11 აგვისტოს ლანჩხუთის ცენტრში, პოლიციის რაიონული სამმართველოს წინ შეხლა-შემოხლა იყო, რომელშიც "გურიის" ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ
11 აგვისტოს, 01:00 საათზე გვაცნობეს, რომ ლანჩხუთის ცენტრში, პოლიციის რაიონული სამმართველოს წინ შეხლა-შემოხლა იყო, რომელშიც "გურიის" ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.

როგორც გვითხრეს, მცხეთიდან, "ვიტ ჯორჯიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ლანჩხუთში დაბრუნებული გუნდის მიკროავტობუსს შემთხვევის ადგილამდე 100 მეტრით ადრე შეჩერება მოსთხოვეს "გურიის" იმ წევრებმა, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული აქვთ, მაგრამ დავალიანების გაუსტუმრებლობისა და გუნდიდან გაშვებული 7 ფეხბურთელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თამაშზე უარი თქვეს.

როგორც ირკვევა, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მიკროავტობუსი პოლიციის წინ შეაჩერა.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას "გურიის" 4 ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი და მთავარი მეგოლე გიგა კვერენჩხილაძე, კობა შალამბერიძე, ლაშა ჯანგიძე და გიორგი ძაძამია სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ. მატჩზე წაუსვლელობის გამო კლუბი თურმე მათ დასჯას აპირებს. ამ ოთხეულის განაწყენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნებოდა, თუმცა ისინი ასევე უკმაყოფილონი იყვნენ იმ თანაგუნდელების ქმედებით, რომლებთან ერთადაც გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს, მათ კი "გურიის" 14 წევრს სოლიდარობა არ გამოუცხადეს და "ვიტ ჯორჯიასთან" სათამაშოდ წავიდნენ.

მცხეთიდან მიკროავტობუსს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოჰყვა (მატჩის მეორე დღეს დასვენებაა და ზოგი მათგანი საკუთარ ქალაქში დარჩა). სამაგიეროდ, გუნდთან ერთად იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები - ნუგზარ ჩხაიძე და ნუგზარ ცინცაძე. ფეხბურთელებს სწორედ მათთან მოუხდათ შელაპარაკება, თუმცა, როგორც გვითხრეს, ძალადობა არ ყოფილა.

თუმცა მოთამაშეები მაინც დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როგორც ჩანს, ფეხბურთელებს პრეტენზია აქვთ თანაგუნდელებთან, რომლებმაც მცხეთაში ითამაშეს. ამას გარდა, რაღაც პირადი საკითხიც იყო, როგორც ჩანს. მე ამ ავტობუსში იმის გამო მოვხვდი, რომ გამგებელს გავყევი თამაშზე მცხეთაში. ბატონი ზაზა თბილისში დარჩა და მე კი გუნდთან ერთად წამოვედი", - გვითხრა პოლიციიდან გამოსულმა ნუგზარ ჩხაიძემ.

მისი გამოსვლის შემდეგ გავიგეთ, რომ ფეხბურთელებს აუცილებლად დააკავებდნენ და რადგან კვირა უქმე დღეა, მათ საქმეს სასამართლო ორშაბათს განიხილავდა. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - დაახლოებით 05:00 საათისთვის ოთხივე ფეხბურთელი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წყალმინდაში გადაიყვანეს და უკან მობრუნებულები ხელწერილით გაათავისუფლეს.

თუმცა სამშაბათს სასამართლო მაინც იქნება. სავარაუდოდ, ფეხბურთელებს 100-100 ლარით დააჯარიმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - ვიტელთა ახალი ჯანი: ლობ-ჯან-იძე

vaso
გამიხდნენ ძველი ბიჭები ეგ *** მიდით ბურთი გააგირეთ და გუნდს პატივი ეცით თქვე ***
emigranti
ე ბიჭო განაბობა თუ გინDოდათ რაგას ინომრავDით თავს
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია" ხობის "კოლხეთთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა
გიგა კვერენჩხილაძე ბათუმის "დინამოდან" ისევ ლანჩხუთის "გურიაში" დაბრუნდა
I ლიგა. I წრის შეჯამება. B ზონა: ძველ-ახალი სახეები
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]
დინამო(თბ)-შუქურა 1:1 - სენსაცია ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ეროვნული ლიგა 2. VI ტური: "გაგრა" პირველად დამარცხდა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა