიდან, არამედ, შორეული არგენტინიდან მიიწვია. ხერარდო მარტინო ევროპაში ცნობილი სპეციალისტი არაა, მაგრამ ის რომ ძალიან საინტერესო მწვრთნელია, არგენტინელს უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია. მარტინო "ბლაუგრანას" თამაშის სტილს ალბათ არ შეცვლის, თუმცა მის დახვეწაზე რომ იმუშავებს, ცხადია.

მარტინოს ერთ-ერთი მთავარი მისია, 57 მილიონ ევროდ შეძენილი 21 წლის ინდივიდუალისტი ნეიმარი უნდა მოარგოს, "ბარსას" გუნდურ პოლიქრონიას.

რას უნდა ველოდოთ ახალი "ბარსასგან", როგორ წყვილს შექმნიან ნეიმარი და მესი? ტიაგოს წასვლის შემდეგ, იტვირთებს თუ არა შუახაზის ლიდერობას სესკ ფაბრეგასი, რომელიც აღარ წავიდა ინგლისში? კითხვები ბევრია და ერთმანეთზე საინტერესო.

დედაქალაქსაც დიდი ცვლილებები ელის. მადრიდის "ატლეტიკო" კიდევ ერთხელ დარჩა ტოპფორვარდის გარეშე, გუნდმა რადამელ ფალკაოს გარეშე უნდა შეუტიოს, თუმცა "როხიბლანკო" მომზადებული ხვდება ამოცანას: გოლები დავიდ ვილიამ (რომელსაც წარდგენა არ ჭირდება) და ძალიან ნიჭიერმა ბრაზილიელმა ლეო ბაპტიშტაომ უნდა გაიტანონ.

კარლო ანჩელოტის "რეალიც" ძიებაშია, იტალიელი ეძებს ყველაზე კარგად მორგებულ ტაქტიკურ სქემას, რომელიც ვარსკვლავებით დაძუნძლულ "სამეფო კლუბს" გამოადგება. დღეისათვის, კარლეტო ეგრეთ წოდებულ "ნაძვის ხეს" - 4-3-2-1 აშალაშინებს და ვნახოთ, რა გამოვა ამისგან.

კიდევ უფრო მეტი ინტრიგა ჯერჯერობით მხოლოდ სავარაუდოდ შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თუკი გარეთ ბეილი მართლაც გადავა "რეალში" მერე ყველაფერი ორმაგად საინტერესო იქნება: ბეილი, ისკო, რონალდო, იოზილი, დი მარია ერთად ერთ გუნდში, ერთ ხაზში.

ასიერ ილიარამენდის ტრანსფერმა თავის ტკივილი ორივე გუნდს გაუჩინა, "რეალმა" ნიჭიერი ბასკი კარგად უნდა მოარგოს ანსამბლს, "რეალ სოსიედადმა" კი (რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს) უმისოდ ცხოვრება უნდა შეძლოს. ბასკურ კლუბს ამისთვის ტაქტიკური სქემის შეცვლაც კი შეიძლება მოუწიოს.

პრემიერლიგა: პელეგრინი,მოურინიო,მოიესი

"მანჩესტერ სიტის" ყველაზე მეტად ელის განახლება, გუნდი გაცილებით ახლებურ მიდგომაზე უნდა გადაერთოს. მანუელ პელეგრინი და ჩიკი ბეგირისტაინი ერთიან საფეხბურთო ფილოსოფიას მოარგებენ მთელ გუნდს, სარეზერვო შემადგენლობის და ახალგაზრდული გუნდების ჩათვლით. ჩილელი ტაქტიკოს მწვრთნელთა ნათელი წარმომადგენელია.

"სიტიში" საინტერესო ახალწვეულების ნაკადია, პელეგრინი კი მთელ რეზერვს გამოიყენებს, რათა გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინასასეზონო ბატალიები და სატრანსფერო ამბები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რა ძნელია დიდი მწვრთნელის შემდეგ დიდი გუნდის ჩაბარება. ჯერჯერობით ახალგაზრდა შოტლანდიელი დევიდ მოიესი ამ ორ ფრონტზე წარმატებული ვერაა, თუმცა მთავარი ახლა ეს არაა. კიდევ ერთი საინტრიგო კითხვაა, რამდენად გაამართლებს მოიესის გუნდის ყველაზე საინტერესო ახალწვეული ვილფრიდ ზაჰა.

რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილ ორ კლუბზე იოლი გამოსაცნობია, რა გზას დაადგება ჟოზე მოურინიოს "ჩელსი". მაგრამ სერიოზული კითხვები აქაც ბევრია. "ჩელსის" ფეხბურთელთა საკმაო ნაწილის საკითხი სტატუსის დონემდე გაურკვეველია. ჟოზეს უხარია, რომ მის გვერდით ისევ არიან მიკაელ ესიენი და ფრენკ ლამპარდი, მაგრამ ახალგაზრდა მარკო ვან ხინკელსაც სჭირდება სათამაშო დრო. ოსკარი, მატა, შიურლე და აზარი სამი ადგილისთვის იბრძოლებენ. რომელუ ლუკაკუმ კი უნდა დამტკიცოს, რომ 2006 წლის დიდიე დროგბას რეინკარნაციაა.

შეცვალე, შეინახე, შეითვისე

იმის მიუხედავად, რომ 2012/13 წლების სეზონმა ტაქტიკურად ბევრი საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა, ზაფხულში იმდენი ტრანსფერი (მათ შორის, სამწვრთნელო) მოხდა, რომ ახალი სეზონისგან კიდევ უფრო მეტ ცვლილებას, გაცილებით მეტს, უნდა ველოდოთ.

ამიტომაც კიდევ უფრო მეტია დაინტერესება სეზონის გახსნის წინ, მილიონობით ფანი ელის როგორ ითამაშებს პირველ ტურში მისი საყვარელი გუნდი.

"ბაიერნის" სახესხვაობა "დორტმუნდს" ( და შეიძლება "ლევერკუზენსაც") კარგი სტარტით წინ გაქცევის შანსს აძლევს. ინგლისის პრემიერლიგა სულ სხვანაირი იქნება. ესპანური გრანდები კი დასკვნებს გამოიტანენ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე განცდილი მარცხისთვის.

უახლოესი 12 თვის განმავლობაში 4-2-3-1 ტაქტიკა ისევ დარჩება დომინანტი, თუმცა ზაფხულში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ტრანსფერები მწვრთნელებს აიძულებს კიდევ ერთხელ მივიდნენ დაფებთან და იფიქრონ სიახლეებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანალიზი: დიადი ტაქტიკები ზეპ ჰერბერგერიდან ხოსეპ გვარდიოლამდე

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება