ქართველი კალათბურთელი იტალიელ ჟურნალისტს "კანტუზე", იტალიაზე, საქართველოსა და ევრობასკეტზე ესაუბრება
იტალიაში ტრენტოს საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას იქაურმა ჟურნალისტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველოს ნაკრებს.

ზაზა ფაჩულიას არყოფნაში გუნდის კაპიტან მანუჩარ მარკოიშვილთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერეს, რომლის ავტორი ფაბრიციო პროვერა მანუსთან დიალოგს საფუძვლიანად მომზადებული შეხვდა.

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ფაბრიციო მარკოიშვილს მანამდეც იცნობდა ("კანტუდან") და საქართველოთი მანამდე დაინტერესდა.

ხშირად თარგმნისას ინტერვიუს შესავალს ვაცილებთ და მხოლოდ კითხვა-პასუხს გთავაზობთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი შესავალიც ძალიან საინტერესოა.

"ქართველთა წინაპრად ლეგენდარული ქართლოსი ითვლება, რომელიც თარგამოსის შვილი იყო.

თავის მხრივ, ქართლოსის შვილები გახლდნენ მცხეთოსი, კახოსი, კუხოსი... თავის მხრივ, მათი შთამომავალია მანუჩარ მარკოიშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

მეომრის ხასიათმა იგი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად აქცია.

ეს მან დაანახვა "ბენეტონის", "ოლიმპიას", "კიევის", "კანტუსა" და "გალათასარაის" ქომაგებს. თუმცა იგი მხოლოდ ტყავის ბურთთან მოპყრობით როდია გამორჩეული - მზიანი ხასიათი აქვს, რასაც დღევანდელ მსოფლიოში არცთუ ხშირად შეხვდებით.

2013 წლის 27 იანვარს მანუმ, "გალათასარაიში" წასვლის წინ, "კანტუში" ბოლო მატჩი ჩაატარა. ისიც და ქომაგიც ძალიან გულდაწყვეტილნი იყვნენ, რომ კავშირის გაწყვეტა მოუწევდათ.

რეკალკატის, რივას და მარძაროტის გვერდით, "კანტუს" დარბაზს ამშვენებს მანუჩარ მარკოიშვილის პოსტერი, ნიშნად იმისა, რომ ერთ ეპოქაში ამ გუნდის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა.

...და ექვსი თვის შემდეგ მანუჩარი კვლავ იტალიაშია, საქართველოს ნაკრებთან ერთად ტრენტოს ტურნირზე სათამაშოდ ჩამოვიდა.

- "კანტუს" მაისურით ბოლოს 27 იანვარს "რომასთან" მატჩში მიიღე მონაწილეობა. რა გრძნობა დაგეუფლა, როცა მატჩი დამთავრდა?

- ბოლო ტყორცნა ვერ ჩავაგდე და ამის გამოც გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ მაშინ "გალათასარაისთან" კონტრაქტი გაფორმებული არა მქონდა და ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, შედგებოდა თუ არა ტრანსფერი.

- "კანტუში" 2009 წელს ჩაირიცხე. რა გახსენდება იმ დროიდან ყველაზე მეტად?

- თავდაპირველად დაველაპარაკე მთავარ მწვრთნელ ანდრეა ტრინკიერის, რის შემდეგაც მივხვდი, რომ გუნდსაც სურდა წინსვლა და ამის საშუალება მეც მომეცემოდა.

მანამდე სლოვენიასა და უკრაინაში ევროლიგასა და ევროთასზე გამოვდიოდი და მივხვდი, რომ იყო დრო ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში, იტალიაში სათამაშოდ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორად შევარჩიე დრო, ადგილი და ხალხი.

- მანუჩარ მარკოიშვილის პოსტერი ლეგენდების, რივას და მაძაროტის გვერდით გამოიკიდა. რას იტყვი ამის შესახებ?

- ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, თუმცა თავს მათსავით ძლიერად არ ვთვლი.

- კანტუელი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ იქ რაღაცა უნიკალური შექმენი. რატომ ფიქრობენ ასე?

- "კანტუში" ბევრ კალათბურთელს უთამაშია. ჩემზე ძლიერებიც ყოფილან, მაგრამ მნიშვნელოვანია გააანალიზო, რას ნიშნავს ამ გუნდის ფორმა ქომაგისთვის და შენთვის.

ბევრი მატჩი ჩამიტარებია ცუდად, მაგრამ არასოდეს დამიზოგავს თავი, ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვხარჯავდი.

- 2002 წელს 16 წლის ასაკში დიდ "ბენეტონში" მოხვდი. რას ნიშნავდა ასეთ გუნდში თამაში?

- ახლა ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი კალათბურთელები იყვნენ თავმოყრილნი. მაშინ მორცხვი ბიჭი ვიყავი, ვცდილობდი, თითოეული შანსი ბოლომდე გამომეყენებინა.

დიდ პატივს ვცემდი საკალათბურთო კერპებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი - გარბახოსა, პიტისი, ნიკოლა, ლონჩარი... მათთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

მაგალითად, პიტისი ქარიზმატული კალათბურთელი იყო და ხუმრობით ამბობდა, შენი მამა ვარო.

მაშინ მართვის მოწმობა არ მქონდა, დარბაზში ლონჩარს მივყავდი და როცა წვრთნის დასრულების მერე ნახევარ საათს ან მეტს გადავაჭარბებდი, გამოჩნდებოდა ვინმე, რომელსაც სიამოვნებით მივყავდი სახლში.

- იტალიამ რა შეცვალა მოთამაშე მარკოიშვილში?

- "ბენეტონში" დავინახე, როგორ შეიძლებოდა კალათბურთელად ჩამოყალიბება. გამოცდილების მატებასთან ერთად კარგად ვხედავდი, რომ წარმატება გუნდის კონცეფციას მოაქვს და უნდა მემუშავა ისე, რომ სწორედ ამ კონცეფციას მოვრგებოდი სათანადოდ.

- "ბენეტონის" მაშინდელმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ თავის წიგნში დაწერა: "კალათბურთელები ყოველთვის ითხოვენ დიდ სათამაშო დროს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თუ ამ სათამაშო დროს გუნდისთვის არ გამოიყენებენ, წუთსაც ვერ მიიღებენ და მწვრთნელის ნდობასაც დაკარგავენ".

- მესინა ყოველთვის მართალია. მახსოვს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას აქცევდა.

- იტალიამ რა კუთხით შეცვალა მარკოიშვილი?

- ევროპის არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია. ვცდილობდი, ყველგან კარგად გავცნობოდი იქაურობას და ამეთვისებინა ყველაფერი კარგი. რაც შეეხება კანტუს, პატარა ქალაქია, სადაც ყველა გიცნობს, ხალისით გელაპარაკება და ხვდები, რომ შეხვედრა უხარია.

- ახლა "გალათასარაიზეც" გვითხარი...

- ახალ გუნდში ყველაფერი იოლად როდი ეწყობა. დავთანხმდი განსხვავებულ როლს. "გალაში" ჩემს გვერდით ბევრი უმაღლესი დონის კალათბურთელია და თუ ვერ ითამაშებ, იოლად შეგცვლიან.

თუმცა დროთა განმავლობაში ვისწავლე წუთების მაქსიმალურად გამოყენება, მიუხედავად იმისა, მიმდიოდა ტყორცნა თუ არა. მოვიგეთ თურქეთის ჩემპიონატი, თუმცა შეიძლებოდა, გუნდს ეს მარკოიშვილის გარეშეც გაეკეთებინა.

- მომავალი სეზონი "გალათასარაის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება...

- მართალია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ევროლიგაში კარგად გამოვიდეთ. ვიმედოვნებ, მართლაც ძლიერი გუნდი გვეყოლება.

- როცა ევროლიგაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ "კანტუს" არენაზე მოპოვებული გამარჯვებები "მაქაბისთან", "ოლიმპიაკოსთან", "ჟალგირისთან", ბოლო წუთებამდე მიყვანილი თამაში "ბარსელონასთან"...

- დიდებული იყო. ყოველთვის კარგად მახსენდება "კანტუს" თამაშები და მით უმეტეს, ის შეხვედრები, რომლებშიც ევროპის წამყვანი გუნდები გვყავს დამარცხებული.

- ანდრეა ტრინკიერისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა...

- ორი ან სამი სიტყვა მასთან ურთიერთობის განსამარტავად საკმარისი არ არის. იგი ძალიან თბილი ადამიანია. მახსენდება "კანტუში" გატარებული პირველი წელიწადი.

როცა დაბრკოლებების წინაშე დავდექი, ანდრეამ ვახშამზე დამპატიჟა და ამიხსნა, რაზე უნდა მომეხდინა ფოკუსირება. მას მერე შევიცვალე და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. პროფესიულად ზრდაში დიდი წვლილი ტრინკიერიმ შეიტანა.

- 2012 წლის პლეი ოფში მიკოვისა და შერმადინის ტრავმების შემდეგ ანდრეამ თქვა - გუნდისთვის ყველაფერი მარკოიშვილია, ავტობუსის მძღოლიაო...

- როცა კაცი ხელს გამოგიწოდებს, უკან არ უნდა დაიხიო. ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შენი შესაძლებლობების ფარგლებშია.

- რამდენიმე კვირის წინათ ტრინკიერიმ თქვა: დღეს ევროპაში კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია იყოს ისეთივე დომინანტი, როგორიც საშა დანილოვიჩი, შენ ხარ...

- მენტალურად დანილოვიჩზე მყარი კალათბურთელი ევროპაში იშვიათია. მისი თამაში მხოლოდ "იუთუბზე" მაქვს ნანახი და ესეც საკმარისია შთაბეჭდილების შესაქმნელად.

სასიამოვნო იქნებოდა, მისი დონის კალათბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი. მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ მენტალურად ზრდას. წლების მატებასთან ერთად ეს საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოვლენაში გეხმარება.

- იტალიის ნაკრების კალათბურთზე რისი თქმა შეგიძლია?

- ძალიან კარგად გაწვრთნილი, სტაბილური და მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ.

მარკო ბელინელი კალათს თავისუფლად არგებს გასაღებს, შთამბეჭდავად ითამაშა დატომემ.

საერთოდ კი, იტალია გუნდური გარჯით გამოირჩევა. ბარნიანის დაბრუნება გუნდს ერთიორად გააძლიერებს.

- და საქართველო?

- წამყვანი კალათბურთელების გარეშე ვთამაშობთ. ვერ გვეხმარებიან ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. იტალიასთან შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპის პირველი თამაში იყო და ნამდვილად არ ვღელავ არც წაგებაზე, არც არადამაკმაყოფილებელ თამაშზე.

ევროპის ჩემპიონატამდე თითქმის ერთი თვეა და საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად არაერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს.

- კარგად დაბალანსებული გუნდი გყავთ?

- ასე ვფიქრობ. ესპანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და საბერძნეთს უმაღლესი დონის გუნდები ჰყავთ და შეიძლება მათთან ვერ გავთანაბრდეთ, მაგრამ საქართველო ბრძოლისუნარიანი ნაკრებია და ძალიან მინდა, დავიმსახუროთ ღირსეული ადგილი წამყვან ევროპულ საკალათბურთო ქვეყნებს შორის.

- რა არის მარკოიშვილის ოცნება?

- ევროლიგის ფინალში თამაში. თუ ფინალს მიაღწევ, დიდი შანსია, გაიმარჯვო კიდეც. "ბენეტონთან" ერთად 2003 წელს ევროლიგის გადამწყვეტ მატჩში "ბარსელონასთან" დავმარცხდი.

- არის ალბათობა, რომ ერთ დღესაც "კანტუს" მაისურა მოირგო?

- შეიძლება დავბრუნდე. თუ ოდესმე კიდევ ჩავიცვამ "კანტუს" ფორმას, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული. დღეს მხოლოდ ტურისტის სტატუსით ჩამოვალ კანტუში, ხვალ, ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილი: საქართველოს მიზნები ევრობასკეტზე არ შეცვლილა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
მანუჩარ მარკოიშვილი: იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ
"გალათასარაის" "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენა სურს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
გიორგი შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება "კასერტასთან"
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
იტალიურმა "კანტუმ" მანუჩარ მარკოიშვილს ვარსკვლავი გაუხსნა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
თორნიკე შენგელიას 11-მა ქულამ "ბასკონია" მარცხისგან ვერ იხსნა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
გიორგი შერმადინის 10 ქულა და "კანტუს" გამარჯვება "ვანოლისთან"
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ანდორაში" ითამაშებს