პელემ "კოსმოსი" ისევ ნახა
დღევანდელ კვირის მიმოხილვაში ოთხ კონტინენტს გადავწვდებით და ძალიან ბევრ საინტერესო სტატისტიკურ ფაქტზე ვისაუბრებთ...

95 - წუთი იყო გასული ლიბრევილის "მეგობრობის სტადიონზე", როდესაც "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა ალექსმა ბურთს თავი დაჰკრა და "ბორდოსთან" შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ამ მოგების წყალობით, პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

შეხვედრის წინ, პარიზელებს საკმაოდ ცუდი სტატისტიკა ჰქონდათ - "ჟირონდელებთან" გამართული ბოლო 10 მატჩიდან, დედაქალაქელებს მხოლოდ ორი მოეგოთ. ლიბერიის დედაქალაქში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმიც "ბორდოს" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე ერვინ ონგენდამ წონასწორობა აღადგინა, გადამწყვეტ ბურთზე კი უკვე მოგახსენეთ. პსჟ-მ სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო, რაც მეორე შედეგია. ყველაზე მეტი გამარჯვება კი "ლიონის" ანგარიშზეა, ვინც ქვეყნის ჩემპიონის და თასის მფლობელის დუელში 7-ჯერ იმარჯვა.

46 - წამში მიღებული წითელი ბარათი. ვენის "რაპიდის" 19 წლის მცველმა მაქსიმილიან ჰოფმანმა "დაუვიწყარი" დებიუტი მოიწყო და პირველივე შეხვედრის პირველივე წუთზე წითელი ბარათი დაიმსახურა. დებიუტანტმა გრაცის "შტურმის" ფეხბურთელი რობერტ ბერიჩი წააქცია, რომელიც ცარიელი კარის წინ იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ფეხბურთელის გაძევებისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ გაძევების შედეგად დანიშნული პენალტი "შტურმმა" გამოიყენა, შეხვედრა მაინც "რაპიდის" გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

აი, მეორე ავსტირულ გუნდს უდისციპლინობა ძვირად დაუჯდა - "ადმირა" "გრიოდის" 1:0-ს უგებდა, მაგრამ, საბოლოოდ, 1:7 წააგო, ხოლო მისმა მოთამაშეებმა სამი წითელი ბარათი მიიღეს, "ადმირას" კარში კი სამი პენალტი დაინიშნა. ავსტრიის ბუნდესლიგაში, 21-ე საუკუნეში, ასეთი რამ სულ მესამედ მოხდა. სხვა ორი გუნდი, ვისაც ერთ შეხვედრაში სამი ფეხბურთელი გაუძევეს "ზალცბურგი" (2000 წელს) და "შტურმი" (2005 წელს) არიან.

29 - წელი იყო გასული "ნიუ იორკ კოსმოსის" ბოლო ოფიციალური მატჩიდან, როდესაც პელეს ყოფილმა კლუბმა კვლავ ითამაშა და NASL-ის (აშშ-ს რიგით მეორე ლიგა) ეგიდით "ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსს" დაუპირისპირდა. 11 929 მაყურებლის წინაში გამართული მატჩი "კოსმოსის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. შეხვედრას ნიუ იორკული კლუბის ლეგენდები - პელე, ტეოფილო კუბილიასი და კარლოს ალბერტო ესწრებოდნენ.

ტრიბუნებზე იყვნენ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ჯორჯო კინალიას ოჯახის წევრებიც. შეგახსენებთ, რომ "ლაციოს" და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შარშან გარდაიცვალა.

"კოსმოსის" გარდა, აშშ-ში კიდევ ერთი ხმაურიანი დაბრუნება შედგა - ეროვნული ნაკრების ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი (35 გოლით), კლინტ დემპსი "ტოტენჰემიდამ" MLS-ში, კერძოდ "სიეტლ საუნდერსში" გადავიდა.

"სიეტლმა" 9 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც MLS-ის რეკორდი გახლავთ. ეს ტრანსფერი უთუოდ გაახარებდა გუნდის ქომაგებს, რომლებიც მთელი აშშ-ს მასშტაბით ყველაზე ერთგული გულშემატკივრის სახელით სარგებლობენ - "სიეტლის" თამაშებს საშუალოდ 40 520 მაყურებელი ესწრება.

26 - წლის წინ, "ხიმნასია ლა პლატას" წინააღმდეგ, თავისი სადებიუტი მატჩი დიეგო სიმეონემ ჩაატარა. კვირას, იმავე გუნდთან, პროფესიულ ფეხბურთში დიეგოს შვილის, ჯოვანი სიმეონეს დებიუტი შედგა, თუმცა მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - 26 წლის წინ, დიეგოს "ველეს სარსფილდი" "ხიმნასიასთან" 1:2 დამარცხდა. წააგო "რივერ პლეიტმაც" (0:1), რომლის რიგებშიც ჯოვანიმ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

არგენტინის ჩემპიონატის პირველი ტური ფორვარდების კარგი თამაშითაც გამოირჩა. 22 გოლიდან 12 თავდამსხმელებმა გაიტანეს, თანაც მაურო ობოლომ (გოდოი კრუსი), ლუკას პრატომ (ველესი), მარტინ კაუტერუჩიომ (სან ლორენსო), კარლოს ლუნამ (როსარიო) და სანტიაგო სილვამ (ლანუსი) დუბლები შეასრულეს.

11 - წელი და 23 მატჩი საშინაო მარცხის გარეშე აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში - კვირას, ეგვიპტური "ალ აჰლის" ეს საამაყო სერია "ორლანდო პაირეტსმა" დაასრულა, თანაც სამხრეთ აფრიკელებმა მეტოქეს ძალიან დამაჯერებლად, სამბურთიანი სხვაობით სძლიეს და აფრიკის XX საუკუნის საუკეთესო კლუბს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო მარცხი აგემეს.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მატჩი არა კაიროში, არამედ ქალაქ ელ გოუნაში იმართებოდა. ამ წაგების მერე, "ალ აჰლი" საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა - ორი ტურის შემდეგ, გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და მოსისხლე მტერ "ზამალეკთან" ერთად ბოლო ადგილს იყოფს, ჯგუფს კი 4-4 ქულით "ორლანდო პაირეტსი" და კონგოს "ლეოპარდსი" ლიდერობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: ფინალი, სარეკორდო თანხა და ფრანგული კოლექცია

მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
"შევალიე საფონოვზე ნიჭიერია, მაგრამ..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ მოსაზრება დააფიქსირა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
იქ, სადაც რაულის სახლია: ლეგენდა უნდა დაბრუნდეს...
ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓛᓘᓓᓘ-ᓛᓝᓓᓘ: ᓡᓐᓜᓐᓛ ᓡᓔᓖᓝᓜᓘ ᓒᓐᓮᓣᓠᓓᓔᓑᓐ
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ᓙᓐᓚᓩᓝ: ᓓᓘᓓᓘ ᓪᓕᓚᓘᓚᓔᓑᓔᓑᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠ ᓙᓚᓣᓑᓔᓑᓨᓘ
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
"ნაპოლის" ზაფხულში გუნდის ფორვარდი გამოემშვიდობება
"ნაპოლი" თანახმაა თავდამსხმელი ერთი პირობით გაყიდოს
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ბრაზილიამ კაპიტანი დაკარგა - კარლოს ალბერტო გარდაიცვალა
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა "კოსმოსში" გადაბარგდეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
"მილანი": მექსე დარჩა, ალექსი მიდის
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ ᓓᓐ ᓨᓐᓕᓘ ᓑᓐᓖᓐᓠᓘ - ᓔᓭᓕᓛᓘᓢᓐᓜᓘᓚᓘ ᓓᓣᓜᓒᓐ, ᓜᓔᓘᓛᓐᓠᓘᓡ ᓛᓐᓛᓐ ᓓᓐ ᓡᓮᓕᓔᓑᓘ
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. I ტური: ბევრი პენალტი და ბევრი წითელი
სერია A. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: იკარდის 100 და 50
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
ᓟᓔᓠᓔᓛᓘ ᓛᓔᓜᓔᓖᓘ "ᓛᓘᓚᓐᓜᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ - ᓤᓠᓐᓜᓒ ᓜᓐᓮᓔᓕᓐᓠᓛᓪᓕᓔᓚᓡ ᓞᓘᓞᓝ ᓨᓔᓮᓕᓓᓐ
სილვიო ბერლუსკონის შავი სია - ვინ წავა "მილანიდან"
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება