ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იგორ კოკოშკოვზე მეტად კალათბურთი არავის უყვარს

იგორ კოკოშკოვზე მეტად კალათბურთი არავის უყვარს

ვლადე დივაცის ვიზიტი საქართველოში
სერბული და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა, ვლადე დივაცს, ალბათ NBA-ში თამაშისას იშვიათად ჰქონდა ისეთი დატვირთვა, როგორიც საქართველოში სტუმრობისას. თუმცა, მისთვის ჩვეულად, ყველაფერს კარგად გაართვა თავი და დღის ბოლოსაც ისეთივე ენერგიული იყო, როგორც "ლეიკერსის" მაისურით ამა თუ იმ მატჩის გადამწყვეტ მომენტში.

თუმცა, ვიდრე გუშინდელ დღეზე ვილაპარაკებდეთ, გეტყვით, რომ დივაცი საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცად აირჩიეს. იგი თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. დივაცის სტუმრობის მიზანი ორი ოლიმპიური კომიტეტის მეტად დაახლოება და სერბი პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს უკეთ გაცნობა იყო. მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ თბილისი 2015 წელს, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის. მთავარი კონკურენტი ჩეხეთის ქალაქი ბრნოა. მართალია, ვლადე დივაცი ოფიციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩამოსულა, მაგრამ ქართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კარგად გაეცნო, აქაურობა იმდენად მოეწონა, რომ, როცა მასპინძელი ქალაქის არჩევაზე მიდგება საქმე, ალბათ სიტყვასაც შეგვაწევს.

ახლა, თბილისსა და მცხეთაში მოტრიალე ვლადე დივაცს გავყვეთ. იგი აეროპორტში 12 ნოემბერს, გამთენიისას 4 საათზე დაეშვა და სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდა, თუმცა გამოსაძინებლად ვერ მოიცალა, 10:30 საათზე ძიუდოს კომპლექსი მოინახულა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და ძვირფასი საჩუქარიც მიიღო - მის ზომაზე (დივაცი 212 სმ სიმაღლისაა) შეკერილი კიმონო, წარწერით - დივაც.

დილასვე სერბმა ლეგენდამ საქართველოს პირველ დედაქალაქ მცხეთას მიაშურა და იმდენად მოიხიბლა, რომ გულახდილად თქვა: საქართველოს ახლო მომავალში აუცილებლად ვესტუმრები, ოღონდ მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად და დასათვალიერებლად.

მცხეთიდან დაბრუნებული სტუმარი საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო და საჩუქრები გადასცა. შეხვედრიდან სერბი აღფრთოვანებული გამოვიდა. შემდეგ მას თბილისის მერმა გიგი უგულავამ უმასპინძლა, რასაც საქართველოს პარამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ვიზიტი მოჰყვა. ვლადე დივაცმა ამ შეხვედრების შესახებ სპორტის სამინისტროში სტუმრობისას ილაპარაკა: "საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ. ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, თუმცა მანამდეც არაერთ თქვენიანს ვიცნობდი. მნიშვნელოვანია ერთი რამ - მთავრობა სპორტის განვითარებაზე სერიოზულად ზრუნავს. ვფიქრობ, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს".

სამინისტროში სტუმარი მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა, რომელმაც აუხსნა, რომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ქართველთათვის დიდი პატივი და ამავე დროს სერიოზული პასუხისმგებლობაა: "რაც აქამდე ვითავეთ ყველაფერი ბოლომდე კარგად შევასრულეთ. იმ დროისთვის, როცა ოლიმპიური ფესტივალი იგეგმება, საქართველო ღირსეულად სამასპინძლოდ ყოველმხრივ მზად იქნება. საქმეში მხოლოდ ერთი სამინისტრო როდი იქნება ჩართული, ყველა სტრუქტურის მობილიზება მოხდება".

თავის მხრივ, ვლადე დივაციმა დასძინა: "ვაცნობიერებ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ სახის ღონისძიების მასპინძლობას, თქვენი ქვეყნის შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებს მეგობრებსაც გადავცემ. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით..."

სპორტის სამინისტროდან სერბეთის ეოკ-ის პრეზიდენტი სპორტკომპლექს "ოლიმპიკის" მოსანახულებლად გაემგზავრა, იქიდან კი სპორტის სასახლეს მიაშურა. არენის გარეთ მას არაერთი გულშემატკივარი დახვდა, ხოლო დარბაზში შესულმა ჯერ ზემოთ აიხედა (სპორტის სასახლის მასშტაბებით აშკარად მოიხიბლა), შემდეგ პიჯაკი გაიხადა და ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად მოედნის ცენტრიდან ბურთი ფართან ზურგით მდგომმა ისროლა, რასაც მოჰყვა საჯარიმოები და სამახსოვრო ფოტოები, ავტოგრაფები. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელების გარდა, სპორტის სასახლის მოედანზე ლეგენდარული სერბის გვერდით იყო თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი. დივაცმა სასახლეშივე გაიცნო ვლადიმერ ბოისას უმცროსი ძმა ანატოლი.

დარბაზის გასასვლელში ბატონ ვლადს საქართველოს ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვის შესახებ ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.

- იგორი ჩემი მეგობარია, შესანიშნავი პიროვნებაა. მან კალათბურთის შესახებ ძალიან ბევრი იცის და რაც მთავარია, დღითი-დღე პროგრესირებს. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, იგორზე მეტად უყვარდეს კალათბურთი. მერწმუნეთ, თქვენი ნაკრები საიმედო მწვრთნელის ხელშია. ეს შედეგებიდანაც ჩანს - საკალათბურთო ამბებს თვალ-ყურს ინტენსიურად ვადევნებ და ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. იგორსაც და თქვენც წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ, საინტერესო კალათბურთს შემოგვთავაზებთ. შევხვდებით ლიტვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა