ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი ყველაფერს უხარისხო ხორცით კვებას აბრალებს
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილი ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი ალბერტო კონტადორი კმაყოფილია იმით, თუ როგორ მიჰყავს მისი საქმის გამოძიება ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციას. გარდა ამისა, ესპანელმა ველომრბოლმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადვოკატად შვეიცარიელი როკო ტამინელი აირჩია.

"ჩემი საქმე ფედერაციაში მოხვდა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე სულ მალე დაიძვრება", - ამბობს ესპანელი გაზეთ AS-თან კომენტარში.

იურისტი ტამინელი ცნობილია იმით, რომ ადრე იტალიელი ფრანკო პელიცოტი გაამართლა, რომელსაც ასევე აკრძალული პრეპარატის მოხმარებაში ადანაშაულებდნენ. როგორც ჩანს, კონტადორის მხარე ადრე გაჟღერებულ ვერსიაზე იმუშავებს, რომლის მიხედვითაც სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი უხარისხო ხორცის მიღების შემდეგ მოხვდა.

"საკვებში დოპინგის მოხვედრა - ერთადერთი რეალური ვარიანტია. ჩვენ მთელ მსოფლიოში გამოვაქვეყნებთ სამეცნიერო კვლევის შედეგებს, რომელიც ამ ვერსიას დაადასტურებს. მჯერა, რომ კონტადორს გაამართლებენ. ნურავინ შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ესპანეთში არ არსებობს ტოქსიკური ხორცი, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ კანარის კუნძულებზე აგორდა სკანდალი, რომელიც კლემბუტეროლის უკანონო რეალიზაციას უკავშირდება", - ამბობს ესპანელი ველომრბოლის ადვოკატი.

მოკლედ კონტადორი და მისი ადვოკატი იმედიანად არიან განწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით ტურ დე ფრანსის 1998 წლის ჩემპიონ პედრო დელგადოზე. ესპანელი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩება. დელგადოს აზრით, სასჯელის ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი თვე იქნება.

"კონტადორმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა თავის ჯანმრთელობას. სისხლში კლენბუტეროლის არსებობა - დანაშაულია და ის ნებისმიერ შემთხვევაში ისჯება. პირადად მე მისი წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს არ გამოვიტანდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ვფიქრობ ალბერტოს ნახევარწლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ. ეს კი მას მომავალ სეზონში წარმატების ნაკლებ შანსს დაუტოვებს", - მოჰყავს "მარკას" დელგადოს სიტყვები.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა