ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპირისპირებული მხარეების მიმართ მოწოდება გამოაქვეყნა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობაზე განვითარებული მოვლენების შესახებ "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის.

წლეულს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საკალათბურთო საზოგადოება ორადაა გაყოფილი და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.

ამასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპირისპირებული მხარეების მიმართ მოწოდება გამოაქვეყნა:

"არ მივესალმები იმ დაპირისპირებებს, რომლებიც შეიქმნა საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის წინ.

ჩვენ გველის უმნიშვნელოვანესი ტურნირი (ევრობასკეტი), რომელიც წარმოადგენს ეროვნული ინტერესის და ღირსების საკითხს.

ამის გამო ყველა კონფლიქტური საკითხის გარკვევა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს საკალათბურთო სამყაროში, უნდა გადაიდოს, სანამ არ დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი. დღეს ჩვენს ბიჭებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ".

ზაზას 18 აგვისტოს ატლანტაში დავუკავშირდით და ამ მოწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:

"ჯანსაღი კონკურენცია ყველა სფეროში სასარგებლოა. კარიერის განმავლობაში ღირსეულმა კონკურენციამ ბევრი რამ მასწავლა.

რაც მეტი კანდიდატი იქნება კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხალხს მით უკეთესი ვარიანტის ამორჩევის საშუალება მიეცემა.

ვფიქრობ, კანდიდატი ან კანდიდატები კიდევ გამოჩნდებიან. ამას მივესალმები, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში, უნდა განისაზღვროს, რა დროს რა უნდა გაკეთდეს.

არ მიმაჩნია მართებულად შიდა დაპირისპირების გაჩაღება მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელის, თან ორი წამყვანი კალათბურთელი აკლია და ბიჭები მაინც ბოლომდე ღირსეულად იბრძვიან.

შეიძლება, გარედან ისე ჩანდეს, თითქოს ატლანტაში მყოფი - ნაკრებისგან შორს ვარ. პირიქით, ყოველდღიურად თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც კალათბურთელებს და მწვრთნელებს ვესაუბრები, მათ გვერდში ვდგავარ.

მიმაჩნია, რომ ასე უნდა მოიქცეს ყველა - გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება და მოთამაშეებს წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმაროთ", - გვითხრა ზაზა ფაჩულიამ.

მასთან ინტერვიუს 20 აგვისტოს ნომერში შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება

ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!

maxo
იქნებ ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს ევრობასკეტი?
ME
ახვლედიანი ჩემი არც მეგობარია და არც კარგი ნაცნობი, მაგრამ აქ ზოგიერთი (imereli27)რომ წერს კალათბურთი ნანახი არ აქვსო, ვეტყვი, შენ თუ გაქვს წარმოდგენა რა არის საერთოდ სპორტი. მიშა ახვლედიანი კალათბურთელია, წლები თამაშობდა თბილისის "მართვე"-ში, რომელიც ყოველწლიურად თავის ასაკში ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი , იყო სსრკ-ს ახალგაზრდა კლუბებს შორის ჩემპიონი. ასე,რომ, თქვენნაირებს თუ არ გაუგიათ, თქვენივე პრობლემაა. ისე, არც ბესო ლიპარტელიანი იყო დიდი კალათბურთელი, ხოლო ზვიად სიჭინავას ფეხბურთელობას ნამდვილად ვერ ვიხსენებ.
koki
ზაზა, მართალი ხარ, მაგრამ ქართველებს (გამონაკლისის გარდა) მხოლოდ პირადული ინტერესები ამოძრავებთ და ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ქვეყნის პრესტიჟი. ახვლედიანი ვინა არის საერთოდ? არც კი გამიგია, უკვე 40 წელია კალათბურთს ვადევნებ თვალს.
imereli27
ვერ გაძღა ყიფიანი ოლიპში ძმაკაცი დანიშნა მწვრთნელად ,ფედერაციაში კლასელი(ახვლედიანი) უნდა პრეზიდენტად რომელსაც კალათბურთი ნანახის არ აქვს როგორ თამაშობენ
mmm.
პატრიოტი და მოაზროვნე ადამიანია...ასეტი მინდა ბევრი გვკავდეს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება