შეჯიბრების პირველი ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრები გამართეს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გათამაშება ელიტურ, პირველ დივიზიონში მომავალ უქმეებზე დაიწყება.

შეჯიბრების პირველი ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრები გამართეს.

მომავალი სეზონისთვის ასევე აქტიურად ემზადებიან მეორედივიზიონელებიც.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებულმა, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" ინგლისურ "გლოსტერს" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო - 42:17.

ჩვენებურთა გუნდმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა. აქედან ორი ინგლისელი ლეგიონერის, დელონ არმითიჯის ანგარიშზეა.

"ტულონმა" მოსამზადებელი პერიოდი, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა საქმეში თითქმის ყველა გამოსცადა.

ტულონელებმა ყველა საკონტროლო შეხვედრა მოიგეს, თუმცა რამდენად მზად არიან ისინი, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის რეალურად იბრძოლონ, პირველივე ტურის მატჩში გამოჩნდება, რომელშიც "ტულონი" სტუმრად დაუპირისპირდება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს".

"გლოსტერთან" მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ, პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.

"მონპელიე" თავის მხრივ კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს, "ლესტერ ტაიგერზს" შვეიცარიაში, ჟენევაში დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 52:15 დაამარცხა.

მონპელიელებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. აქედან სამი ლუკას დუპონმა, ხოლო ორი იოან არტრუმ მიითვალა. ფაბიენ გალტიეს გუნდმა შესანიშნავი სანახაობა გაუმართა შვეიცარიელ მაყურებლებს, რომლებიც რაგბიში დიდად გაცნობიერებულნი არ არიან.

ნარიაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, გორგოძე ტრავმირებულია და გუნდს ოქტომბრის დასაწყისამდე ვერაფრით დაეხმარება.

საკმაოდ საინტერესო და უხვლელოიანი გამოდგა საფრანგეთის ჩემპიონის, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დაპირისპირება ირლანდიურ "ქონოთთან", რომელშიც გამარჯვებას ჩვენებურის გუნდმა მიაღწია - 43:31. ორივე გუნდმა ჯამში ათი ლელო გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ქონოთი" სულაც არ არის ირლანდიის საუკეთესო გუნდი. ამიტომ მისგან ამდენი ქულის მიღება "კასტრის" მესვეურებისთვის დაფიქრების საბაბი უნდა გახდეს.

როგორც ჩანს, კასტრელებს, მიუხედავად იმისა, რომ სამივე საკონტროლო მატჩი მოიგეს, დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ. ფეიქრიშვილს არ უთამაშია.

საფრანგეთის ჩემპიონატში პირველობის სერიოზული პრეტენზია ექნება დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს", რომელიც სეზონის წინ საგრძნობლად მოღონიერდა.

ამ გუნდს საკმაოდ მდიდარი მეპატრონე ჰყავს, რომელმაც ახალი სტადიონის მშენებლობა წამოიწყო.

საგულისხმოა, რომ "მეტრო რასინგი" ყველაზე ძველი ფრანგული კლუბია და, მიუხედავად ამისა, მას თავისი სტადიონი არ გააჩნია.

პარიზელები საკონტროლო მატჩში ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ჰარლიქვინზს" ჟენევაში დაუხვდნენ და 40:28 დაამარცხეს. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ შეხვედრა დაძაბული და უხვლელოიანი გამოდგა. ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

კიდევ ერთ ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებაში ისევ ფრანგებმა იმარჯვეს. დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" ლონდონის "ვოსფსს" 36:27 მოუგო.

"ვულკანებისთვის" წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით მძიმე იქნება. ჩემპიონატში კონკურენცია იზრდება.

ამასთან ერთად, მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი ვერნ კოტერი გუნდს ბოლო სეზონში დამოძღვრავს, რის შემდეგაც შოტლანდიაში გადაბარგდება ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცად.

ზირაქაშვილმა ერთი კვირის წინათ გამართულ საკონტროლო მატჩში ტრავმა მიიღო და არ უთამაშია.

სავარაუდოდ, პირველ დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს", რომელმაც ბოლო საკონტროლო შეხვედრაში სტუმრად წააგო ბასკურ "ბიარიცთან" -15:22.

ასეთივე მიზანი ექნება, ალბათ, წლეულს ელიტაში დაბრუნებულ გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივს", რომელმაც მეორე დივიზიონის ბინადართან, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" გამართა შეხვედრა და 17:7 დაამარცხა. შველიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

როგორც უკვე ვთქვით, საკონტროლო შეხვედრებს მეორედივიზიონელებიც მართავენ, რომლის გათამაშებაც სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.

"ყველაზე ქართულმა" ფრანგულმა კლუბმა, კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" არმან ვაკერენის სახელობის ტრადიციულ ტურნირში ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" მოუგო - 30:21.

ალბელთა შემადგენლობაში მხოლოდ ვახტანგ მაისურაძემ და ალექსანდრე თოდუამ ითამაშეს, რომლებიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. ორიაკელთა რიგებში კი ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა.

წლეულს პირველ დივიზიონში აღზევების რეალური კანდიდატი იქნება გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც თამაზ მჭედლიძის "ბურგ ან ბრესს" მოუგო - 35:6.

კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, კოლელიშვილი და მჭედლიძე განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ჩხაიძის "ტარბმა" კელტთა ლიგაში მოასპარეზე იტალიურ "ზებრესთან" წააგო - 17:20. თორნიკე ლომიძის "ოში" კი თანადივიზიონელ "პოსთან" ვერას გახდა - 7:28.

საკონტროლო მატჩები

ალბი-ორიაკი 30:21, ბურგ ან ბრესი-ლიონი 6:35, პო-ოში 28:7, კასტრი-ქონოთი 43:31, ტარბი-ზებრე 17:20, ბიარიცი-ბორდო 22:15, ბრივი-ლა როშელი 17:7, კლერმონი-ვოსფსი 36:27, დაქსი-მონ დე მარსანი 15:14, ტულონი-გლოსტერი 42:17, მონპელიე-ლესტერ ტაიგერზი 52:15, მეტრო რასინგი-ჰარლიქვინზი 40:28.

16 აგვისტო

ბეზიე-ნარბონი, ორიაკი-ალბი, ოში-კარკასონი, ლიონი-ბურგუენი, ტარბი-კოლომიე, დაქსი-პო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად