ერევანში "პრეზიდენტის თასზე" 18 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი გრძელდება
ერევანში გრძელდება 18 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "პრეზიდენტის თასზე", რომელზეც 2 წრის შემდეგ 5 ქართველი იყო შემორჩენილი.

წინა კვირას სომხეთის დედაქალაქში შესანიშნავად ითამაშა შოთა მეფარიძემ, რომელმაც ექვსი მეტოქე დაჯაბნა და პირველი ადგილი დაიკავა.

"პრეზიდენტის თასის" რეიტინგფავორიტი ახლაც შეუპოვრად მიიწევს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში მეფარიძე თავისუფალი იყო, მეორეში ფრანგ მეტიუ რაჯაონაჰს აჯობა (6:2, 6:1), 14 აგვისტოს მესამე წრეში კი მასპინძელი მიხაილ ხაჩატრიანი დაამარცხა - 6:4, 6:0.

ასევე წარმატებით თამაშობს გიორგი დათაშვილი - მან უკვე სამი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან. ჯერ - საველი ვარლამოვი (რუსეთი, 6:0, 7:6) და როი ბარანი (ისრაელი, 6:4, 6:2), 14 აგვისტოს კი მე-5 ნომრად განთესილ ალექსანდრ იარკოვს (რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:1.

მეოთხედფინალში მეფარიძე მე-10 ნომერ მიხაილ ვოვკანეტთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას, დათაშვილი - მასპინძელ სურენ ბაღდასარიანთან. წარმატების შემთხვევაში ქართული ნახევარფინალი გვექნება.

გოგონებში ორი წრის შემდეგ სამი წარმომადგენელი გვყავდა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში მათგან ვერავინ გააღწია: მარიამ მითაიშვილი ელინა ვიხრიანოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 1:6, 2:6, მე-6 ნომრად განთესილმა თამარ კუტუბიძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე ირინა ვარდანიანთან წააგო - 4:6, 1:6, ირინე ყარანგოზიშვილს კი ანა მახორკინამ (რუსეთი) აჯობა - 6:1, 4:6, 6:4. გოგონათა შეჯიბრებას მეოთხედფინალში ექვსი რუსი და ორი უკრაინელი შემორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა
შოთა მეფარიძე: უიმბლდონზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ
პრეზიდენტის თასს ქართველ ჩოგბურთელთა ხუთეული შემორჩა