პარიზის მასტერსის მშვენება ნახევარფინალური ეტაპი გახდა
პარიზის მასტერსის მშვენება გახდა ნახევარფინალური ეტაპი. ორ შეხვედრაში ჩატარებული ექვსი სეტიდან ხუთში გამარჯვებული ტაი-ბრეიკის მეშვეობით გამოვლინდა, სულ კი მაყურებელმა ცხრა მოგერიებული მატჩბოლი იხილა.

პირველად 1981 წლის შემდეგ, პარიზის ტურნირის ნახევარფინალში ორმა ფრანგმა გააღწია. შარშანდელი ფინალისტისგან - გაელ მონფილსისგან ასეთი წარმატება არავის გაკვირვებია, სამაგიეროდ, მოულოდნელობა იყო მიკაელ ლოდრას პროგრესი. ამ ფრანგს წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა - ორი ტიტული მოიგო, ბრწყინვალედ გამოვიდა პარიზში და მისი დიდი წვლილია იმაში, რომ საფრანგეთის ნაკრები დევისის თასის ფინალში გავიდა. სხვათა შორის, დღეიდან ლოდრა კლასიფიკაციაში 23-ე ნომერი იქნება, არადა, აქამდე 28-ე ადგილზე შორს არ წასულა. და კიდევ ერთი - მან პირველად ითამაშა მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში.

ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ლოდრასთვის რობინ სიოდერლინგი არ უნდა ყოფილიყო გადაულახავი ბარიერი, მით უმეტეს, რომ პირად შეხვედრებში ფრანგი 2:0-ს უგებდა შვედს.

პირველმა სეტმა ბრეიკ-პოინტის გარეშე ჩაიარა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, იქ კი შვედი ჩავარდა - მე-13 გეიმში ქულაც ვერ აიღო - 6:7(0:7). მეორე პარტიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრეიკი, რომელიც სიოდერლინგმა მე-11 გეიმში მოიპოვა, რის შემდეგაც სეტზე ჩააწოდა და ანგარიში გაათანაბრა - 7:5.

განაწყენებულმა ლოდრამ მესამე სეტის პირველივე გეიმი წააგო თავის მოწოდებაზე და თითქოს სკანდინავიელს არ უნდა გაჭირვებოდა გამარჯვების მოპოვება. სეტის შუამდე სიოდერლინგი თავის გეიმებზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ერთხელ მაინც უღალატა მოწოდებამ და ლოდრამ შანსი გამოიყენა - მან ბრეიკი დაიბრუნა და ანგარიში გათანაბრა. მატჩმა კულმინაციას მე-12 გეიმში მიაღწია, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა. მიკაელმა მეტოქის მოწოდებაზე სამი მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში რობინმა შეცდომა არ დაუშვა და გეიმი გადაარჩინა. ურთულესი სიტუაციიდან გამოძრომის შემდეგ, სიოდერლინგმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და ტაი-ბრეიკზე ორჯერ მინი-ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ლოდრამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. პირველი მატჩბოლი შვედმა მეტოქის მოწოდებაზე გაანიავა, მაგრამ მეორე ცდაზე უკვე საკუთარ მოწოდებაზე შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე ნახევარფინალში როჯერ ფედერერი და გაელ მონფილსი ხვდებოდნენ. პარიზის მასტერსი ერთადერთია ამ სერიის ტურნირებიდან, რომელშიც შვეიცარიელს არასოდეს გაუმარჯვია - უფრო მეტიც, როჯერისთვის ამ ტურნირის ნახევარფინალში გასვლა საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. ნავსი არც წელს გატყდა და ამაში დამნაშავე მონფილსის ბრწყინვალე თამაში იყო.

ამ ჩოგბურთელთა რიგით მეექვსე შეხვედრაში (წინა ხუთი მატჩი როჯერმა მოიგო) სამი ტაი-ბრეიკი გათამაშდა. პირველ სეტში მიღებაზე უკეთ ფრანგი თამაშობდა, რომელმაც სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე იყოჩაღა - 7:6(9:7).

მეორე სეტში უპირატესობა როჯერის მხრეს გადავიდა. ის უკეთ თამაშობდა მეტოქის გეიმებზე და მონფილსი თავის გადარჩენას კარგი მოწოდების ხარჯზე ახერხებდა. მეორე ტაიმ-ბრეიკზე გაელი ძალიან პასიული იყო და მხოლოდ ერთი ქულა აიღო - 7:6 (7:1).

ისევე როგორც ლოდრამ სიოდერლინგთან ნახევარფინალში, მონფილსმაც გადამწყვეტი სეტი საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო, მაგრამ პარტიის შუაში აქაც გათანაბრა ანგარიში. როჯერს მაინც შეეძლო ტაი-ბრეიკამდე გამარჯვება - მსოფლიოს მეორე ჩოგანს ხუთი მატჩბოლი ჰქონდა, თანაც მონფილსს პირველი მოწოდება არ მისდიოდა და საფრთხეს მეორე მოწოდებისას იგერიებდა. და მაინც, ფრანგმა შეძლო გეიმის გადარჩენა, ტაი-ბრეიკზე კი ფედერერმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და გაელმა ეს მომენტი კარგად გამოიყენა. მონფილსი ზედიზედ მეორე გავიდა პარიზის მასტერსის ფინალში.

ნახევარფინალების ფონზე ფინალმა არ გაამართლა გულშემატკივართა იმედები. აქამდე რობინ სიოდერლინგს ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული მონფილსისთვის და ახლა ეს სერია გააგრძელა. გადამწყვეტი შეხვედრა მხოლოდ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და შვედის სრული უპირატესობით წარიმართა. სკანდინავიელმა ორი ბრეიკი გააკეთა და თავად არც ერთი გეიმი არ წაუგია თავის მოწოდებაზე. უფრო მეტიც, მთელი მატჩის განმავლობაში ფრანგს ერთი ბრეიკ პოინტიც არ ჰქონია.

სიოდერლინგმა წელს მეორე ტიტული მოიგო, მასტერსის სერიის ტურნირში კი პირველად გაიმარჯვა. ამისთვის მან 1000 სარეიტინგო ქულა და 450 ათასი ევრო მიიღო.

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ