...სპორტსმენს პირდაპირ უთხრეს, რომ ვაჰაბისტებთან მეგობრობის გამო ნაკრების არასასურველი წევრია. მას წვერის გაპარსვა შესთავაზეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა
ჭაბუკებში ევროპის ორგზის პრიზიორ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძეს (ახალგაზრდული ნაკრების წევრი) უშიშროების სამსახურები ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც სპორტსმენის მეგობარი თემურ ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან.

"თვითონ ფირუზი ვერ დაგელაპარაკებათ, ძალიან გამწარებულია, მობილურიც კი დაამტვრია, იმ დონეზე მიიყვანეს ბიჭი.

ადამიანი, რომელიც არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველო მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონი, მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირშია დადანაშაულებული.

ამ ბოლო დროს შემოგვიტიეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა - გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ საშიშნი ამ სახელმწიფოსთვის.

არ ვიცი, რაში გამოიხატება ეს საშიშროება, რადგან კანონს არ ვარღვევთ. წულუკიძეს მუსულმანობის გამო შეუქმნეს პრობლემა, იმიტომ, რომ არ გაიპარსა წვერი და არ მოეშვა ლოცვებს. ამისთვის კომპიუტერში გადაუსვეს წითელი ხაზი და ქვეყნიდან გაუსვლელობა მოსთხოვეს.

ბიჭმა მსოფლიო ჩემპიონატამდე "სბორები" გაიარა, ნაკრები კი მის გარეშე გაფრინდა".

თემურ ბახუნდარიძის თქმით, სპორტსმენს პირდაპირ უთხრეს, რომ ვაჰაბისტებთან მეგობრობის გამო ნაკრების არასასურველი წევრი იყო. მას წვერის გაპარსვა შესთავაზეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

"პირდაპირ უთხრეს, არასასურველ პირებთან გაქვს საქმეო, რადგან ჩემთან და მუსულმან ძმებთან მეგობრობს. კი მაგრამ, ვისთან იმეგობროს? მუსლიმანს მუსლიმანი სულიერი ძმები უნდა ჰყავდეს.

ეს პრობლემა 1 თვეა დაიწყო - 3-4-ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა.

მე მწვრთნელი ვარ, ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ამიკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა - მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო.

ფირუზიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და აგრძელებდა აქტიურ მუსულმანობას. ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები. უთხრეს, წვერი გაიპარსეო, რაზეც უპასუხა, სულ ვერ გავიპარსავ და დავიმოკლებო. დაიმოკლა კიდეც, მაგრამ ამათთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი", - -ამბობს ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან".

მისი თქმით, ბათუმის პოლიციაში თემურ კვანტალიანმა დაიბარა და უთხრა, თუ ვაჰაბისტებს თავს არ დაანებებდა, მასაც და მის სპორტსმენებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ.

"თუ სამართალს ვერ მივაღწიე, საქართველოს მოქალაქეობაზე ვიტყვი უარს და საჯაროდ განვაცხადებ, რომ ჩემი რელიგიური რწმენის გამო ვექვემდებარები დევნას. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ ცოლ-შვილთან ერთად დავტოვებ ამ ქვეყანას.

ჩვენ ყველას ტერორისტებს გვეძახიან. ბათუმში ვცხოვრობ და თუ მუსულმანი ძმა მოვა სტუმრად, ღამის გასათევს ვაძლევ. თუ ესაა ტერორიზმის ხელშეწყობა, არ ვიცი. მე არავისთვის ხელყუმბარა არ მიმიცია და არ მითქვამს, ააფეთქეო. სტუმართმოყვარეობაა ტერორიზმი?"

"გურია ნიუსი" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მოჭიდავის ჩემპიონატზე გაშვება ჭიდაობის ფედერაციის პრეროგატივაა. ჩვენ ფედერაციაშიც დავრეკეთ. ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ გვითხრა, ჩვენ რა შუაში ვართ, სახელმწიფოა მაგ საქმეში ჩარეულიო.

"გურია ნიუსმა" ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურთან სცადა დეტალების გარკვევა. პრესსამსახურმა სპორტსმენის ჩემპიონატზე წაუსვლელობის განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა - მათი თქმით, ფირუზ წულუკიძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც სათადარიგო სპორტსმენით ჩაანაცვლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, ფირუზ წულუკიძე რომ მართლა ტერორისტებთან კავშირში იყოს დადანაშაულებული, მას დააპატიმრებდნენ.

ეკა ალფაიძე

gurianews.com

maxro
წვერი რა შუაშია მასე თავისუფლებშიც ბევრს აქვს მოშვებული წვერი მაგალითად მარსაგიშვილს,მოძმანას და ა.შ.მარა არ გამიგია მაგათთვის წვერის გაპარსვა მოეთხოვოთ
ბარემ
გუნერის საყურადღებოდ, ქართველებიც გავქრისტიანდით, ასე რომ არ გავჩელივაერთ ქრისტიანებად..........
gunner
ქართველობა და მუსულმანობა არ ჯდება ერთმანეთში! ამათმა ისიც არ იციან რატომ არიან მუსლიმები! თვქენი დიდი ბებიები და ბაბუები იძUლებით გახადეს მუსლიმანები და თქვენ უნდა დაუბრუინდეთ მათ ძირძველ რწმენას! მაგრამ ეს საქმე არ ჩანს ესე სუფთად! არამგონია მაგის გამო დევნიდნენ!
givi
საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ტU მეტი არა მუსულმანია და რაღა წულუკიძეს დევნიან?არ ჩანს ეგ საქმე აგრე მარტივი.
T. B.
როგორ მეცოდება აქ კომენტარის დამწერნი, ყველაზე დიდი ვაჰაბისტები და რელიგიური რადიკალები თქვენ ხართ. სპორტსმენი მისი შედეგებით ფასდება და არა რელიგიით და უნდა წვერს მოისჰვებს და უნდა ბოქვენის თმის ვარცხნილობას შეიცვლის. ელდარ კურტანიძესაც ქონდა წვერი და რამაზ ნოზაძესაც, ვაჰაბისტია თუ ტერორისტი რომელიმე? შემირცხვენია ქართული "ტოლერანტი"ერი, რომელიც რელიგიის ნიადაგზე საკუთარ მოსახლეობას მტრობს.
maxo
ეს ბიჭი მაგარ სარშია გახვეული...
reRo
ვაჰაბიტობა თავისთავად ნიშნავს ექტრემიზმს! მას არაფერი აქვს საერთო მაჰმადიანობასთან!
reRo
ალბათ მისი წინაპრები საფლავებში ტრიალებენ !
ramo
აუცილებლად უნდა წავიდეს საქართველოდან, თან ოჯახიც გაიყოლოს. ხალხო თვითონ ნამდვილი მუსულმანები გვეხვეწებიან ეგ ხალხი მოგვაშორეთო. აზერები, ჩეჩნები, დაღესტანელები ყველა მაგათ ებრძვის და ჩვენთან ნახეს თავშესაფარი. წავიდეს რა არ ვერჩით.
gizo
რას ჰქვია აბრალებენ? თუ ეს ასეა, უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ და თუ არა, მაშინ სინდისის თავისუფლების შემზღუდავებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს არაა სახუმარო საქმე.
odala
დატოვებთ საქართველოს მოქალაქეობას და კარგადაც იყავით! ვაჰაბისტობას გირჩევნიათ 2 წიგნი წაიკითხოთ.
Geno
თუ ვეჰაბისტია სულაც უნდა დააპატომრონ. ეგენი საუდის არაბეთიდან იმართებიან და ევროპაში თითოეული მათგანი კონტროლზეა
nom
წულუკიძე და მუსულმანი? რა უბედურებაა
Japaridze
ვახაბიტობა ანუ სალაფისტობა გერმანიაშიც უკვე შავ სიაში მოხვედრას ნიშნავს. ვახაბიტობა არ ნიშნავს მუსულმანობას, ეს არის მუსულმანების რადიკალური სექტა(როგორც ჩვენთან იეღოველები, ოღონდ იეღოველებისგან განსხვავებით ძალადობას ქადაგებს ), რომელიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებს მტრებად თვლის და არ აღიარებს მათ ადამიანებად. ასე რომ მოეშვას ეგ კნავილს და რელიგიურ აფერისტობას )))))))
dato
მუსულმანები ქრისტიანებს, ვინც არაფერს აშავებს როგორ ექცევიან ერთი გაიგეთ ჯერ თუნდაც აზერბაიჯანში, ხოდა აქ ამათ თან რადიკალური დაჯგუფებების მხარდამჭერობა და მუსულმანური ძალების პროპაგანდა უნდათ!!! ცოტა აზრზე მოდით ჯიგრებო
gaga
ეს ჯურნალისტი ოჯახიანად გასანადგურებელია რო ასეთ შთAთIEBI MANIPULIღEBშ. DღOძE MOEGOშ GONშ თორემ?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ჩააგდეს
ორი ჯოკერი ნაკრებში - პეტრიაშვილი და ქაჯაია, შეუჩერებელი ტალანტები