"ტრავმირებული" რუნი ინგლისის ნაკრებშია
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ თამაშობს და ოფიციალურად ამის მიზეზად ტრავმა სახელდება. 27 წლის ფეხბურთელს ძირითად გუნდთან სრულფასოვნად ჯერ არ უვარჯიშია.

მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ის შოტლანდიის წინააღმდეგ მოსამზადებელ შეკრებაზე გამოიძახა. მასმედიაში მაშინვე გაჩნდა ცნობები, რომ "იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი რუნის გამოძახებამ გააღიზიანა. თუმცა ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

ჰოჯსონის თქმით, ის ნაკრების ვიცე-კაპიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ათამაშებს, თუკი ის დატვირთვისთვის 100%-ით იქნება მზად. საკითხავია, როგორ შეიძლება ფეხბურთელი კვირას ტრავმის გამო სუპერთასის განაცხადშიც კი ვერ მოხვდეს და ოთხშაბათს იდეალურად მომზადებული შეხვდეს.

"გადაწყვეტილება რუნის გამოძახებაზე ჩემსა და მოიესს შორის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ უკვე წლებია, ვმეგობრობთ და მას, როგორც მწვრთნელს, ჩემი ნამდვილად სხვებზე უკეთ ესმის. ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ოთხი თამაში დარჩა ჩასატარებელი.

ბიჭები ერთად უკანასკნელად სამი თვის წინ ვნახე ბრაზილიასთან მატჩზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კიდევ ერთხელ შეკრება, მიუხედავად იმისა, ვინ მოხვდება ძირითადში, ვინ შეცვლაზე შევა, ვინ საერთოდ ვერ ითამაშებს. ამ ეტაპზე მთავარია, 2-3 დღე ერთად გავატაროთ. რუნი გამოცხადდება შეკრებაზე, ჩვენი ექიმები მას შეამოწმებენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. ნამდვილად არ ვაპირებთ რისკზე წასვლას და "იუნაიტედში" უკან ტრავმირებული მოთამაშის დაბრუნებას," - განაცხადა ჰოჯსონმა.

ტრავმირებული შეგირდის ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა დევიდ მოიესმაც:

"ამ თემაზე წინა კვირაში ჰოჯსონთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მოგეხსენებათ, უეინი ბოლო პერიოდში ნატკენ მხარს მკურნალობდა და სრულ დატვირთვას ვერ უძლებდა. მას მხოლოდ ისეთი ვარჯიშების კეთების უფლება ჰქონდა, სადაც თანაგუნდელთან კონტაქტი გამორიცხულია. რუნიმ შაბათს ჯერ ძირითად გუნდთან ივარჯიშა, შემდეგ კი ინდივიდუალურადაც.

"უიგანთან" მატჩისთვის მისი მწყობრში ჩადგომა ვერ მოესწრო. რაც შეეხება ნაკრებს, შესაძლოა, იქამდე მოიკეთოს კიდეც. თუკი რუნი ამისთვის მზად იქნება, იმედია, ჰოჯსონი 90 წუთს მისცემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა