საქართველოს ნაკრებმა ტრენტოს ტურნირის იტალიასთან მარცხით დაიწყო
ევრობასკეტისა და სლოვენიის ემბლემებზე იქაური წმინდა მთა ტრიგლავია გამოსახული.

საქართველოს ნაკრები 7 აგვისტოს სლოვენიისკენ სავალ გზას იტალიასთან ამხანაგური მატჩით შეუდგა და ლოგიკურია, რომ გზა აღმართიანია.

სვლას ისიც ართულებს, რომ ჩვენს ნაკრებს ორი ლიდერი ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია აკლია და ისიც, რომ ფიზმომზადება ახალი დასრულებული აქვს, გუნდი სათანადო კონდიციებში ვერ არის.

კიდევ ერთი ნიუანსია - ამერიკელი რიკი ჰიკმანი გუნდს გვიან შეუერთდა, შესაძლოა არადამაკმაყოფილებელი კონდიციების გამო მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მისი განაცხადში შეყვანისგან ამიტომაც შეიკავა თავი.

პრობლემებზე თუ ვლაპარაკობთ, ბარემ ლუკ ზელერიც ვახსენოთ. იგი თითქოს ზაზა ფაჩულიას შემცვლელად ჩამოვიდა, თუმცა ნიკა ცქიტიშვილზე მსუბუქია და აშკარად ეტყობა რომ მისი მოწოდება ფარის გარეთ თამაშია.

თუ სანაკრებოდ მესამე ნომერს ვეძებდით, ევროპაში გაცილებით უკეთესის არჩევა შეიძლებოდა. მას მწვრთნელმა სულ 10:29 წუთი არგუნა... შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთმა ნატურალიზებულმა უნდა ითამაშოს და ეს რიკი ჰიკმანი იქნება.

თავის მხრივ, იტალიასაც ორი დანაკლისი აქვს, ვერ ითამაშეს NBA-ს წარმომადგენლებმა ანდრეა ბარნიანიმ და დანილო გალინარიმ (იგი ვერც ევრობასკეტზე იქნება).

სამაგიეროდ საქართველოსთან საკუთარი შესაძლებლობები კარგად გამოამჟღავნა "ჩიკაგოდან" "სან ანტონიოში" გადასულმა მარკო ბელინელიმ.

იტალიელმა ჟურნალისტებმა შეხვედრის მიმოხილვას "ბელინელის შოუ" დაარქვეს. მან სულ 18 წუთი ითამაშა, 21 ქულა ჩააგდო და ფარქვეშ ლამაზი შესვლებით დაგვამახსოვრა თავი.

გაგახსენებთ, რომ 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სქართველო და იტალია ერთ ჯგუფში იყვნენ, შეჯიბრების სნაიპერი სწორედ ბელინელი გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშე - მანუჩარ მარკოიშვილი.

მანუმ გუშინაც დიდი მოცულობის სამუშაო გასწია. მესამე პერიოდის დასაწყისში მანუმ სამქულიანით ათქულიანი ჩამორჩენა შვიდამდე დაიყვანა, მას ვიქტორ სანიკიძემ, გიორგი ცინცაძემ და გიორგი შერმადინმაც შეაშველეს ქულები და სხვაობა სამამდე შემცირდა (35:38).

4 წუთის განმავლობაში მასპინძლები ჩვენს კალათს საქულე დისტანციაზე ვერ გაეკარნენ. არადა, მანამდე იტალია 30:14-საც გვიგებდა...

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პირველ ტაიმშიც და მეორეშიც თითქმის ერთიანად შეცვალა სასტარტოები, სათადარიგოებს კი თამაშის დალაგება გაუჭირდათ.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან უმეტესობას ერთმანეთის გვერდით აქამდე არ უთამაშია. რაც შეეხება სასტარტო ხუთეულის წევრებს, ისინი 2004 წლიდან ერთად იცავენ ეროვნული გუნდის ღირსებას (2007-ში გიორგი შერმადინიც შეუერთდათ).

იტალიელებს კი ნამდვილად არ ეტყობოდათ ხუთეულის წევრთა ცვლილება, სტაბილურად მიიწევდნენ წინ და ერთ მომენტში 29 ქულითაც დაწინაურდნენ - 76:47. მატჩის ბოლოს ქართველებმა ხელმეორედ აღმოფხვრეს დეფიციტი, თუმცა მხოლოდ 16 ქულამდე...

ამხანაგური შეხვედრები სამ მიზანს ემსახურება: ახალბედების გამოცდას და შეწყობას; ძირითადი ბირთვის ფორმაში შესვლას; გუნდის შეთამაშებას და ფორმაში შეყვანას.

იტალიასთან შეხვედრამ დაგვანახა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შიდა ჩემპიონატის მქონე ნაკრებთან თანაბრად თამაში, შესაბამისად ევრობასკეტზე პოზიტიურად გამოსვლა შეგვიძლია.

ამისთვის კი სწორედ ისაა საჭირო, რაც წეღან ვთქვით - ახალბედების გუნდთან კარგად შერწყმა და სასექტემბროდ ოპტიმალური კონდიციების მიღწევა.

ნიკა მეტრეველმა, ბექა ბურჯანაძემ და სხვებმა დაგვანახეს, რომ გუნდის დახმარება ნამდვილად შეუძლიათ.

შერმადინმა მეტოქეს ფარი არ დაუთმო (23 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა), ცინცაძემ 12 ქულა და 8 პასი მიითვალა, სანიკიძემ - 14 ჩააგდო, რაც შეეხება ნიკა ცქიტიშვილს, მას სწორედ მაშინ უწევდა თამაში, როცა სათადარიგოები შემოდიოდნენ.

საინტერესო იქნება მისი სანიკიძესა და შერმადინთან ერთდროულად მოედანზე ხილვა. საამისოდ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს რეზერვში 10 ამხანაგური თამაში აქვს.

კიდევ უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება, რათა ევრობასკეტზე გუნდი მრავალფეროვანი ტაქტიკით წარდგეს.

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს თოკი რომ მივცეთ და თუნდაც იოლად დასაპყრობი მყინვარწვერისკენ მივუთითოთ, თავიდან გაუჭირდება, ნელ-ნელა გახურდება, "კუნთები რომ გამოიღვიძებენ" უფრო გაუადვილდება, ვიდრე დასაწყისში. ამას ველით საქართველოს ნაკრებისგან.

8 აგვისტოს თბილისის დროით 20 საათზე პოლონეთს ვეთამაშებით, რომელმაც ისრაელთან 65:81 დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
ევროპას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუტსაიდერი ჰგონია
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ! - ექსკლუზიური ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან
"ახლა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის"
საქართველო VS იტალია - ტრენტოს ტურნირს "სკუადრა აძურათი" ვიწყებთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ჩატარების საათები ცნობილია
თორნიკე შენგელია: ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი
ევრობასკეტი. მოსაზრება უკანახაზელებზე: ვისზე ნაკლებები ვართ? (ნაწილი I)
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
თორნიკე შენგელიას 11 ქულა და დასანანი მარცხი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან"
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში: ჰო თუ არა?
საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო