"იბერია " უეფას თასის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 20-28 ნოემბერს ალმატიში დაიწყება

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის ორი ტური ჩატარდა და თსუ-ს ქუთაისელებთან წაგებას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის საშინაო მარცხი კი მართლაც პირველი სენსაცია იყო.

ჩემპიონმა "იბერიამ" დიდი ანგარიშით სძლია "თელავს", თუმცა პირველი ტაიმის მერე მხოლოდ 1:0 იგებდა. მერე კი გამოცდილებამ თავისი გაიტანა, თანაც კახელებს ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდათ და დაღლაც დაეტყოთ.

"ალგომ" ჩემპიონატის აუტსაიდერ "აჭარას"ბათუმში 11 გოლი გაუტანა, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ აჭარელებს ზედიზედ მოუხდათ საქართველოს ორ საუკეთესო გუნდთან თამაში და ზღვისპირელებს გადაღლილობამ თავისი კვალი დაატყო.

საქართველოს ჩემპიონატი

სუპერლიგა

I ტური. 2-4 ნოემბერი

თელავი - თსუ 2:3

გოლები: ამისულაშვილი, მელიქიშვილი – სოზაშვილი, კაკაშვილი, ჯაფარიძე

გაფრთხილება: მელიქიშვილი – სოზაშვილი

აჭარა - იბერია 1:16

გოლები: ტაკიძე - ფომასა (5), რონი (4), ბეტინიო (2), ვასორა (2), კუბლაშვილი, მაისაია, ბრუნო მელო

ჯუნგლები - ალგო 3:5

გოლები: ბოდოკია, კვალიაშვილი, გოგოხია - კობაიძე (2), ბობოხიძე (2), ტიკურიშვილი

გაფრთხილება: ბოდოკია - სებისკვერაძე, ხოსრუაშვილი, ჭანუყვაძე

II ტური. 9-11 ნოემბერი

თსუ - ჯუნგლები 2:6

გოლები: ცნობილაძე, ბოკერია - გიორგაძე (2), მანია, კვალიაშვილი, ხინგავა, გოგოხია

გაფრთხილება: სოზაშვილი, დარჩია (თსუ)

აჭარა - ალგო 2:11

გოლები: ნადარაია, ბაბუნაშვილი - სებისკვერაძე (4), კობაიძე (2), ტიკურიშვილი (2), ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ბობოხიძე

თელავი - იბერია 1:10

გოლები: იმერლიშვილი - რონი (4), რომარიო (2), ძაბირაძე, ბრუნო, ბეტინიო, მაისაია

გაფრთხილება: ამისულაშვილი - ბეტინიო

ბომბარდირები

რონი (იბერია) 8

ფომასა (იბერია) 5

კობაიძე (ალგო) 4

სებისკვერაძე (ალგო) 4

იბერია 2 2 0 0 26:2 6

ალგო 2 2 0 0 16:5 6

ჯუნგლები 2 1 0 1 9:7 3

თსუ 2 1 0 1 5:8 3

თელავი 2 0 0 2 3:13 0

აჭარა 2 0 0 2 3:27 0

ამასობაში, "იბერია " უეფას თასის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 20-28 ნოემბერს ალმატიში დაიწყება. "C" ჯგუფში საქართველოს ჩემპიონს სერიოზული მეტოქეები ელის: "ქაირატი" (ყაზახეთი), "აკადემია პნიევი" (პოლონეთი) და "სლოვ-მატიჩი" (სლოვაკეთი). ძლიერ მეტოქეებთან ღირსეულად დაპირისპირებისთვის, საქართველოს ჩემპიონმა მომზადება დაიწყო და თბილისში ბაქოს "ნეფთჩისთან" ორი სპარინგ-მატჩი გამართა: პირველში დამარცხდა (3:4), თბილისელთაგან თავი ბრაზილიელებმა რონიმ, ვასორამ და ბეტინიომ გამოიჩინეს.

მეორე შეხვედრაში "იბერიამ" აზერბაიჯანელები სამარცხვინო ანგარიშით დაამარცხა (5:1). ამ შემთხვევაშიც, გადამწყვეტი როლი სამხრეთამერიკელებმა შეასრულეს - გოლები ბეტინიოს (2), ვასორას, ფომასასა და რონის ანგარიშზეა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო