8 აგვისტოს მაიამიში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
8 აგვისტოს მაიამიში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელიც მონაწილეთა რაოდენობით სარეკორდოა - მასში 91 (!) ქვეყნის 608 ნორჩი ფალავანი იასპარეზებს!

ესაა შესარჩევი შეჯიბრება გაისად ჩინურ ნანჯინგში გასამართი მსოფლიოს ოლიმპიადისთვის.

მაიამიში საქართველოდან ბიჭების ტურნირში რობინზონ ბეგლარიშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი (ორივე - 50), ერეკლე არხოზაშვილი, ბექა ნათათრალაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), სიმონ მამარდაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე - 66), თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და დავით რამაზაშვილი (90) გამოვლენ, გოგოებში - მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე - 48), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63).

როგორც ვხედავთ, ორივე გუნდი არასრულია, თუმცა გოგოებში ეს მოსალოდნელიც იყო, ბიჭებს კი +90 კილოგრამი აკლიათ.

აქ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გიორგი ძებისაშვილმა ვერცხლი კი მოიპოვა, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გაითვალისწინა შესარჩევი შეჯიბრებებისა და ევროპის პირველობის შედეგები.

სწორედ ამიტომ, საჭიროდ მიიჩნია, აქცენტი მსუბუქ წონებზე გაეკეთებინა, სადაც მედლის მოპოვების მეტი რეალური კანდიდატია.

მწვრთნელისთვის დიდი შეღავათია ნაგლიაშვილის დაბრუნება, რომელმაც ევროპის პირველობის წინ ხელი იტკინა და ის შეჯიბრება ამ მიზეზით გამოტოვა. სამაგიეროდ, ვერ დაბრუნდა ასევე ხელნატკენი გიორგი ქურდიანი (81), რომლის ევროპაზე წაყვანა მწვრთნელს გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ჭაბუკმა ძიუდოისტმა ტრავმა შეჯიბრებამდე სამი დღით ადრე მიიღო.

მაიამის ტატამზე დღეს ჩვენგან მხოლოდ ბიჭები (50 და 55 კგ) იჭიდავებენ, გოგონებიდან კი დაბალი (40-44 კგ) წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იასპარეზებენ, სადაც მონაწილე არ გვყავს.

ევროპის წლევანდელი, მესამე პრიზიორი ბეგლარიშვილი პირველ წრეში ბარბადოსელ ტრისტან ფორდეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი (რაც სავსებით მოსალოდნელია) აზერბაიჯანელ ელნურ აბასოვსა და ბრაზილიელ კაინან პირეს შორის მოგებულს დაეჭიდება. ნაგლიაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ჯერ არგენტინელ დანიელ ვიერას გაეჯიბრება, შემდეგ - თურქ ოგუზან კარაცასა და უკრაინელ არტემ ლესიუკს შორის უძლიერესს.

ერთი შეხედვით, გაუმართლა ნათათრალაშვილს - პირველ მეტოქედ ბოტსვანელი ედვინ სელო, ხოლო მეორედ - კოლუმბიელი ანდრეს ოლივეროსი ერგო, თუმცა მერვედფინალში იაპონელი ტაიკი მიაგავა ელოდება, მასთან წაგება კი ტურნირიდან გავარდნად დაუჯდება.

თუმცა მანამდე, იაპონელი ბრიტანელთა წლევანდელ ევროპის პრიზიორ პეტერ მილესს ხვდება და ვნახოთ, რა მოხდება კუნძულელთა შერკინებაში. თუმცა, როგორც უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, ფაქტია - ჩვენებური ძლიერ ჯგუფშია.

ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი არხოზაშვილი თავიდან ისვენებს, მისი პირველი მეტოქე პანამელი რონალდ გონსალესისა და ბოტსვანელი გავინ მოგოპას ორთაბრძოლაში გაირკვევა. ამავე ჯგუფშია ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ილკინ ბაბაზადეც.

9 აგვისტოს, ბიჭებთან ერთად გოგონებიც გვეყოლებიან საქომაგო. გოგონებში ჩვენი ყველა ლიდერი სწორედ ხვალ იასპარეზებს.

ევროპის პირველი მედალოსანი ქართველ ქალთაგან, კონტინენტური ბრინჯაოს მფლობელი ბებოშვილი თავდაპირველად ტაივანელ სინ-ლეი ცაის დაეჭიდება, მარგიანი - ალჟირელ სადია ამრანეს.

ჩვენი გუნდის ლიდერი და ევროპის პირველი ჩემპიონი ქართველ ქალთაგან მარიამ ჯანაშვილი თავიდან თავისუფალია და პორტუგალიელ ჟოანა ფერნანდესისა და ნიგერიელი მოუნირატოუ ჯიბოს პაექრობას დააკვირდება - იქ მისი მეტოქე გაირკვევა.

შოთაძე პირველივე წრეში იჭიდავებს ფრანგ ასტრიდე გნეტოსთან. ასევე თავიდანვე ჩაებმება ბიჭების ტურნირში ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი კაციაშვილი - სამხრეთაფრიკელ სერ-შელდინ კაჩელჰოფერს ხვდება, მის ჯგუფში კი იაპონელ ტაკუმი ოშიმასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული, ოლიმპიური ფესტივალის მესამე პრიზიორი, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვიცაა.

იმედია, ჩვენებური ამჯერადაც აჯობებს, როგორც ეს ჰოლანდიურ ფესტივალზე გააკეთა.

66 კილოგრამში ოლიმპიური ფესტივალის მედალოსან მამარდაშვილს პირველ მეტოქედ მასპინძელი ბრენდონ უორტენი ერგო, ევროპის წლევანდელ მედალოსან მჭედლიშვილს - გაბონელი არნოლდ უველუ კუსუ.

10 აგვისტოს გოგონებში ჩვენი ბოლო მონაწილე გამოვა, ბიჭებიდან კი 73 და 81 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.

ხატია ჯანაშვილი კოლუმბიელ ბრიგიტე კარაბალის დაუწყვილდა, ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ კირაკოზაშვილს კი წილისყრამ პირველივე წრეში უკრაინის სახელით მოასპარეზე რევაზ მესაბლიშვილი არგუნა. ფესტივალის ვიცე-ჩემპიონი კვირიკაშვილი ტურნირს ყირგიზ ელამან აბდიკერიმოვთან შერკინებით დაიწყებს.

ჩემპიონატის ბოლო დღეს, 11 აგვისტოს, მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ევროპის მესამე პრიზიორი რამაზაშვილი, რომელიც არგენტინელ მარტინ ოლივეირასთან პაექრობით ჩაებმება შეჯიბრებაში.

მას ფინალამდე ასცდა ამ წონის დაუმარცხებელი ლიდერი, რუსი კარლენ პალიანი, თუმცა ჯგუფში ჰყავს ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, ლიტველი როკას ნენარტავიჩუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
კაცია-ფალავანია! ინტერვიუ აბსოლუტურ ფალავანთან, გიორგი კაციაშვილთან
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში: ისევ გიორგი კაციაშვილი!
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა