23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდ მონღოლ ჰაკუჰოს ხვდება

2007 წლის ივლისიდან მოყოლებული, ბაშოს პირველი დღის განრიგს ისე ადგენენ, რომ "დიდ ჩემპიონს" პირველად დასავლეთის კომუსუბი დაეჭიდოს. იაპონელებმა ამჯერადაც არ უღალატეს ტრადიციას და ხვალ, წლის უკანასკნელი სუპერტურნირის პირველ დღეს 23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდ მონღოლ ჰაკუჰოს ხვდება. იაპონიაში ამ ბრძოლას დიდი ინტერესით ელიან - 25 წლის მიონხბატ დააჯარგალი (იგივე ჰაკუჰო) ზედიზედ 62 შეხვედრაა, რაც ბეჭდაუდებელია, ტოჩინოშინი კი ერთ-ერთი იმათგანია, ვისგანაც სენსაციას ელიან.

ჩვენებურს ჯერჯერობით ჰაკუჰოს დამარცხების ექვსივე ცდა ჩაუფლავდა [იხილეთ ვიდეო], თუ არ ჩავთვლით ოფიციალურ ვარჯიშებს ან საჩვენებელ ტურნირებს, ლევანისთვის იოკოძუნას დაგდება ჯერაც აუხდენელი ოცნებაა. ჰაკუჰომ ქართველს ორ-ორჯერ იორიკირითა და უვატენაგეთი აჯობა, თითოჯერ - იორიტაოშით და სუკუინაგეთი. ხვალინდელი შეხვედრა ტოჩინოშინის კარიერაში 325-ე იქნება. მოკლედ, ფუკუოკას პრეფექტურაში დღეს საინტერესო ორთაბრძოლა გველის, რანგით მე-9 რიკიში პირველის წინააღმდეგ.

აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კოკაი (ლევან ცაგურია) კიუშუს ბაშოს მე-5 მაეგაშირა იოშიკაძესთან ორთაბრძოლით იწყებს. ესენი ერთმანეთის ძველი მოქიშპეები არიან, თანაც თანაბარძალოვანნი - 7:7-ია ურთიერთშეხვედრებში. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) უმაღლეს დივიზიონში მესამედ ჭიდაობს. მისი პირველი მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმაა, რომელიც იატაკქვეშა ტოტალიზატორში ფსონების დადების გამო დასაჯეს და ძურიოში დააქვეითეს, თუმცა უკან "ერთი ამოსუნთქვით" დაბრუნდა. გასაკვირი არაა, რომ თითქმის დებიუტანტი გაგამარუ იაპონელს პირველად ხვდება.

ცნობილია ქართველთა მეტოქეების ვინაობა კიუშუს ბაშოს მეორე დღესაც. ტოჩინოშინი ოძეკი ჰარუმაფუჯის შეხვდება, კოკაი - მე-7 მაეგაშრა კოტოკასუგას, ხოლო გაგამარუ - მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას. კისრის ტრავმის გამო ბაშოზე ვერ გამოვა უმაღლესი დივიზიონის ყველაზე დაბალი რანგის რიკიში ჰოკუტორიკი (მე-17 მაეგაშირა). ასე რომ, მას ძურიოში დაქვეითება არ ასცდება. შეგახსნებთ, რომ წლის უკანასკნელი ბაშო ფუკუოკას "კოკუსაი ცენტრში" 14-28 ნოემბერს გაიმართება.

I დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი; კოტოოშუ-არანი; ბარუტო-კისენოსატო; ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ; კაიო-ამინიშიკი; ტოჩიოძანი-ასასეკირიუ; კაკურიუ-ჰომაშო; კიტატაიკი-ჰაკუბა; ტაკეკაძე-ვაკანოსატო; იოშიკაძე-კოკაი; ტოკუსეგავა-კოტოკასუგა; კიმურაიამა-ტამავაში; შიმოტორი-კიოკუტენჰო; ტოიონოშიმა-გაგამარუ; ტოსაიუტაკა-მოკონამი; ტოკუტენკუ-ტაკამისაკარი; ბუშუიამა-სოკოკურაი; ტოჩინონადა-გოეიდო; მიაბიამა-კორიუ; კასუგაო-შოტენრო; ოკინოუმი-ვაკაკოიუ.

barnaba
ნეტა თუ არ სცხვენია ამას უკანალში ამოჩრილი ტანგათი რომ ტიტლიკანობს:(რა შეუფერებელია ქართველი ვაჟკაცისათვის:(
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა